ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 21:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 23 » ვიტმა ერთი შოკი გვაკმარა (ვიდეომასალა)
01:56
ვიტმა ერთი შოკი გვაკმარა (ვიდეომასალა)

http://i074.radikal.ru/1007/16/967f12d3837a.jpg


"ვიტ ჯორჯიამ" ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ერთ სეზონში ერთი სირცხვილი აკმარა - "ეროვნულ სტადიონზე" 0:6 მარცხის შემდეგ მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა გუშინ ჩეხურ ოსტრავაში, თქვენ წარმოიდგინეთ და, არ წააგო. "ბანიკი" და "ვიტ ჯორჯია" 0:0-ს დასჯერდნენ. არადა აშკარად საფუძვლიანი შიშები გვქონდა, რომ...

საპასუხო მატჩს დეტალურად აღარ ჩავეძიებით, ანდა რომელი ჭკუათმყოფელი განიხილავს დაპირისპირების მეორე ნახევარს სერიოზულად, როცა პირველი გუნდს (თანაც შინ) 0:6 აქვს წაგებული. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ამ ეტაპზე ისიც კარგია, რომ "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ არ გაგვხადა მთელი ევროპისთვის თითით საჩვენებელი მაგალითი და ქართული კლუბების საკოფიციენტო ყულაბას, მცირე მაგრამ მაინც "რაღაც" შეჰმატა. მორალურად განადგურებული გუნდისგან ესეც საქმეა!

ჩეხთა მწვრთნელმა ექსპერიმენტებს მიმართა და არც გაემტყუვნება. მაგალითად, არ უთამაშია მათ კაპიტან ტომაშ მარეკს, კარს იცავდა მესამე გოლკიპერი ვიტ ბარანეკი, ხოლო თინეიჯერ ტომაშ ვრტოს სულაც დებიუტი ჰქონდა "ბანიკის" შემადგენლობაში. სამაგიეროდ, მოედანზე იყო თბილისში "ვიტის" ამაოხრებელი ფერნანდო ნევესი, მაგრამ მცველმა ჰეთ თრიკი ვეღარ გაიმეორა და ალბათ 32 წლის ბრაზილიელი კარიერას ისე დაასრულებს, მეტჯერ სამ გოლს ერთ თამაშში ვეღარც გაიტანს. სხვათა შორის, ჩეხები აღიარებენ, რომ მეორე ტაიმში კლიმიაშვილმა ბევრი თავსატეხიც გაუჩინათ, თუმცა მათ მაინც მშვიდად მიიყვანეს თამაში ბოლომდე და კლუბის თანამედროვე ისტორიაში (რაც ჩეხეთსლოვაკეთი დაიშალა) პირველად გადალახეს ევროპული ტურნირის ეტაპი.

მიროსლავკოუბეკი: "ქართველებმა დღეს დაამტკიცეს, რომ ფეხბურთელები არიან. ჩვენ კი ბევრი ცვლილება განვახორციელეთ და ევროთასებზე თამაშის გამოცდილება ახალგაზრდებსაც შევძინეთ. ასეთი მატჩები ხომ მათ უფრო მეტს შეძენენ, ვიდრე ჩემპიონატის 10 შეხვედრა ერთად".

მერაბკოჭლაშვილი: "საერთო ჯამში, თამაშით და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ბოლო სეზონის შემდეგ გუნდიდან შვიდი მოწინავე ფეხბურთელი წავიდა, ახლა ამას მწვრთნელის ცვლილებაც დაემატა. საპასუხო მატჩში წაგება არ გვინდოდა და არც წავაგეთ".

უეფას ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

22 ივლისი. ოსტრავა (ჩეხეთი). "ბაზალი". 3 405 მაყურებელი
ბანიკი-ვიტ ჯორჯია 0:0 (6:0)
ბანიკი: ბარანეკი - ფრიდრიხი, ნევესი, რეზნიკი, კოუკალი -  ლუკეში, გრეგუში, ვრტო, ვოინარი (72. ჰუშბაუერი) - ფანტიში (46. ზეჰერი), შენკერიკი (58. პილიკი).
სათადარიგოები: დანეკი, მარეკი, შმეიკალი, ნოივირტი.
ვიტჯორჯია: მიქაბერიძე - ბეჭვაია, ადამაძე, ლომაია, ჭანკვეტაძე - ვასაძე, მაისაშვილი (80. გურეშიძე) - კლიმიაშვილი, ლიპარტია, ჯანელიძე (64. ზაქრაძე) - კვარაცხელია (75. ჩიმაკაძე).
სათადარიგოები: ძაძამია, კასრაძე, კორიფაძე, განიაშვილი.
გაფრთხილება: კოუკალი (33), ჭანკვეტაძე (43), ფრიდრიხი (87), ლუკეში (88), მიქაბერიძე (90).
არბიტრი: იოვანეტიჩი (სერბეთი)



"ლელო"

ნანახია: 786 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!