ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 20:51


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 27 » "ვიტ ჯორჯია" შოკიდან გამოდის
19:33
"ვიტ ჯორჯია" შოკიდან გამოდის
http://b.pix.ge/h/3w74p.jpg

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ ჩეხურ "ბანიკთან" 0:6 განადგურებას "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გელა გომელაურის წასვლა მოჰყვა – ოფიციალური ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მის ნაცვლად ვეტერინარების მთავარ მწვრთნელად მერაბ კოჭლაშვილი იმუშავებს, რომელსაც კლუბში არაერთი წელიწადი გაუტარებია და ამ თანამდებობაზეც ბევრჯერ უმუშავია. კოჭლაშვილს გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო მიზნებზე ვესაუბრეთ. თავდაპირველად კი მას "ბანიკთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაზე ვკითხეთ.

- ოფიციალურად, "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი გასულ სეზონშიც თქვენ იყავით, გომელაურის გარეშე კი გუნდს "ბანიკთან" განმეორებით შეხვედრაში უხელმძღვანელეთ. როგორ წარიმართა მატჩი ჩეხეთში?
- შევეცადეთ, მეტოქისთვის უფრო დიდი წინააღმდეგობა გაგვეწია, რაც მოვახერხეთ კიდეც. "ბანიკს" სტუმრად უფრო მჭიდროდ ვეთამაშეთ და მოწინააღმდეგეს სათამაშო სივრცეები შევუზღუდეთ. თუმცა აქცენტი ყრუ დაცვაზე სულაც არ გაგვიკეთებია და როცა საშუალება გვეძლეოდა, ჩვენც ვუტევდით. საგოლე შანსები ჩვენც გვქონდა და ჩეხებსაც, მაგრამ გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით. რასაკვირველია, 0:6-ის შემდეგ ეს ფრე ჩვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ იმ შოკის შემდეგ ბიჭები გონს მოვიდნენ, საკუთარი შესაძლებლობებისა ირწმუნეს და ქართულ საკლუბო ფეხბურთს უეფას რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულა მოუტანეს. იმ მძიმე მარცხის შემდეგ მობილიზება და მაღალ დონეზე თამაში სულაც არ იყო ადვილი, ამიტომაც ბიჭებს თავდადებისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- დღეისთვის გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?
- ნორმალური. "ვიტ ჯორჯია" შოკიდან გამოდის და სულ მალე გუნდში იდეალური განწყობა იქნება. ბუნებრივია, ასეთი მწარე მარცხის დავიწყება იოლი არაა, მაგრამ ვალდებულნი ვართ, გონს დროულად მოვეგოთ და ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. "ბანიკთან" განმეორებითმა მატჩმა დამარწმუნა, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ, შემადგენლობის ასე ერთი ხელის მოსმით შეცვლა ძალიან რთულია და ახალგაზრდა ფეხბურთელებს წასულების სრულფასოვნად შესაცვლელად გარკვეული დრო სჭირდებათ.

- რამდენად პერსპექტიულები არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც "ვიტ ჯორჯიას" მთავარ გუნდში ახლა იმკვიდრებენ თავს?
- მათ კარგი მომავალი აქვთ, ამ ბიჭების საფეხბურთო შესაძლებლობებში გულშემატკივარი ახალი სეზონის მსვლელობისას აუცილებლად დარწმუნდება. როგორც უკვე ვთქვი, ისინი გარკვეული დროის შემდეგ შეძლებენ თავიანთი მონაცემების გამოვლენას, და ამას ძალიან დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირდება.

- მომავალ სეზონს ამჟამინდელი შემადგენლობით დაიწყებთ თუ კიდევ არის მოსალოდნელი ვინმეს წასვლა?
- ახალ სეზონს ზუსტად ის კონტინგენტი დაიწყებს, რომლითაც ევროპის ლიგაზე ვიასპარეზეთ. წასვლასაც აღარავინ აპირებს და არც არავინ დაგვემატება.

- როგორ მიმდინარეობს დასკვნითი შეკრება?
- ყველაფერი ნორმალურადაა. როგორც იცით, "ავაზას" ბაზაზე ვვარჯიშობთ. გუნდის მზადების დონით კმაყოფილი ვარ, მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებს. მოზამზადებელ პროცესში გარკვეული კორექტივებიც შევიტანეთ. თავისი დადებითი როლი უკრაინულმა შეკრებამაც ითამაშა და თბილისშიც ნაყოფიერად ვმუშაობთ. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და თანადგომისთვის მადლობას გადავუხდი "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს, რომელიც გუნდის სრულყოფილად მომზადებისთვის ყველაფერს აკეთებს.

- "ვიტ ჯორჯიას" სამწვრთნელო შტაბში კიდევ სხვა ცვლილებები ხომ არ განხორციელებულა?
- მთავარ გუნდში ჩემთან ერთად იმუშავებს ზურაბ ბერიძე, რომელთან ერთადაც ყოველთვის ნაყოფიერად ვშრომობდი. ვიმედოვნებ, ერთობლივი ძალებით "ვიტ ჯორჯიას" შედეგიანად ავათამაშებთ.

- როგორც ცნობილია, 30 ივლისს ამხანაგურად აზერბაიჯანულ "თურანს" ეთამაშებით. ამის გარდა, კიდევ ხომ არ გეგმავთ საკონტროლო მატჩს?
- ხვალ (ე.ი. დღეს, რედ.) საჩხერის "ჩიხურას" შევხვდებით. სეზონის განახლებამდე სულ ამ ორ თამაშს ჩავატარებთ. სეზონს 8 აგვისტოს, რუსთავის "ოლიმპთან" მატჩით ვხვდებით და იქამდე ორი თამაში სავსებით საკმარისია.

- ახალ სეზონში გუნდის მიზანი რა იქნება?
- იმის მიუხედავად, რომ ჩვენი შემადგენლობა საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, მაინც შეგვწევს მაღალი ამოცანებისთვის ბრძოლის ძალა. ასე რომ, ჩვენი მიზანი კვლავაც ევროთასების საგზურია – არა აქვს მნიშვნელობა, ამას ეროვნულ ჩემპიონატში მივაღწევთ, თუ თასის გათამაშების მეშვეობით. დარწმუნებული ვარ, რომ "ვიტ ჯორჯიას" ახალ სეზონშიც კონკურენტუნარიანი გუნდი ეყოლება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 901 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!