ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 22:56


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 8 » ვანდალიზმის შედეგები: 8 ათასამდე სკამი დამტვრეულია!
23:35
ვანდალიზმის შედეგები: 8 ათასამდე სკამი დამტვრეულია!



საქართველო-ესტონეთის მატჩის შემდეგ ეროვნული სტადიონი მორიგი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. ტრადიცია არ დაირღვა და კიდევ რამდენიმე ასეულმა სკამმა ტრიბუნიდან სანაგვეში გადაინაცვლა. ეროვნული სტადიონის უკვე ყველა ტრიბუნას დაეტყო ხულიგნების კვალი. ამას გარდა, არასახარბიელოა მოედნის მდგომარეობაც. ამ თემებზე ლელოს ეროვნული სტადიონის დირექტორი სანდრო შახოვი ესაუბრა.

- ბატონო სანდრო, სულ რამდენი სკამია დამტვრეული?

- სკამები მხოლოდ ესტონეთთან მატჩისას არ დაუმტვრევიათ. სტადიონს მანამდეც დიდი ზარალი მიაყენეს. მთლიან ზარალს კომისია შეისწავლის, ჩვენი მონაცემებით კი დაახლოებით 8 ათასი სკამია აყრილი. დასათვლელია, ხელახლა რამდენის დამონტაჟებაა შესაძლებელი და რამდენია გადასაგდები. შესაბამისად, ახალი სკამების შესყიდვა დაგვჭირდება. ზუსტი ციფრი მომავალი კვირისთვის გვეცოდინება.

- სტადიონის დაცვის სამსახურს ვანდალების დაკავება არ შეუძლია?

- ჩვენ მალე ვისარგებლებთ სათვალთვალო კამერებით და ამ ხალხს გამოვავლენთ.

- მოედნის საფარის შეცვლას არ აპირებთ?

- ჩვენთან გეგმური სამუშაოები დაწყებულია და მოედანს მალე ნორმალურ მდგომარეობაში მოვიყვანთ. ბუნებრივია, საქართველო-ესტონეთის მატჩისთვის მოედნის საფარი სასურველ მდგომარეობაში ვერ იქნებოდა. საბედნიეროდ, მარტში გარკვეული ფანჯარა გაგვიჩნდა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აპრილისთვის საფარმა მაღალი დონის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

- რატომ იყო მოედანი ასეთ ცუდ მდგომარეობაში?

- ამის ობიექტური მიზეზები არსებობდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თებერვალში მოედანი ინტენსიურად დაიტვირთა. ამას გარდა, საფარის მდგომარეობის გაუარესებას არაერთმა ვითარებამაც შეუწყო ხელი - პრობლემა საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა გუნდების მატჩამდე წამოსულმა თოვლმა შეგვიქმნა. მოედანი გადავწმინდეთ, მაგრამ საფარის გარკვეულ ნაწილზე ამან უარყოფითად იმოქმედა. ასევე მოხდა თბილისის დინამოს ერთ-ერთი შეხვედრის წინა დღეს და კვლავ საფარის გაწმენდამ მოგვიწია. ორი მატჩიც ძლიერი წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ამან საფარი კიდევ უფრო დააზიანა. მესმის, რომ ეს გასამართლებელი არ არის, მაგრამ ვიმეორებ - აპრილამდე საფარის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს ვიღონებთ. კონტრაქტი გავაფორმეთ ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან, რომელიც ბალახის საფარის მოვლაზეა სპეციალიზებული და ამ საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს. კომპანიის წარმომადგენელი ლევან ქომეთიანი კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მთელი წლის განმავლობაში მაღალი ხარისხის საფარი გვექნება. ამას გარდა, ნიადაგის ტემპერატურისა და საფარის სტატისტიკას ჩავინიშნავთ, რომ ვიცოდეთ, წლის ამა თუ იმ პერიოდში გაზონი რა მდგომარეობაშია, რათა ყველანაირი სიტუაციისთვის მზად ვიყოთ.


გაზეთი "ლელო"


ნანახია: 1209 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!