ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 00:13


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 28 » უცვლელი კობი და შეცვლილი ნაკრები
10:54
უცვლელი კობი და შეცვლილი ნაკრები


ქართული ფეხბურთის მართლაც გამორჩეულ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ლევან კობიაშვილის 17-წლიანი აქტიური კარიერა კვლავაც წარმატებულად გრძელდება; თანაც, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალს შეშვენის, ყოველ ახალ სეზონს (საკლუბოსა თუ სანაკრებოს) "კობი" ახალ-ახალი გამოწვევით ხვდება. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენი, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, ევროპის ტოპ-ლიგაში სამასი შეხვედრა ვინც ჩაატარა, ამჯერად II ბუნდესლიგაში ასპარეზობს და საკმარისზე მეტი მოტივაციაც გააჩნია.

სხვანაირად ვერც იქნება: ბერლინის "ჰერტა" ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია და ამ კლუბის წარმატებულ ასპარეზობას მნიშვნელოვნად განაპირობებს გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ლევან კობიაშვილის თამაში. გერმანიის დედაქალაქის გუნდში "კობი" 2010 წლის დასაწყისში გადავიდა და სულ მოკლე პერიოდში "ჰერტას" ერთ-ერთი საკვანძო და შეუცვლელი ფეხბურთელიც გახდა; ანუ, ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორც ყოფილ გუნდებში - რუსთავის "გორდაში", თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", "ფრაიბურგსა" თუ "შალკეში"...

სამშობლოში მცირე ხნით ჩამოსული ლევან კობიაშვილი გუშინ "ლელოს" რედაქციაში გვესტუმრა, სასაუბროსაც რა გამოლევდა.

- ზაფხულში რომ ვიყავი ჩამოსული, მაშინ ვამბობდი, - ასეთი ხანგრძლივი შვებულება არასდროს მქონია-თქო; ახლა კი, პირიქით არის - 28 დეკემბერს უკვე ბერლინში უნდა ვიყო და გუნდთან ერთად მეორე წრისათვის მზადება დავიწყო.

- ასეთი მოკლე არდადეგები რას მივაწეროთ?
- საერთოდ, ევროპის ტოპ-ლიგებიდან მეორე ეტაპი ყველაზე გვიან გერმანიაში იწყებოდა, - იანვრის ბოლოსკენ; ახლა კი ორი კვირით ადრე გვექნება პირველი ოფიციალური მატჩი - 17 იანვარს "ობერჰაუზენს" ვეთამაშებით.

- II ბუნდესლიგაში... შვიდწლიანი პაუზის მერე დაბრუნდით. როგორ ფიქრობთ, მაშინდელსა და ახლანდელს შორის საგრძნობი სხვაობაა?
- შეცვლილი, ალბათ, გუნდები და ფეხბურთელებია, თორემ დონე იგივეა; რა თქმა უნდა, პირველ ბუნდესლიგას ვერ შევადარებ, მაგრამ თუ კლასი არა გაქვს, მხოლოდ მონდომების ხარჯზე ვერაფერს მიაღწევ. თანაც, ყველა გუნდი ბრძოლისუნარიანია და "სულისმოსათქმელი" მატჩებიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. აქვე, ერთ სერიოზულ ცვლილებაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო - ამ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა კლუბის ინფრასტრუქტურა მკვეთრად გაუმჯობესდა, მოედნებიც იდეალურ მდგომარეობაშია. ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ უამინდობის მიუხედავად, II ბუნდესლიგაში პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთადერთი მატჩი ("აუე"-"ფრანკფურტი") გადაიდო. აღარაფერს ვამბობ სტადიონებზე დასწრებაზე - ჩვენ საშინაო მატჩებს საშუალოდ, 45-50000 გულშემატკივარი ესწრება.

- რანგით მეორე ლიგისთვის მართლაც შთამბეჭდავი ციფრია; საერთოდაც, გერმანიაში ამ ბოლო წლებში ფაქტობრივად, ყველა მატჩი სავსე ტრიბუნების წინ ტარდება.
- ქომაგის პრობლემა არც მანამდე იყო, მაგრამ გერმანიაში 2006 წელს ჩატარებული მუნდიალის მერე (როცა სტადიონები თუ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდა) მართლაც ფეხბურთის ბუმია. ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული პრესაც და ტელევიზიაც - 24 საათის განმავლობაში ამა თუ იმ მატჩის "გაპიარება" ხდება, გულშემატკივრებიც ისე მიდიან სტადიონზე, როგორც დღესასწაულზე. ადრე სხვას რომ ეთქვა, II ბუნდესლიგაში 50000 გულშემატკივარი ესწრება თამაშებსო, ვერ დავიჯერებდი, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის უშუალო თვითმხილველი ვარ.

- გულახდილად გვითხარით: გულის სიღრმეში ხომ არ ნანობთ, კარიერას II ბუნდესლიგაში რომ აგრძელებთ? ბოლოს და ბოლოს, I ბუნდესლიგაში 300-ზე მეტი მატჩი გაქვთ ჩატარებული; თანაც, ამ ზაფხულს წინადადებები "ჰერტაზე" ბევრად უფრო სოლიდური კლუბებიდანაც არ გაკლდათ.
- ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არასდროს მიმიღია ისეთი გადაწყვეტილება, მერე რომ სანანებლად მქონოდა; ადრეც და ახლაც, მუდამ მიზანმიმართულად ვმოქმედებდი და თითოეული შემოთავაზების შემთხვევაში ყოველთვის ვცდილობდი იმ კონკრეტული მომენტისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიმეღო. გეთანხმებით, მართლაც რეალური დაინტერესება იყო მოსკოვის "დინამოდან" და ფრანკფურტის "აინტრახტიდან", მაგრამ ჩემი კარიერის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, "ჰერტაში" დარჩენა ვამჯობინე.

- თქვენი პასუხიდან ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ნანობთ. თანაც, "ჰერტას" ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ბუნდესლიგას უმოკლეს დროში დაუბრუნდებით.
- მართალია, სატურნირო ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა, მაგრამ ყველაფერი მაინც II ეტაპის შუაგულში გადაწყდება; სწორედ მაშინ გამოჩნდება, თუ რომელ გუნდს შესწევს ძალა რეალურად იბრძოლოს პირველი ბუნდესლიგის საგზურისათვის. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, თითოეული გუნდის ფინანსურ შესაძლებლობებსაც ვგულისხმობ და ადამიანურ რესურსსაც, - აი, ამ მხრივ კი, "ჰერტას" მეორე ბუნდესლიგაში ბევრი ვერ შეედრება.

- ახალი სეზონი "ჰერტამ" როგორც ფავორიტმა, ისე დაიწყო; მაგრამ, წაუგებელ შეხვედრას ზედიზედ სამი მარცხი მოჰყვა.
- "ერთი ამოსუნთქვით" ასეთ მარათონულ ტურნირს ვერ გაივლი და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. თანაც, ორივე ძირითადმა მეკარემ ტრავმა მიიღო და დიდი დროით გამოგვაკლდნენ; შემდეგ გუნდის კაპიტანი ანდრე მიატოვიჩიც დაშავდა და ეს მცირე ჩავარდნაც ამას უნდა მივაწეროთ. თუმცა, ამას კრიზისს ვერ დავარქმევდი და ეს ბოლო ორ მატჩშიც დამტკიცდა, როცა უშუალო კონკურენტებთან 4 ქულა ავიღეთ და ზამთრის პაუზას "აუგსბურგთან" ერთად პირველ-მეორე ადგილზე შევხვდით.

- ზაფხულში "ჰერტას" თავკაცად ახალგაზრდა სპეციალისტი, მარკუს ბაბელი დაინიშნა. იმავე გერმანიაში, არაერთ ცნობილ მწვრთნელთან გიმუშავიათ და ბაბელს როგორ დაახასიათებდით?
- ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი სპეციალისტია; შესაძლოა, არც დამიჯეროთ და სიმკაცრით ფელიქს მაგათსაც შევადარებდი. თუმცა, ყოველივე ეს ხელს არ უშლის ბიჭებთან ნორმალურ ურთიერთობაში, - ბოლოს და ბოლოს, "ჰერტაში" ბაბელზე ოთხი-ხუთი წლით უმცროსი რამდენიმე ფეხბურთელი ვართ და საერთოც ბევრი გვაკავშირებს. რაც მთავარია, შემტევი ფეხბურთის მოყვარულია და მუდამ იმას გვთხოვს, რომ როგორც გათამაშების ფავორიტ-გუნდს ეკადრება, ისე ვითამაშოთ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ.

- ბაბელთან დაკავშირებით სხვა საკითხიც გვაინტერესებს: ახალი სეზონის დაწყების წინ ქართულ მედიაში გაცხადდა, რომ "ჰერტას" კაპიტანი ლევან კობიაშვილი იქნებოდა.
- ეს მეც გავიგე და შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობის სურვილიც იყო; მაგრამ, ყველაფერი უშუალოდ მწვრთნელის გადასაწყვეტი გახლდათ და ასეც მოხდა: სეზონის დაწყების წინ ბაბელმა გამოგვიცხადა, რომ ამიერიდან "ჰერტას" კაპიტანი ანდრე მიატოვიჩი იქნებოდა, ხოლო მის შემცვლელებად კი მე და "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ლელი დაასახელა.
"ჰერტამდე" ბაბელი "შტუტგარტში" მუშაობდა და მისვლისთანავე ბევრისთვის უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: გუნდის ლიდერს თომს ჰიტცსბერგერს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და ცენტრალურ მცველს დელპიერს ჩააბარა. აქაც, "ჰერტაშიც" ცენტრალური მცველი დანიშნა კაპიტნად.

- ამ სეზონში მეტოქის კარში ერთადერთი გოლი გაქვთ გატანილი და ისიც კაპიტნის სამკლავურით. სხვათა შორის, იმ პრინციპულ მატჩში ("აუესთან") პენალტი შუაში დაარტყით, ისე როგორც საქართველო-ესტონეთის მატჩში.
- რა ვქნა, ჯერჯერობით მიმართლებს - მეკარეები ხან ერთ კუთხეს ირჩევენ, ხან - მეორეს, მე კი "ჯიუტად" ცენტრში ვარტყამ და გოლებიც გამაქვს; ანუ, ამ მხრივ, მეტოქის მეკარეთა მიმართ "საპრეტენზიო" არაფერი მაქვს. სხვათა შორის, "ჰერტაში" იანვრიდან ვთამაშობ და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოგვიწია პენალტის დარტყმა.

- ყოფილი გუნდის, "შალკეს" ასპარეზობასაც თვალს ადევნებთ და თქვენი აზრიც საინტერესო იქნება.
- სხვისი რა მოგახსენოთ და აშკარად წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი, რომ "შალკე" აშკარად უკეთესად ათამაშდებოდა. ახლახან ვესაუბრე ლევან ყენიას და ვურჩიე, რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენილიყო ამ გუნდში და ასეთი დონის მწვრთნელთან, იმიტომ, რომ ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით ლევანი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, კიდევ უფრო გაიზრდება.

- ისე, არ გაგიკვირდათ, მაგათს ასეთი უხეირო სტარტი რომ აპატიეს?
- კიდევ ვიმეორებ, არ გამკვირვებია - მის ნაცვლად ვინც უნდა ყოფილიყო, სამი წაგების მერევე მოხსნიდნენ. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, თუ რამხელა ძალაუფლება აქვს ამ კაცს "შალკეში" - მწვრთნელობის გარდა მენეჯერიც არის და საკუთარ თავს ხომ არ მოხსნიდა? თანაც, როგორც მწვრთნელს ხომ უდიდესი ავტორიტეტი აქვს, ამ ზაფხულს საკმაოდ მომგებიანი ტრანსფერებიც განახორციელა და ყოველივ ეს, გამორიცხული იყო, გუნდის შედეგზე არ ასახულიყო.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგათი და საერთოდ, "შალკე" შეელევა თუ არა გუნდის კაპიტანს, მეკარე მანუელ ნოიერს?
- ნოიერი ადგილობრივია, ფანები აღმერთებენ და მაგათიც ყველა ღონეს იხმარს, კლუბის სიმბოლო არსად გაუშვას. ანუ, შესაძლოა, გუნდის 90 პროცენტი შეცვალოს (როგორც ამ ზაფხულს მოხდა), მაგრამ არც ფანებთან გაიფუჭებს ურთიერთობას და არც გუნდის საკვანძო ფიგურას შეელევა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ "შალკე" ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ითამაშებს და გერმანიის თასზეც; ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ფორმაში შესული რაულის დახმარებით "შალკემ" ბუნდესლიგაშიც სასწაული მოახდინოს და სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს.

- კიდევ ერთ ძველ და ტკბილ ნაცნობზეც გკითხავთ: ამ ცოტა ხნის წინათ, "კიოლნის" სპორტულ დირექტორად ფოლკერ ფინკე დაინიშნა, ვისთანაც წლების განმავლობაში "ფრაიბურგში" თამაშობდით.
- არ დაგიმალავთ: ჩემთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და ძალიან გამიხარდა. ახალი რა უნდა ვთქვა: ამ კაცს ქართველები როგორ უყვარს, ყველამ კარგად იცის; აქედან გამომდინარე, ნუ გამოვრიცხავთ, "კიოლნში" რამდენიმე ჩვენი თანამემამულეც რომ აღმოჩნდეს. ამით კი, რაღა თქმა უნდა, მთლიანად ქართული ფეხბურთი მოიგებს.

- "ნელ-ნელა" სანაკრებო თემაზეც გადავიდეთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს გაუხარდებოდა ის ფაქტი, როცა 2010 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაასახელეს.
- ასეთი რამ შემთხვევით ნამდვილად არ ხდება და, რაღა თქმა უნდა, მართლაც უაღრესად პოზიტიური ფაქტია, საერთოდ, ქართული ფეხბურთისათვის და პირადად თემურისათვისაც.

- ნაკრებში სამი-ოთხი კაცი ხართ, ქეცბაია-ფეხბურთელთან ერთად რომ თამაშობდით.
- ამდენი წელია ერთმანთს ვიცნობთ და ასე უცბად ჩვენს ურთიერთობას რა შეცვლიდა - კვლავაც ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა გვაკავშირებს; მაგრამ, ეს ყველაფერი... ფეხბურთს მიღმა, თორემ სამუშაო პროცესში ყველა ისე იქცევა, როგორც პროფესიონალს შეეფერება. თანაც, ჩვენ ნაკრების სტაჟიან წევრებს უფრო მეტი მოგვეთხოვება და დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე არ მქონია ურთიერთობაში პრობლემა თემურისთან, მომავალშიც ასე გაგრძელდება. მთავარია, ჯანმრთელად და კონკრეტული მომენტისათვის ოპტიმალურ ფორმაში ვიყო.

- ისე, 1996 წლიდან მოყოლებული (ნაკრებში სადებიუტო მატჩს ვგულისხმობთ), ლევან კობიაშვილს საქართველოს ნაკრების არც ერთ მწვრთნელთან პრობლემა არ ჰქონია. თუმცა, ისევ დღევანდელი ფორმაციის ნაკრებს დავუბრუნდეთ და გულახდილად გვიპასუხეთ: წლის დასაწყისში გჯეროდათ, 2010 წელს წაუგებლად რომ დაასრულებდით?
- მე კი არა, ამას მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა; ასეთი პესიმიზმის მიზეზი კი ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობა იყო - შესარჩევ ციკლს მოუგებლად ვამთავრებდით-ხოლმე. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა და ესტონეთთან თამაშიდან მოყოლებული ნელ-ნელ ვრწმუნდებოდი, რომ ჩვენ ნაკრებში აშკარად განსხვვვებული სიტუაცია იკვეთებოდა. პირადად მე ადრეც ყოველთვის მიხაროდა ნაკრებში თითოეული ჩამოსვლა, მაგრამ ახლა ბევრად უფრო აჟიტირეუბილ ვარ; რაც მთავარია, სამართლიანობის პრინციპის აღდგენასთან ერთად ისიც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხბურთელები ბევრად უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ. აბა გაიხსენეთ, არცთუ შორეულ წარსულში როგორ იყო: ფეხბურთელებს იმის შიში ჰქონდათ, დიდი ანგარიშით არ წაეგოთ, ბურთი არ დაეკარგათ და ასე შემდეგ.

- "სამართლიანობის პრინციპიო," ბრძანეთ და აბსოლუტურად გეთანხმებით: ქეცბაიამ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ხომ ყველა იმ ფეხბურთელს მისცა, წინამორბედნი გაურკვეველი მიზეზით რომ არ თუ ვერ ამჩნევდნენ.
- ყველაფერს თავი დავანებოთ და აბა გაიხსენეთ, თუ როდის იყო საქართველოს ნაკრებში ასეთი კონკურენცია? აღარც გაუგებრობებია "შიდა სამზარეულოში", აღარც დაძაბულობა იგრძნობა (ხანდახან, ერთმანეთზე გადაბრალებაც ხდებოდა-ხოლმე) და სერთოდაც, რაც ნაკრებში ვარ, მსგავსი მეგობრული ატმოსფერო არასდროს მინახავს. რა თქმა უნდა, სასიამოვნზე მეტია ასეთი ურთიერთობა: აი, ახლაც, თბილისში მცირე ხნით ჩამოსული ნაკრების წევრები, სულ 8 კაცი, მეუღლეებთან ერთად შევიკრიბეთ და რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ. არადა, მსგავსი რამ ადრე არასდროს ყოფილა.

- მოკლედ, თურმე, ქართველ მწვრთნელსაც შესძლებია მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგის ჩვენება...
- ვაღიარებ: ადრე მითქვამს, რომ ნაკრების წარმატებული ასპარეზობისათვის უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანაა საჭირო-თქო; ახლა, სხვა აზრის ვარ და ეს ყველაფერი თემურიმ თავისი საქმიანობით დაამტკიცა. როგორ ფიქრობთ, პატარა ამბავი მოხდა, საქართველოს ნაკრების მატჩებზე ეროვნული სტადიონი ბოლომდე რომ ივსება? და კიდევ ერთი ფაქტორი, ბოლო დროს გულს რომ მტკენდა: რატომღაც, საქართველოს ნაკრებში მოხვედრა. ძალიან ადვილი "საქმე" იყო-ხოლმე. სხვანაირად რომ ვთქვა, ნაკრებში გამოძახებულ ზოგიერთ ფეხბურთელს ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა. საბედნიეროდ, ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და უბრალოდ, საწყენი ის არის, რომ ზემოთნახსენები "გაუგებრობებისა" თუ ნაკრებში გაადვილებული მოხვედრის გამო წლები და თაობები დავკარგეთ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 700 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!