ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 14:46


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » უნგრული `დიორი` მალე ქართულად ალაპარაკდება
21:43
უნგრული `დიორი` მალე ქართულად ალაპარაკდება


"გამარჯობა", "ჯიგრიკ", "კაი ბიჩი" ( და არა ბიჭი), - ეს ის რამდენიმე ქართული სიტყვაა, რომელსაც უნგრული "დიორის"არაქართველი ფეხბურთელები ხშირად ამბობენ. არც არის გასაკვირი - ამ გუნდში შვიდი ქართველი ირიცხება.

 

 

"დიორელმა" გიორგი განუგრავამ ბრაზილიელი ნიკოლას კეოლინის საუბარიც მოგვასმენინა, სადაც ის ქართულად ლაპარაკობს, რამაც დაგვარწმუნა, რომ ქართველი ლეგიონერები სიმართლეს ამბობდნენ. არამარტო კეოლინი, არამედ მთელი გუნდი, ვარჯიშებსა თუ გასახდელში ქართულად ლაპარაკს ცდლობს.

 

 

"დიორს" დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს. გუნდი მესამე ადგილზეა და მეოთხე ადგილოსან "ზალაიესეკთან" გასვლაზე თამაშობს. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. როგორც "განუ" ამბობს, ამ  თამაშს სატურნირო თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს. მესამე ადგილზე გასული გუნდი, ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

 

 

" ჩემი გუნდი თასის  გათამაშებას გამოეთიშა, ამიტომ, პრიორიტეტული ჩემპიონატი გახდა. მთავარია ევროპის ლიგაზე გავიდეთ და იქ ვითამაშოთ. ესაა ჩვენი ამოცანა".

 

 

ქართველებიდან ძირითადში, სავარაუდოდ, მხოლოდ რატი ალექსიძე იქნება. განუგრავა, თოთაძე და ფანცხავა სათადარიგოთა სკამს შეავსებენ და თუკი რომელიმეს შეცვალზე მოუწევს შესვლა,  გუნდისთვის საჭირო ქულის მოტანას შეეცდებიან.

 

 

გიორგი განუგრავას 8 თვე ტრავმა ჰქონდა. "დიორთან" კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე მან სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც, დიდი დრო გაუცდა. "განუ" ფიქრობს, რომ მწყობრში ნელ-ნელა დგება და მალე ოპტიმალურ ფორმაში იქნება.

 

 

"ბოლო თამაშში შეცვლაზე შევედი. იმედი მაქვს, რომ მალე სრულად გამოვჯანმრთელდები და ოპტიმალურ ფორმაშივიქნები. დიდი დრო გამიცდა. ხანდახან მაწუხებს ტრავმა, მაგრამ რთული პერიოდი უკვე დავძლიე".

 

 

გიორგი განუგრავა, "დიორის" გარდა, ნაკრების თემასაც შეეხო. მას სჯერა, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპაზე აუცილებლად გავა.

 

 

"ესტონეთთან თამაშის შემდეგ, ზოგი მაკრიტიკებდა, ზოგი კი - პირიქით. ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა და დამაჯერებლად მოვიგეთ. გამოდის, რომ ჩემი წვლილიც იყო რაღაც. ოთარ გაბელიას მადლობას გადავუხდი. ეს იყო პირველი მატჩი ტრავმის შემდეგ, რომელიც 90 წუთი სრულად ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, ამხელა ნდობას არ ველოდებოდი. მომდევნო ორი შეხვედრა შვეიცარიასთან და თურქეთთან გადამწყვეტი იქნება. ორივე მატჩი თუ მოვიგეთ, ნაკრების ევროპაზე გასასვლელად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება".

 

 

საუბრის დროს, "განუმ" გვითხრა, რომ ქართველები ყველანი შევიკრიბეთ უკვე და არ გაგიკვირდეთ, "ყაყანი" თუ ატყდებაო. ამით ვისარგებლეთ და ლაშა თოთაძესაც გავესაუბრეთ.

 

 

ლაშა თოთაძე: "აქ ძალიან კარგი სიტუაციაა. ერთი ოჯახივით ვართ. შვიდი ქართველი ვთამაშობთ "დიორში" და უცხოობის მომენტი საერთოდ არ ყოფილა.  გუნდი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული".

 

 

ახალგაზრდულ ნაკრებზე ლაშასთანაც  ვისაუბრეთ და ირლანდიის ნაკრებთან მის არც თუ სახარბიელო თამაშზე ვისაუბრეთ.

 

 

"ვერ გეტყვით რა მოხდა, არის ხოლმე ასეთი მომენტები. ახლა მთავარი წინაა. შვეიცარიის ნაკრებს უნდა მოვუგოთ და ამისთვის უკვე ვემზადებით".

 

 

Goli.ge ქართველ ფეხბურთელებს წარმატებას უსურვებს დღევანდელ მატჩში.

 

 


მაგდა კლდიაშვილი

www.goli.ge


ნანახია: 857 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!