ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 11:04


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 3 » U 21. თურქეთი-საქართველო. თურქები დაცვაში თუ კიდევ შეცდნენ...
12:08
U 21. თურქეთი-საქართველო. თურქები დაცვაში თუ კიდევ შეცდნენ...
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Nakrebi/gabelia_medium.jpg

გულშემატკივართა ყურადღება კალათბურთისკენ. ჩეთინერი ტრავმას და... ეროვნულ ნაკრებს უჩივის
გუშინ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში გაემგზავრა, საიდანაც საქარიაში ავტობუსით გააგრძელა გზა. ამ ქალაქში ჩვენი გუნდი 4 სექტემბერს ადგილობრივ თანატოლებს შეხვდება. ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება - მეორე (თურქეთი) და მესამე (საქართველოს) ადგილზე მყოფ კონკურენტებს შორის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მშვენიერი შანსი უჩნდება. თურქებს 13 ქულა აქვთ, ჩვენ კი 12.

ოთარ გაბელიას დანაკლისზე ცნობილია - გუნდს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული ლევან ყენია, მათე ვაწაძე და ნიკა ძალამიძე, ასევე - დისკვალიფიცირებული გიორგი ხიდეშელი, ლევან მჭედლიძე კი არ ჩამოვიდა. გუშინ საქარიაში გუნდს "დიორის" ლეგიონერები - გიორგი განუგრავა და თემურ შარაშენიძე შეუერთდნენ. ცნობისთვის, უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "დიორმა" გასვლაზე "ფერენცვაროშთან" 0:3 წააგო. ახალგაზრდა ქართველებიდან მხოლოდ განუგრავამ ითამაშა შეუცვლელად, შარაშენიძე კი ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა.

გუშინ გაბელიამ გუნდი მსუბუქად დატვირთა. ვარჯიშობს დისკვალიფიკაცირებული ხიდეშელიც, რომელიც პარტნიორებს მხოლოდ სომხეთთან მატჩში დაეხმარება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები - როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორი ეტო, უნგრეთი);
მცველები - ლევან კაკუბავა, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დინამო), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), გიორგი გურული (ტორპედო), ლაშა თოთაძე (დიორი);
ნახევარმცველები - გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (ორივე - დიორი), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), ლუკა გუგუჩია (ბაია), თემურ შონია (სპარტაკი);
თავდამსხმელები - რევაზ ბარაბაძე (უგუნდოდ), გიორგი ივანიშვილი (შაფჰაუზენი, შვეიცარია), გიორგი ჭედია (ოლიმპი), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი).

ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში, გაბელია ახლაც თურქთა დაცვის შეცდომების იმედზეა. ზესტაფონში მის მიერ დამუშავებულმა ტაქტიკამ გაამართლა და მეზობლები აკი გავანადგურეთ კიდეც - 4:0.

გაბელიას თქმით, მთავარი სრული მობილიზაციაა, რომლის გარეშეც მოგება და წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ახალგაზრდების დამრიგებელმა შვეიცარიასთან თურქების ბოლო შეხვედრა ნახა და მეტოქის შემადგენლობაში განხორციელული ცვლილების გათვალისწინებას აპირებს.

თავად კი გუნდს მუდამ ერთი საყრდენი ნახევარმცველით ათამაშებებს და მიუხედავად რთული გასვლითი შეხვედრისა, სათამაშო სქემის შეცვლა არც უფიქრია და ამ ყველაფერს ასეთი არგუმენტით ხსნის - მხოლოდ დაცვითი ფეხბურთით თამაშის მოგება წარმოუდგენელია.


ჰიდინკმა ახალგაზრდებს მეკარე წაართვა

თურქებმა მზადება სტამბოლში დაიწყეს. ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ ჰუსეინ თოქი, სერქან ქურთულუსი, ნეჩირ უისალი, თოიქარ ალი არსლანი, თოლგაი ჩალიქი. ნაკრების მწვრთნელ რეშით ჩეთინერს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა: მთავარი მეკარე ვოლქან ბაბაჯანი დაშავდა და ამის გამო ჩენკ გენენი და მერთ გიუნოქი მიიწვია. თუმცა გუუს ჰიდინკმა გენენსაც ეროვნულ ნაკრებში უკრა თავი.
ჩეთინერი დარჩენილ ორ შეხვედრას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ბრძოლაში მხარდაჭერას გულშემატკივრებს თხოვს.
"ჩვენ ძლიერი ახალგაზრდული ნაკრები ჩამოვაყალიბეთ. სამწუხაროდ, მეკარეების პრობლემა შეგვექმნა და ორი ახალგაზრდა გოლკიპერი მივიწვიეთ, მათ შორის გიუნოქი და ჩენქ გენენი. თუმცა ეს უკანასკნელიც ეროვნულში გადაიყვანეს და ამ კუთხით სერიოზული პრობლემა შეგვექმნა. დარჩენილ ორ შეხვედრაში პოზიცია უნდა განვიმტკიცოთ და მიზანს მივაღწიოთ. საქარიაში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, რაც ჩემი წარსულიდანაც მახსოვს. იმედია, საქართველოსთან გულშემატკივართა სერიოზული მხარდაჭერა გვექნება მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თურქეთში საკალათბურთო მუნდიალი მიმდინარეობს და ხალხის ყურადღება იქითკენაა მიპყრობილი", - განაცხადა ჩეთინერმა.

"ლელო"
ნანახია: 832 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!