ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 14.12.2017, 07:20


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 25 » U17 - ესპანეთი-საქართველო 0:0
10:59
U17 - ესპანეთი-საქართველო 0:0


საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მადრიდის "ლას როსასის" ბაზაზე ესპანელ თანატოლებთან მეორე მატჩი ჩაატარა და ნულოვან ფრეს მიაღწია.

შეგახსენებთ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ესპანელებთან 22 თებერვალს 1:2 დამარცხდა, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთი უჩვენა და იმის რეალური იმედი გაგვიჩინა, რომ დასვენებული და უცხო გარემოსთან ადაპტირებული ქართველები მეორე შეხვედრას მისაღები შედეგით დაასრულებდნენ. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და ჩვენმა გუნდმა, უდავოდ, აქტივში ჩასაწერი შეხვედრა ჩაატარა.

ესპანეთში ჩატარებული საკონტროლო მატჩების შესახებ ჟორჟიკაშვილს თბილისში დაბრუნების შემდეგ დეტალურად გამოვკითხავთ, მანამდე კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის მიერ მოწოდებულ მცირე მიმოხილვას უნდა დავჯერდეთ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი, მადრიდის "რეალის" ცოცხალი ლეგენდა ფერნანდო იერო დაესწრო. საიტის ცნობით, პირველ ტაიმში ესპანელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და გაბრიელ თებიძეს საქართველოს ნაკრების კარი არაერთხელ უხსნია. შესვენების შემდეგ ქართველებმაც შეუტიეს და გურამ სამუშიამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა კი გასაკვირი არაა, ხიმენეს მელენდესის გუნდის მხარეს რომ იყო.

თუმცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იქ სამ ნომინალურ თავდამსხმელს აღმოვაჩენთ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, ჟორჟიკაშვილი და მის ასისტენტები მხოლოდ ფრეზე არ ფიქრობდნენ.

ამით ქართველმა 17-წლამდელებმა ესპანური შეკრება დაასრულეს და იქ მიღწეული შედეგებით იმის რწმენა გაგვიძლიერეს, რომ მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდშიც მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს დაბრუნდება და გუნდის მზადების უახლოეს გეგმებზეც სულ მალე გაცნობებთ.

17-წლამდელთა ნაკრებები. ამხანაგური მატჩი.
24.02. 14:00 (თბილისის დროით). ლა-როსა. "სიუდად დელ ფუტბოლი”
ესპანეთი – საქართველო 0:0


ესპანეთი: გომესი, მელენდესი, ოლივანი, აროიო, გარსია (ლუკე), მარკესი (მელერო), ვადილიო (დელუფო), კესადა, დელგადო (ერნანდესი), დენისი (სალვეტი), ჟოელი (ვიგო).
მწვრთნელი: ხინეს მელენდესი.

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე, ჭიღვარია,  ექვთიმიშვილი, ჰუფნაგელი (გოგიჩაიშვილი), ფანცულაია (დიასამიძე), სამუშია, ტარყაშვილი (ენდელაძე), არაბული.  მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.

არბიტრი: ლუის ალფონსო კამპოსი.



ნანახია: 410 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!