ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 19.10.2017, 21:26


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 30 » U14-ის სასტარტო გამარჯვება და ხუთი გოლი
15:28
U14-ის სასტარტო გამარჯვება და ხუთი გოლი


29 აპრილი "ლენარტ იოჰანსონის თასზე" საქართველოს 14-წლამდე ნაკრებმა მაქსიმალურად დადებითი შედეგით დაასრულა. ფინურ "ჰიკი"-სთან 5:1 მოგებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა, ლუკა ვარძელაშვილის გოლის წყალობით 1:0 სძლია დანიურ "ლინგბის".

30 აპრილს, 14-წლამდელებს, ალბათ, ჯგუფში ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ელის. თბილისის დროით 12:00 საათზე, ქართველები იტალიურ "მილანს" შეხვდებიან.

ამავე საღამოს, უკვე ფლეი-ოფის მატჩები გაიმართება.

რაც შეეხება ნოდარ აკობიას 15-წლამდელებს, დღის პირველ შეხვედრაში, ავსტრიულ "შტურმთან" მინიმალური ანგარიშით - 1:0 დამარცხების შემდეგ, საღამოს მატჩში - ფინური "ჰონკა"-ს წინააღმდეგ, 15-წლამდელები უფრო მობილიზებულები და მოტივირებულები ჩანდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა - 4:0 U15-ის სასარგებლოდ.

თამაშის დებიუტშივე, ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ანგარიში კი, მე-9 წუთზე, გურამ გოშთელიანმა გახსნა. მე-12 წუთზე, გიორგი ჯობავამ ანგარიში ორამდე გაზარდა, როცა საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შეიჭრა, ორი მცველი მოატყუა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 23-ე წუთზე, გურამ გოშთელიანმა დუბლი შეასრულა და ქართველებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.

აკობიას გუნდმა უპირატესობა მეორე ტაიმშიც შეინარჩუნა. ტაიმის მე-19 წუთზე კი, გიორგი წივილაშვილმა მეოთხე ბურთი გაიტანა ფინელების კარში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

U15-ის მომდევნო მეტოქე ამსტერდამის "აიაქსია". მატჩი ამ დროისთვის მიმდინარეობს.



ნანახია: 282 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!