ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 22.11.2017, 19:21


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » თვის მოვლენები (ნოემბერი-დეკემბერი)
17:55
თვის მოვლენები (ნოემბერი-დეკემბერი)


ობიექტურ მიზეზთა გამო ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას (თვის მოვლენები) ოდნავ დაგვიანებით გთავაზობთ. მართალია, პირველი ეტაპის დასკვნითი ტური 11 დეკემბერს ჩატარდა, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება ჩვენთან ამის მერეც არ შეჩერებულა: ჯერ თასის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები იყო, რამდენიმე დღის წინ კი - საქართველოს სუპერთასი გათამაშდა.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სათასო პაექრობებმა თუ სუპერთასის შეხვედრებმა ჩვენს ნომინაციებზე მეტ-ნაკლები ”ზეგავლენა” მაინც მოახდინა. აქვე, ბარემ იმასაც განვმარტავთ, რომ ამჯერად ერთდროულად ორი თვის მოვლენებს წარმოგიდგენთ - ნოემბერში მხოლოდ სამი ტური ჩატარდა, დეკემბერში - ორი და ამიტომაც გავაერთიანეთ კიდეც.

ცხრილის შედგენისას ვხელმძღვანელობთ საქართველოს 2010/11 წლების XXII ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტით, ანუ, თანაბარი ქულების შემთხვევაში შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით ვიხელმძღვანელეთ:

1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგი; 3. ჩემპიონატში გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობა და ასე შემდეგ.


გუნდი - ”ზესტაფონი”, მწვრთნელი - გია გეგუჩაძე, ფეხბურთელი - ნიკოლოზ გელაშვილი
ნოემბერ-დეკემბრის ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საუკეთესო გუნდად ”ოლიმპი” უნდა მიგვეჩნია: ხუთ შეხვედრაში 13 ქულა მოაგროვა და ერთით აჯობა ”ზესტაფონს”. თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ 5 ნოემბერს ამ გუნდებს შორის ჩატარებული ჩემპიონატის მატჩში ”ოლიმპმა” შეძლო და უშუალო კონკურენტი მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა; მაგრამ, ამის მერე რუსთავის გუნდში მოვლენები აშკარად უცნაურად განვითარდა: ”სამტრედიასთან” ფრედ დამთავრებული მატჩიდან სულ მოკლე დროში ”ოლიმპში” მორიგი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა! რამაზ მუმლაძის მართლაც მოულოდნელ გათავისუფლებას და მის ნაცვლად დებიუტანტი მწვრთნელის, 32 წლის თორნიკე მაისურაძის დანიშვნაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ; უბრალოდ, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ”ოლიმპისა” და ”ზესტაფონის” გზები დეკემბერში კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, როცა ეს გუნდები თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

აი, ამ შემთხვევაში კი ”ზესტაფონის” უპირატესობა აშკარა იყო: პირველ მატჩში გია გეგუჩაძის გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაიტანა მეტოქის კარში და, ფაქტობრივად, განმეორებით შეხვედრას აზრიც დაეკარგა. ყოველ შემთხვევაში, მართლაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა ის ფაქტი, რომ ”ზესტაფონი” შარშანდელ ფიასკოს გაიმეორებდა, როცა ასევე მეოთხედფინალში პირველ მატჩში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სენსაციაც არ მოხდა: თასის განმეორებით მეოთხედფინალში ”ზესტაფონმა” აუღელვებლად და დაუძაბავად შეძლო თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა; ამას გარდა, გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონატში მართლაც შთამბეჭდავი სერია გამოაცხო და პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ ოთხ მატჩში მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა.

ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ სათასო მატჩების ჩათვლით ნოემბერ-დეკემბერში ”ზესტაფონმა” ექვს შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და საკუთარში მხოლოდ ერთი მიიღო (”ოლიმპის” მცველის, ალექსანდრე კვახაძისგან). საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ 19 გოლიდან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გუნდის ფორვარდებმა გაიტანეს და სხვა ამპლუის ფეხბურთელთაგან მხოლოდ თორნიკე აფციაური ”ჩაერია” თანაგუნდელი თავდამსხმელების ერთგვარ ”დაუსწრებელ შეჯიბრში”; ახლა კი, ”ზესტაფონის” მართლაც მრისხანე ფორვარდების მაჩვენებელსაც გავეცნოთ: ნოემბერ-დეკემბერში ნიკოლოზ გელაშვილმა მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა, რატი წინამძღვრიშვილმა - 6, ჯაბა დვალმა კი - 4. წინამძღვრიშვილზე ცალკე ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ იმის თქმა გვსურს, რომ ”ზესტაფონმა” აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ”ზამთრის ჩემპიონის” არაოფიციალური ტიტული.

მართალია, გია გეგუჩაძის გუნდი თავის უშუალო კონკურენტს, ”ოლიმპს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით (მოგებათა მეტი რაოდენობით) სჯობს, მთლიანობაში ”ზესტაფონი” ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტია, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში ყველაზე სანახაობრივ (გნებავთ, თანამედროვე) ფეხბურთს უჩვენებს; თუმცა, ამას გარდა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით სწორედ ”ზესტაფონს” ჰყავს ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა და ამ გუნდის წინაშე არასდროს დამდგარა ”სათადარიგოთა სკამის” პრობლემა.

ყოველივე ზემოთქმული კი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის დამსახურებაა, - საკუთარი გუნდის თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებს რაციონალურად და მაქსიმალურად რომ იყენებს. კიდევ ვიმეორებთ: ასეთი კონტიგენტით საქართველოს ჩემპიონატში ვერც ერთი გუნდი დაიკვეხნის და მთავარი მწვრთნელის კიდევ ერთ პლუსად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ გია გეგუჩაძე თითქმის ყველა მატჩში გონივრულ როტაციას (გნებავთ, უშუალოდ მატჩის მსვლელობისას განხორციელებულ შეცვლებს) მიმართავს-ხოლმე.

სხვათა შორის, სეზონის დაწყებიდან დღემდე გია გეგუჩაძე უკვე მეორედ მივიჩნიეთ ”თვის მწვრთნელად”, - ასეთი შედეგი კი მის კოლეგებში არავის ჰქონია. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ჩვენი ტრადიციული რუბრიკის ნომინანტი ბესიკ შეროზია (”კოლხეთი”) გახლდათ, სექტემბერში - გია გეგუჩაძე (”ზესტაფონი”); აი, ოქტომბერში კი ერთდროულად ორი მწვრთნელი მივიჩნიეთ საუკეთესოებად: კახა კაჭარავა (”დინამო”) და გია გიგატაძე (”ტორპედო”).


განსაკუთრებული ფაქტები
მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ამჯერად მხოლოდ დადებითსა თუ მართლაც გამოსარჩევ ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. უპირველესად, რაღა თქმა უნდა, რატი წინამძღვრიშვილის მართლაც ჩინებული მაჩვენებელი უნდა აღვნიშნოთ: 22 წლის ფორვარდმა, ორკვირიან ინტერვალში, ზედიზედ სამ შეხვედრაში ”დუბლი” შეასრულა! არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ იმ სამივე მატჩში (”კოლხეთთან”, ”სამტრედიასთან”, ”სიონთან”) წინამძღვრიშვილი შეცვლებზე შემოდიოდა-ხოლმე და ამის მიუხედავადაც, უმოკლეს დროში მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი გაჰქონდა.

გოლები ვახსენეთ და ამ მხრივ, ნოემბერ-დეკემბერი მართლაც გამორჩეული იყო; აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ: ნოემბერი-დეკემბრის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ გელაშვილმა რამდენიმე მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა. იმავეს ვიტყოდით ჯაბა ლიპარტიას მიერ ”ტორპედოს” კარში გატანილ ჩინებულ გოლზეც, ”ვიტ ჯორჯიას” სამი ქულა რომ მოუტანა. თანაც, ის მატჩი სხვა ფაქტორებითაც იყო დასამახსოვრებელი: ”ტორპედომ” სეზონში პირველი საშინაო შეხვედრა წააგო და გუნდის 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც შეწყდა. ეგ კი არა, ”ტორპედოს” მეკარეს, ომარ მიგინეიშვილს მანამდე ექვს მატჩში საკუთარ კარში გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი კი არა, ყველაზე ”ხმაურიან დაბრუნებად” დავით მუჯირის მშობლიურ ”დინამოში” ჩარიცხვა მივიჩნიეთ. ეროვნულ ჩემპიონატში 12-წლიანი (!) პაუზის მერე დაბრუნებულმა მუჯირმა რამდენიმე მატჩში კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი კლასი. თუმცა, ნოემბერ-დეკემბერში მაინც განსაკუთრებულად გამოირჩა: ბოლოს და ბოლოს, ორ პრინციპულ მეტოქესთან (”ვიტ ჯორჯია”, ”ტორპედო”) მატჩებში ”დინამოს” გამარჯვებებში ლომის წილი ხომ ამ გამოცდილ ოსტატს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ ”დინამომ” ორივე ის მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:0) მოიგო და ორივეჯერ დავით მუჯირის გოლებით. განსაკუთრებით ეფექტური იყო ”ვიტ ჯორჯიასთან” გატანილი გოლი - 32 წლის შემტევმა საშუალო მანძილიდან, თავისი საფირმო დარტყმით რომ გაიტანა. ნოემბერ-დეკემბერში ”მუმუმ” კიდევ ერთი ზღაპრული გოლიც შეაგდო, მაგრამ, ”დინამოს” ქომაგთა სამწუხაროდ თასის ნახევარფინალში გასასვლელად ის მართლაც შესანიშნავი გოლი საკმარისი არ გამოდგა. სამაგიეროდ, სხვა შემთხვევაში მოხდა ისეთი რამ, როცა კონკრეტული ფეხბურთელის მართლაც არაჩვეულებრივმა დარტყმამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ხვდებით, ალბათ, რომ ”ტორპედო”-”სპარტაკის” შეხვედრის კულმინაციას ვიხსენებთ, როცა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მიწურულს, მასპინძელთა მცველმა-გოლიადორმა თენგიზ ჩიკვილაძემ დაახლოებით 40 მეტრიდან უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით მართლაც ჯადო-გოლი გაიტანა. იმედი დავიტოვოთ, სეზონის ბოლომდე ჩვენს სტადიონებზე კვლავაც არაერთ ეფექტურ გოლს ვიხილავთ; მაგრამ აი, ის კი გვეეჭვება, რომ ”სეზონის საუკეთესო გოლის” ნომინაციაზე ჩიკვილაძეს კონკურენტი გამოუჩნდეს.

ისე როგორ იქნებოდა, ეროვნულ ჩემპიონატს მეტ-ნაკლები პაუზის მერე ვინმე არ დაბრუნებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მსგავსი ფაქტები ნოემბერ-დეკემბერშიც იყო. ”ოლიმპის” შემადგენლობაში რევაზ ბარაბაძე გამოჩნდა, მაგრამ ამ ახალგაზრდა და ნიჭიერ ფორვარდს მერამდენე უიღბლობა შეემთხვა და კვლავაც დაშავდა; უფრო იღბლიანი გამოდგა მისი მოგვარის, დანიისა და საფრანგეთის დაბალ ლიგებში ნაბურთავები მიხეილ ბარაბაძის დაბრუნება (თუ არ ვცდებით, 4-წლიანი პაუზის შემდეგ) ეროვნულ ჩემპიონატში: თავის ახალ გუნდს (”სპარტაკს”) საშინაო შეხვედრა ოთხი თვის წინათ ჰქონდა მოგებული და ახალწვეულის ”დუბლით” ეს ნავსიც გატყდა.

ისე, ”სპარტაკი” ვახსენეთ და როგორ შეიძლება ამ გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულს, 22 წლის ვალერი ბოლქვაძეს გვერდი ავუაროთ; ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი XXII ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა და საკუთარი შესაძლებლობები არაერთ მატჩშიც დაამტკიცა. რაც მთავარია, ბოლქვაძე ისეთ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, არაორდინალური აზროვნებითა თუ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლიათ. თანაც, აღმოჩენა შესაძლოა, სხვებისთვის იყო, თორემ ამ გამორჩეულად ნიჭიერი ნახევარმცველის შესაძლებლობებში ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ დავრწმუნდით, როცა თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდში ასპარეზობდა.

სამწუხაროდ, ამის მერე, გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, ბოლქვაძეს დიდი დრო გაუცდა და, ფაქტობრივად, მხოლოდ ამ სეზონიდან დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. კიდევ ვიმეორებთ: ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრად უფრო მაღალ დონეზეც შეუძლია თამაში, ოღონდ, ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნებისმიერ სიტუაციაში (როგორი რთული, ნერვული თუ საკამათოც არ უნდა იყოს) თავშეკავებული გახდება. არადა, ფეხბურთი რომ იცის და ესმის, ფაქტია.

დაბოლოს, ნოემბერ-დეკემბრის სხვა გამორჩეულ ფაქტებზეც; სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩიც (”ზესტაფონი”-”სამტრედია” 7:0) და კონკრეტული ფეხბურთელის კიდევ ერთი ჩინებული მაჩვენებელიც. ნიკოლოზ გელაშვილზე მოგახსენებთ: ჯერ 26 ნოემბერს, შემდეგ კი 11 დეკემბერს მეტოქეთა კარში 3-3 გოლი რომ გაიტანა. ჰოდა, ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელობა სწორედ ჩემპიონატში ორი ”ჰეთ-თრიქის” შემსრულებელს, ნიკოლოზ გელაშვილის ვარგუნეთ!

P.S. კინაღამ ”მთავარი დებიუტიც” გამოგვრჩა: პირველი ეტაპის დასკვნით ტურში ”ოლიმპი” მოედანზე ახალმა მწვრთნელმა (სეზონის დაწყებიდან - მესამემ), 32 წლის თორნიკე მაისურაძემ გამოიყვანა, ვისთვისაც ეს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა გახლდათ. ამას ”ზესტაფონთან” სათასო დაპირისპირება მოჰყვა, შემდეგ კი საქართველოს სუპერთასის მატჩი, ”ოლიმპის” დამსახურებული გამარჯვებით დამთავრდა. ამ წარმატებით კი თორნიკე მაისურაძე ერთგვარი რეკორდსმენიც გახდა, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში საქართველოში რაიმე ტიტული არც ერთ სხვა მწვრთნელს მანამდე არ მოუგია.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 212 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!