ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » თენგიზ ჩიკვილაძე: "შეგვიქმენით საფეხბურთი გარემო და მერე ხალხი თუ არ მოვა, მომჭერით თავი"!
14:06
თენგიზ ჩიკვილაძე: "შეგვიქმენით საფეხბურთი გარემო და მერე ხალხი თუ არ მოვა, მომჭერით თავი"!


ქუთაისის "ტორპედოს" მარცხენა მცველი თენგიზ ჩიკვილაძე გახარებულია - თემურ ქეცბაიამ ის 17 ნოემბერს სლოვენიასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. ამით მისი ბავშვობის დროინდელი ოცნება ნაწილობრივ ახლა. თუმცა ელემენტარული თემით დაწყებული ჩვენი ინტერვიუ, თავად ჩიკვილაძემ განავრცო. ვფიქრობ, "ლელოს" მკითხველს საინტერესო საკითხავს შევთავაზებთ.

საინტერესო უნდა იყოს ფეხბურთელის თვალით დანახული პრობლემები - ჩიკვილაძე საერთო სატკივარს გვიზიარებს. რა აკლია ეროვნულ ჩემპიონატს, რა უშლის ხელს ფეხბურთელების და, ზოგადად, საერთო დონის ზრდას?

- თენგიზ, როგორც შევიტყვეთ, თემურ ქეცბაიამ ნაკრებში გამოგიძახათ...
- გამოძახება ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. თავის დროზე, ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევდნენ და საკმაოდ ბევრი შეხვედრაც ჩავატარე. მაშინ იქ მეკარეებს ოთარ გაბელია ავარჯიშებდა და მითხრა, ჭკუით თუ იქნები, შენით ჟირესი დაინტერესდა და მალე მიგიწვევსო. თუმცა, ფრანგი მალე გაათავისუფლეს და ეროვნულში მოხვედრაც ოცნებად მრჩებოდა. მერე კი საქმე ისე წავიდა, ნაკრებში გამოძახების პერსპექტივას ვერც ვხედავდი. ბოლო წლებში ნაკრებში რაც ხდებოდა, კარგად იცით, ასეთ გუნდში მე შანსი არ მქონდა. ახლა ბავშვობის ოცნება ამიხდინა - ჯერ ახალგაზრდულში მოხვედრაზე ვოცნებობდი და შემდეგ ეროვნულში. უბედნიერესი ადამიანი ვარ. სლოვენიაში რომც არ წამიყვანოს, გამიცნობს და ჩემზე წარმოდგენას შეიქმნის.

- ალბათ, თქვენი გამოძახება "ტორპედოს" დამსახურებაცაა - გუნდი კრიზისიდან გამოვიდა და უკეთ გამოჩნდით...
- კრიზისში არც ვყოფილვართ, უბრალოდ, უიღბლობა დაგვჩემდა და ვერ გაგვქონდა გოლი, თორემ თითქმის ყველა მეტოქესთან მოსაგები თამაში გვქონდა. კრიზისი სხვა რამეა. სულ ვიძახდი, ერთი მოგება გვინდა და შეიძლება, აღარც წავაგოთ-მეთქი. მე კარგად მახსოვს "ოლიმპში" გამოსვლის პერიოდი. ხვიჩა ქასრაშვილის დროს კარგი გუნდი შეიკრიბა, მაგრამ მასაც ფატალურად არ უმართლებდა. მოვიდა ვარლამ კილასონია და 18 მატჩი წაუგებლად ჩავატარეთ, მესამე ადგილი დავიკავეთ და თასის ფინალში გავედით. თუ გუნდი ძლიერი არ არის, ასეთი სერია ხომ გამორიცხულია? "ტორპედოში" ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ შემადგენლობა შეკრებილია, კარგი გუნდია და გახსნა სჭირდებოდა. ვფიქრობ, ბოლო სამი შეხვედრის წაუგებლობითა და განსაკუთრებით, "ზესტაფონთან" მოგებით წინსვლა დავიწყეთ. ახლა "ოლიმპთანაც" თუ არ წავაგებთ, ძალიან კარგი იქნება. მერე შედარებით იოლი შეხვედრები გველის.

- შეთამაშდით თუ "ზესტაფონთან" მხოლოდ მონდომებით მოიგეთ?
- რაც არ უნდა კარგად შეთამაშებული იყო, მონდომების გარეშე, საქართველოში ყველაზე სუსტ გუნდსაც ვერ მოუგებ. თუმცა, "ზესტაფონთან" მხოლოდ მონდომებით ვერაფერს მიაღწევ - რა თქმა უნდა, უკვე შეთამაშდით. თუკი პირველი ეტაპს ხუთეულში დავასრულებთ, ჩემპიონატს კი სამეულში, ან ოთხეულში, უმაღლესში დაბრუნებული გუნდისთვის კარგი შედეგი იქნება. "ტორპედოს" ამის პოტენციალი გააჩნია. ან რა არის დაკარგული, ჯერ პირველი ეტაპიც არ დასრულებულა, ფინიშამდე 22 ტურია დარჩენილი.

- არა ერთ გუნდში გითამაშიათ და გულწრფელად გვითხარით - დღევანდელ "ტორპედოში" პროფესიული მიდგომა თუ არის?
- ნამდვილად არის. პროფესიონალები რომ არ იყვნენ მწვრთნელები, ფეხბურთელები და ხელმძღვანელები, გუნდის პერსპექტივა არც გამოჩნდებოდა.

- როცა ძირითად შემადგენლობაში სამი 17-18 წლის ფეხბურთელი დაგიყენეს, არ შეგეშინდათ?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ეს საკმაოდ დიდი რისკი იყო და არც მეგონა, ასე კარგად თუ ათამაშდებოდნენ. სამივე - გიგაური, საბანაძე და კემუხტაშვილი ნიჭიერია, მაგრამ მთავარია ნიჭს გაუფრთხილდნენ. მათზე ნიჭიერები მინახავს, რომლებმაც ვერ ითამაშეს და მათზე უნიჭოებსაც ვიცნობ, დიდი ფეხბურთში რომ დამკვიდრდნენ. ნიჭი ბევრს ნიშნავს, მაგრამ მთავარი შრომაა. თუკი დღევანდელივით მონდომებით გააგრძელებენ ვარჯიშს, მაშინ ბევრს მიაღწევენ. ამ ბიჭებს გაუმართლათ, კარგ გარემოში, კარგი მწვრთნელებისა და მზრუნველი მეპატრონის ხელში მოხვდნენ. ფეხბურთში კი გამართლებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

- "ტორპედოს" გულშემატკივრებმა თბილისელი ბიჭები როგორ მიგიღეს?
- ჯერ გვაკვირდებოდნენ, როგორ მოვიქცეოდით. მაგალითად მე, "ზესტაფონს" გასვლაზე გატანილი ბურთის შემდეგ ვიგრზენი მათი მხარდაჭერა, მაგრამ მუმლაძე ვერ გაითავისეს. რთულია გულშემატკივრისა და გუნდის ურთიერთობები. მუმლაძე კარგი მწვრთნელია, მაგრამ გულშემატკივრის პრესში მოექცა და ძალიან ნერვიულობდა. ფეხბურთელებიც მაგრად ვიძაბებოდით. არადა, სწორედ ესაა გულშემატკივარი, რომელიც ყველაფერზე პასუხს გთხოვს. თუ მოიგებ, გაღმერთებს და თუ წააგებ, ვერ გიტანს. სამწუხაროდ, მსგავსი რამ საქართველოს ბევრ სხვა ქალაქში არ ხდება და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას მიუჩვევლები ვიყავით. ამიტომ, ამ დაძაბულობის მოხსნა გვჭირდებოდა და როდესაც ასეც მოხდა, ავთამაშდით კიდეც. მართლაც ბევრ ქართულ გუნდში ვთამაშობდი - "სპარტაკში", "ზესტაფონში", "ამერში", "ოლიმპში", "დინამოში", თასისა და სუპერთასის ფინალშიც გავსულვარ და 20 და 30 ათასი მაყურებლის წინაშე მითამაშია, მაგრამ ეს იყო წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. ჩემპიონატის თამაშებზე მუდმივად 9 და 10 ათასი მაყურებელი რომ დადის, ეს მაგარი სტიმულია, სულ მწყობრში ხარ და თავს მოდუნების უფლებას ვერ მისცემ. თამაშის ბოლოს დაღლილს გაქცევის ძალა რომ არ გქონდეს, ქუთაისელი გულშემატკივარი ძალას, სტიმულს გვაძლევს და გავრბივართ. რამდენ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასეთი შემართული არსად ვყოფილვარ. სულ სხვაა, გულშემატკივარი რომ დადის. ფეხბურთი მათთვის არის, ცარიელ სტადიონზე თამაში სიხარულს ვერ მოგანიჭებს, თუნდაც 10 გოლი რომ გაიტანო.

- ალბათ, სტადიონზე მინიმუმ ორი-სამი ათასი მაყურებელი რომ დადიოდეს, ოდნავ უკეთესი პირველობა გვექნებოდა.
- ორი აზრი არაა. ჩვენი პირველობის დაბალი დონე მაყურებლის სიმცირის ბრალიცაა. მე ამაზე ბევრი მიფიქრია და გეტყვით, თუ რა არის საჭირო ეროვნული პირველობის დონის გასაზრდელად, ოღონდ ინფრასტრუქტურამდე და ბავშვთა ფეხბურთამდე არ ჩავალ. 1. მეთორმეტე მოთამაშე, ანუ გულშემატკივარი, რომელიც გაცოცხლებს, სტიმულს გაძლევს და რომლის გამოც, ბოლომდე იხარჯები, თუ არ დადის სტადიონზე, ისეთი მონდომებული ვეღარ ხარ. ამ ყველაფერს ჩემი მაგალითიდან ვამბობ, არადა, ვერავინ იტყვის, რომ მოედანზე არ ვიხარჯებოდი.

2. კარგი მინდორი, რომელიც მაღალ ტემპს, ლამაზ სანახაობას და ბევრ გოლს განაპირობებს. ცუდ მოედანზე კი, რაც არ უნდა ბევრი მაყურებელი მოვიდეს, ბრძოლაც იქნება, დაძაბულობაც, მაგრამ არ იქნება ლამაზი სანახაობა, რადგან ცუდი საფარზე სწრაფი თამაში გამორიცხულია. რაც მთავარია, ასეთ მოედანზე ბევრი გოლი ვერ გავა. როდესაც მე ბურთის მიღებისას უკვე შემდეგ გადაწყვეტილებას უნდა ვიღებდე, ვფიქრობ, ბურთი არ დავკარგო - ტემპი დაცემულია არაა?

3. მატჩის განათებულ სტადიონზე გამართვა არის ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რომელიც ჩემპიონატს დონეს გაზრდის. ეს თავისთავად გიქმნის სათამაშო განწყობას, საფეხბურთო გარემოს.

4. ჩემპიონატის შეხვედრების მაღალ დონეზე გადაღება. როდესაც მატჩებს 12 კამერით იღებენ, ყველა ილეთი, გოლი და კომბინაცია ბევრად უფრო ეფექტურად ჩნდება. თავის დროზე "დინამო"-"ოლიმპის" თასის ფინალი რამდენიმე კამერით გადაიღეს და ჩანაწერი რომ ვნახე, ევროპაში ჩატარებული შეხვედრა მეგონა, იმდენად ეფექტრური და ლამაზი კადრები იყო. ტელევიზორში ადამიანები სავსე ტრიბუნებს რომ დაინახავენ, მათი ნაწილი მეორე შეხვედრას სახლში აღარ დაელოდება და ტრიბუნაზე აღმოჩნდება. არ იცით, ქართველები რა წამბაძველები ვართ. ეს არაა თეორია, ასე იწყება ფეხბურთის პოპულარიზაცია და მე ახალს არაფერს ვიგონებ. პირველი ლიგის მოთამაშეებიც რომ გაიყვანოთ განათებულ სტადიონზე, კარგ მოედანზე, მრავალი მაყურებლის წინაშე და მატჩი ტელევიზიამ კარგად შეფუთოს, მათი ფეხბურთითაც ისიამოვნებთ. აბა, დღის პირველ საათზე, 50 მაყურებელი "მზესუმზირას" რომ შეექცევა და გულშემატკივრობაზე არ ფიქრობს, თანაც ცუდ მოედანზე თამაშობ, საფეხბურთო ატმოსფეროში თავს როგორ იგრძნობ?

თბილისში საერთოდ კატასტროფაა, სტადიონზე მხოლოდ ფეხბურთელების ახლობლები დადიან და 500 კაცი თუ შეიკრიბა, მაგარ მაჩვენებლად ითვლება. ჩემი აზრით, "ტორპედო"-"დინამოს" დონის მატჩი დიდი ხანია ეროვნულ ჩემპიონატში არ გამართულა. მატჩის ჩანაწერიც ვნახე და იცით, რა ვინატრე? - ეს თამაში ხალხს ენახა, შემდეგ მაღალ დონეზე ტელევიზიით განეხილათ და დარწმუნებული ვარ, სტადიონზე ბევრად მეტი ქომაგი მოვიდოდა. ევროპული დონის შეხვედრა იყო, ტემპით, დაძაბულობით, შექმნილი მომენტებითა და კომბინაციური ფეხბურთით.

საერთოდ, კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს, სტადიონზე ხალხს მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთი იზიდავს. ჩვენი მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვერც ავლენენ, ქუთაისსა და ორიოდე ქალაქს თუ არ ჩავთვლით. არსებული გარემო შესაძლებლობის გამოვლენაში ხელს გვიშლის და იმიტომ. მოთამაშეს საფეხბურთო გარემო სჭირდება და მერე ხალხი თუ არ მოვა, მომჭერით თავი. ფეხბურთელებს მაყურებელი ათამაშებს!

დაბოლოს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო: ფეხბურთელები სეზონის დასრულებას, თასის თუ სუპერფინალის შეხვედრას განსაკუთრებით ველოდებოდით. გარკვეული პერიოდი ასეთ შეხვედრებს 12 კამერით იღებდნენ, ფინალზე უცხოელი მსაჯი ჩამოჰყვდათ, სეზონის ბოლოს "დიაზე" საუკეთესოებს აჯილდოებდნენ და საერთოდაც, საფეხბურთო ცხოვრების გამოცოცხლება შეინიშნებოდა. დიმიტრი რამიშვილის სახით, პროფლიგას ძლიერი პრეზიდენტი ჰყავდა. ეს კაცი სულ რაღაც ახალს ეძებდა, ცდილობდა, საფეხბურთო გარემო შეექმნა და თანამედროვედ აზროვნებდა. ყველაფერი მისი წასვლის შემდეგ შეიცვალა. არ ვიცი, საინტერესო პროექტების განხორციელებას ახლა რა უშლის ხელს, მაგრამ ფაქტია - "დია" აღარ გამართულა. "დინამოში" აღებულ მედალს უშედეგოდ ველოდები. ასე ხომ არ შეიძლება? აბა, გასული სეზონი რისთვის ჩავატარე?



ყოველდღიური სპოტული გაზეთი
"ლელო"
ნანახია: 755 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!