ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 17:50


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » თემურ ქეცბაიას სადარდებელი - ნაკრებია თუ ლაზარეთი?
13:32
თემურ ქეცბაიას სადარდებელი - ნაკრებია თუ ლაზარეთი?


ინტერნეტ-გაზეთმა "ჩემპიონატ.რუმ" მახაჩყალის "ანჟისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი პრემიერლიგის ხუთ საუკეთესო მეკარეს შორის დაასახელა.

"ქართველი მეკარე კარგად ჩაეწერა მახაჩყალელთა კლუბში. რევიშვილმა აპრილში რამდენიმე მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა - "რუბინთან", "ტომთან", "სპარტაკთან".
პირველ ორ მატჩში კარი სულაც მშრალად შეინახა" - წერს "ჩემპიონატ.რუ".

საუკეთესო მცველებშია "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელზეც შემდეგი წერია: "პრემიერლიგის დებიუტანტისთვის ამისულაშვილი რამხელა ძალას წარმოადგენს, მოსკოვის "ლოკომოტივთან" უმისოდ ჩატარებული შეხვედრისას დავრწმუნდით. ტრავმირებული კაპიტნის არყოფნაში კრასნოდარელებმა ოთხი გოლი გაუშვეს, არადა, წინა ექვს ტურში მათი კარი მხოლოდ ერთხელ დაილაშქრა".

თუმცა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველებზე დასანანი სიახლეები უფრო მომრავლდა: საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კვლავ დაშავდა - იუწყება მოსკოვის "სპარტაკის" პრესსამსახური. ანანიძეს კოჭის მყესი გაუმიზეზდა და იძულებული გახდა, ვარჯიში გამოეტოვებინა.

სამწუხაროდ, ბოლო ორ თვეა, ანანიძე მოედანს ვერა და ვერ დაუბრუნდა. იგი საქართველო-ხორვატიის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე დაშავდა და მაშინაც კოჭი აწუხებდა. დიდია ალბათობა, რომ ჯანო "ჯვაროსნებს" 3 ივნისს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთანაც ვერ დაეხმაროს.

საერთოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ხორვატიასთან მატჩამდე დიდი სადარდებელი გაუჩნდა. ნაკრების ლაზარეთი საკმაოდ შეივსო, რასაც შემდეგი ამბებიც ადასტურებს:

ტრავმირებულნი არიან მეკარე ნუკრი რევიშვილი, ალეკო ამისულაშვილი, გოჩა ხოჯავა, ჯერ კიდევ მკურნალობს ლევან ყენია, უთამაშებელია მალხაზ ასათიანი. ოთარ მარცვალაძე კი, ჯანმრთელიც რომ იყოს, ორი ყვითელი ბარათის გამო ხორვატიასთან ვერ ითამაშებს, ისევე როგორც ლევან კობიაშვილი.

კრასნოდარის" პრესსამსახურის ცნობით, ამისულაშვილი კლუბში დაბრუნდა. მას გერმანიაში სახეზე ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ცნობილია, რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში, 20 აპრილს ქართველ მცველს მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელმა ფიოდორ კუდრიაშოვმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, შედეგად ამისულაშვილი მოედნიდან გაიყვანეს და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინეს. ამჟამად ალეკო კრასნოდარში ადგილობრივ ექიმებთან მკურნალობს, მაგრამ სავარუდოდ, ხორვატიასთან ვერც ის ითამაშებს.

ახლა ნუკრი რევიშვილზეც ვთქვათ: იგი "როსტოვთან" მატჩამდე ვარჯიშზე დაშავდა -კოჭი დაუზიანდა და ექიმებმა ათი დღით დასვენება ურჩიეს. წესითა და რიგით, რევიშვილი "ვოლგასთან" მატჩის შემდეგ მოედანს უნდა დაუბრუნდეს. ასე რომ, ხორვატიასთან მატჩამდე მისი გამოჯანმრთელების იმედი მაინც გვაქვს.

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შემადგენლობაში არ უთამაშიათ საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელ ოთარ მარცვალაძეს და კანდიდატ გოჩა ხოჯავას (ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, ქეცბაიამ გოჩა ხორვატიასთან მატჩისთვის გამოიძახოს). ნიჟნელთა პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში მათ ტრავმებზეც ილაპარაკა.

"ჩვენი რვა ფეხბურთელი მერვე ტურის შეხვედრას "ანჟისთან" ტრავმის გამო გამოტოვებს... ხოჯავა მოსკოვში მკურნალობს და ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ, გუნდს 8 მაისს დაუბრუნდება. შეძლებს თუ არა შემდეგ ტურში გუნდის დახმარებას, ექიმების გადასაწყვეტია.

...მარცვალაძე ავადმყოფობის შემდეგ მომჯობინდა, მაგრამ მეეჭვება, დაღესტნელებთან ითამაშოს. "ყუბანთან" კი დავაყენეთ, მაგრამ მაშინ სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო და კვლავ შეუძლოდ შეიქნა. მარცვალაძე ნიჟნი ნოვგოროდში ახლახან დაბრუნდა, თუმცა ჯერ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა "ანჟის" წინააღმდეგ.

საერთოდ კი, გახშირებული ტრავმიანობა ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვარჯიშის შედეგია. ჩვენს ბაზაზე ბუნებრივსაფრიანი მოედანი მზად არ არის, ხალიჩაზე კი ტრავმიანობის რისკი დიდია" - ამბობს გოიხმანი.

"ვოლგას" პრეზიდენტის საუბრიდან კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავარკვიეთ: მახაჩყალელებთან შეხვედრას "ტერეკთან" მატჩისას დისკვალიფიცირებული გია გრიგალავაც გამოტოვებს და დაცვის ცენტრში მის ნაცვლად "ვოლგას" მთავარმა მწვთრნელმა ომარ თეთრაძემ შესაძლოა, მარჯვენა მცველი ლაშა სალუქვაძე დააყენოს.

ერთადერთი, რაც შეიძლება ქეცბაიას ახარებდეს, "ემპოლის" თავდამსხმელ ლევან მჭედლიძის მომჯობინებაა - ბოლო დროს ლევანი ათამაშდა, გოლების გემოც გაიხსენა და მადლობა ღმერთს, ფორმის აღდგენას ცდილობს. სავსებით შესაძლებელია, 21 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი ნაკრებს დიდად წაადგეს.

ნანახია: 1091 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!