ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 04:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 2014 წლამდე დარჩება
21:46
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 2014 წლამდე დარჩება


თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობას ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს. ამის შესახებ მან კვიპროსული რადიოარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქეცბაია ნაკრებში მუშაობას 2014 წლის შეარჩევი ციკლის დასასრულამდე, ანუ 2013 წლის ბოლოდე გააგრძელებს.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ახალი კონტრაქტი გაფორმებული ჯერ კიდევ არ არის.

"ოთხწლიან თანამშრომლობაზე მოვილაპარაკეთ, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, რადგან ხალხის მხრიდან ფეხბურთის სიყვარულს ვგრძნობ. რისკზე წასვლა მომწონს, ეს ჩემს ხასიათში ზის. მსურს საქართველოს ნაკრები ჩიხიდან გამოვიყვანო და მასთან ერთად რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. პრობლემები არის, მაგრამ ჩემი სამუშაო მომწონს."

ქეცბაიას მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლამდეა გათვლილი.

ქეცბაიამ მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლზე  ისაუბრა და ისრაელთან მარცხი სინანულით გაიხსენა, თუმცა, საერთო ჯამში, ყურადღება საქართველოს ნაკრების პროგრესზე გაამახვილა.

"ღვთის წყალობით, მიმდინარე შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ოთხი თამაშით ადრე, ჯგუფში ასპარეზობის წარმატებით დასრულების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. თუ ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ, მეორე ადგილზე გასვლა შესაძლებელია.

ხორვატია ჯგუფის უძლიერესი გუნდია და პირველი ადგილის მოპოვება ძალიან ძნელია. ხორვატებთან მატჩში უდიდეს გამარჯვებას მივაღწიეთ, მაგრამ სამწუხაროდ ისრაელთან იგივეს გაკეთებისთვის ძალა არ გვეყო. მთავარია, რომ გვაქვს სტიმული, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები და გვსურს წარმატებას მივაღწიოთ".

ნანახია: 712 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!