ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 21:13


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 25 » თემურ ქეცბაია - ფეხბურთელებს: ურტყით კარში, არ ურტყათ ერთმანეთს!
15:06
თემურ ქეცბაია - ფეხბურთელებს: ურტყით კარში, არ ურტყათ ერთმანეთს!


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე შეკრებაზე მეოთხე ვარჯიში ჩაატარა და მესამე გაზონზე შეაბიჯა - შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ გუნდი თავდაპირველად "ბასაზე” ავარჯიშა, ორჯერ ნაკრების ფეხბურთელები ეროვნულ სტადიონს ეწვივნენ, გუშინ კი წვრთნა გლდანში, "ამერის” სტადიონზე გაიმართა.

გუშინდელმა ვარჯიშმა საათზე მეტს არ გასტანა, შესაძლოა, იმიტომ, რომ გლდანში ძლიერი ქარი ქროდა და საწვრთნელ პროცესს ძალიან უშლიდა ხელს. ერთხელ ქარმა გადასატანი კარი წააქცია და კიდევ კარგი, იმ მომენტში მის სიახლოვეს არავინ ყოფილა.

თავიდან ქეცბაიამ გუნდი ოთხ ნაწილად გაყო. მეკარეები მამუკა აბუსერიძის განკარგულებაში გადავიდნენ და აქტიურად იმუშავეს, სამად განაწილებულმა წინახაზელებმა კი ჩვეულებრივი "კვადრატი” ითამაშეს.

უფრო საინტერესო იყო ორმხრივი თამაში, რომელიც ნახევარ მოედანზე გაიმართა. ქეცბაიამ გუნდი თითქმის სწორედ ისე გაყო, როგორც წინა დღით, მხოლოდ მეკარეებს შეუცვალა გუნდები.

"ყვითლების” შემადგენლობა ასეთი იყო: ლორია, სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე, დაუშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა, იაშვილი, გელაშვილი, დვალიშვილი.
"წითლები”: რევიშვილი, ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია, კანკავა, კობიაშვილი, გურული, მოდებაძე, მარცვალაძე, სირაძე.

ისევე, როგორც წინა დღეს, ალექსანდრე კოშკაძემ "ნეიტრალური” ფეხბურთელის როლი შეასრულა და ორივე გუნდს ეხმარებოდა, მეკარე როინ კვასხვაძეს კი თამაშში მონაწილეობა არ მიუღია და ვარჯიში აბუსერიძესთან ჩაამთავრა.

თამაში ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და "წითლების” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. პირველ ტაიმში აკაკი ხუბუტიამ გიორგი ლორიას არაზუსტი პასი მისცა, ბურთი დავით სირაძემ ჩაჭრა და ანგარიში გახსნა. ქარი ორმხრივ ბურთაობაშიც აქტიური "მოთამაშე” იყო. "ყვითლებს” გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბუბა დაუშვილმა ბურთი ძელს გაარტყა.

ქეცბაია მთელი ვარჯიშის განმავლობაში აქტიური იყო და ფეხბურთელებს თითქმის ყველა არასწორ გადაწყვეტილებაზე ენერგიულად მიუთითებდა. განსაკუთრებული შენიშვნები თავდამსხმელთა მიმართ ჰქონდა და მათგან კარში დროულად დარტყმას მოითხოვდა. თამაშისას ერთი-ორჯერ ხისტადაც ითამაშეს, რაც ქეცბაიამ შეგირდებს კატეგორიულად აუკრძალა.

გუშინდელმა ვარჯიშმა განსაკუთრებული დასკვნების გაკეთების საშუალება არ მოგვცა, თუმცა ერთი აშკარაა, ხორვატიასთან უმეტესად ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომელთაც ვარჯიშზე ყვითელი გადასაცმელები ემოსათ. "ყვითლებშივე” უნდა გვეგულებოდეს დაცვის მთლიანი ხაზიც, მაგრამ მოვლენებს წინ მაინც ნუ გავუსწრებთ...

ჯანო ანანიძე გუშინდელ ვარჯიშზე საერთოდ არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, მისი თამაში ხორვატიასთანაც გამოირიცხა და ისრაელთანაც.

დღეს საქართველოს ნაკრები ეროვნულ სტადიონზე 17 საათიდან ივარჯიშებს. ვარჯიშის საწყისი 20 წუთი ღია იქნება.



ლევან ჯანეზაშვილი

ნანახია: 846 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!