ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 28.07.2017, 13:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 24 » თემურ ქეცბაია - გაიქეცით და გაიხსენით!
11:49
თემურ ქეცბაია - გაიქეცით და გაიხსენით!


გუშინ ეროვნულმა ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებით: რამდენიმედღიან გაურკვევლობას წერტილი დაესვა - სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე ხორვატიასთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ეს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვითხრა. შეკრებაზე ჩამოსულმა ანანიძემ ვარჯიში ვერ მოახერხა.

მოსკოვის "სპარტაკისა” და ჩვენი ნაკრების პლეიმეიკერი რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "როსტოვთან” საგარეო მატჩის დროს დაშავდა - კოჭის მყესი გაუწყდა. მართალია, არავის უთქვამს, მაგრამ იყო ეჭვი, რომ მოსკოვის "სპარტაკს” ფეხბურთელის გამოშვება არ სურდა. ამის საფუძველს კი გუნდის ვებგვერდზე გავრცელებული აბსურდული ინფორმაცია ქმნიდა - კოჭის მყესი გაუწყდა და "აიაქსთან” ევროპის ლიგის მატჩს 99 პროცენტით გამოტოვებსო. ამ დროს კოჭის მყესის გაწყვეტის დროს ფეხბურთელის თამაში ერთი პროცენტითაც გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვერც დნეპროპეტროვსკის "დნიპროს” მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე ითამაშებს. ეროვნულ ნაკრებს ხორვატიასთან ცენტრალური მცველი მალხაზ ასათიანიც ვერ დაეხმარება, რომელიც დეკემბრის შემდეგ უგუნდოა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ასე რომ, ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას უკანა ხაზში პრობლემები მოეძალა.

სამაგიეროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 26 მარტს ეროვნულ ნაკრებს მოედანზე კვლავ კახა კალაძე გაიყვანს. კახამ "ჯენოაში” სერია A -ს ბოლო ტურის შეხვედრა კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა. თუმცა გუშინ კალაძემ ეროვნულ ნაკრებში სრული დატვირთვით ივარჯიშა და ორკარაშიც მონაწილეობდა.

"კუნთი ოდნავ მაწუხებს, მაგრამ თავს უკეთ ვგრნობ. სრული დატვირთვით დღეს პირველად ვივარჯიშე. ჯერ გარკვეული არ არის, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ამის იმედი მაქვს”, - გვითხრა კალაძემ.

ანანიძეს თუ არ ჩავთვლით, გუშინ საღამოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მოსკოვის "სპარტაკის” ნახევარმცველის ნაცვლად, ქეცბაიამ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე გამოიძახა. კოშკაძე ნაკრების ბაზაზე გუშინ დილით გამოცხადდა, საღამოს კი ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, "დინამოს" ნახევარმცველი ისრაელში წამსვლელ ფეხბურთელთა შორისაც მოიაზრება.

ვარჯიშის შემდეგ ქეცბაიამ ფეხბურთელები "ა” და "ბ” გუნდად გაყო და ორკარა ათამაშა. ვფიქრობ, ამ შემადგენლობიდან მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან რა შემადგენლობით ითამაშებს - ცხადია, პირობითად მთავარ გუნდს პირობითად სათადარიგოებიდან კობიაშვილი დაემატება.

"ა”: რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - ხიზანიშვილი, დაუშვილი - გელაშვილი, იაშვილი, გოგუა - დვალიშვილი.
"ბ”: ლორია - ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია - კანკავა, კობიაშვილი - გურული, მოდებაძე, მარცვალაძე - სირაძე.

აღსანიშნავია, რომ 23 ფეხბურთელი თამაშობდა, ანუ ერთი ზედმეტი იყო. ნეიტრალურ, მწვანე ფორმაში გამოწყობილი კოშკაძე შეტევებში ორივე გუნდს ეხმარებოდა. ამასობაში მეკარე როინ კვასხვაძეს მამუკა აბუსერიძე ავარჯიშებდა.

"ამხელა ზონა თავისუფალია და გაიხსენით, წინ გაიქეცით, ვიღაც გამოგეკიდებათ და ზონა გათავისუფლდება”, - მოუწოდებდა ქეცბაია ფეხბურთელებს.

ორკარა კი "ა”-ს გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში (ტაიმი ჩვეულებრივზე ბევრად ხანმოკლე იყო) ნიკა გელაშვილის ფლანგური ჩაწოდება გიორგი ლორიას კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ალექსანდრე იაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.


მერაბ მამულაშვილი
ნანახია: 200 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!