ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 17.10.2017, 01:16


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 23 » თემურ ქეცბაია: ახალი კონტრაქტი? ჯერ საჩქარო არაფერია
11:08
თემურ ქეცბაია: ახალი კონტრაქტი? ჯერ საჩქარო არაფერია


ფეხბურთის ფედერაციის ახალმა (ძველმა) პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ მისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებია და გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის 2 წლით გაგრძელებაზე უკვე დაიწყო მოლაპარაკება. ბუნებრივია, თავად ქეცბაიას პოზიცია საინტერესოა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტთა კითხვებზე უპასუხა:

- პირველ რიგში ბატონ ზვიადს პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ვულოცავ. ქართულ ფეხბურთში გასაკეთებელი ბევრია და მინდა მას ამ რთულ საქმეში წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, მართალია, ჩვენ გვქონდა საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ფედერაციასთან ამ წლის ბოლოს მიმთავრდება მოქმედი კონტრაქტი, დრო საკმაოდ გვაქვს. თუ რეალურად მიდგა საქმე კონტრაქტის გაგრძელებაზე, დავჯდებით, დეტალურად დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

- ახალი კონტრაქტის გაფორმებისას თქვენთვის რა იქნება პრიორიტეტი?
- 2010 წელი ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებული იყო, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ეს წელი დაგვანახებს, თუ რა შეუძლია ჩვენს ნაკრებს. ასე რომ, ახალი კონტრაქის გაფორმება საჩქარო არაა. დრო საკმაოდ გვაქვს. რაც შეეხება პრიორიტეტს, ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ფეხბურთია. 

- ჩვენი ეროვნული გუნდი 9 თებერვალს კვიპროსზე სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამ თამაშისთვის სანაკრებო შემადგენლობა უკვე გამოაცხადეთ. ამ ამხანაგურ მატჩსაც ექსპერიმენტებისთვის გამოიყენებთ თუ მარტის თამაშების წინ ეს ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება?
- ხორვატიასთან საშინაო და ისრაელთან გასვლითი მატჩები კარს მოგვადგა და ექსპერიმენტებისთვის ახლა არ გვცალია. სომხეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის ის შემადგენლობა გამოვიძახეთ, რომლის 90 პროცენტი მარტში ხორვატიისა და ისრაელთან მატჩებში ითამაშებენ. 

არ დაგიმალავთ და გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, რაც ჩვენი ფეხბურთელების უკლუბოდ ყოფნაა. ალბათ ნახეთ სომხეთთან თამაშისთვის ნაკრებში გამოძახებულთა სია, რომელშიც არ არის მალხაზ ასათიანი. ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, რადგან ასათიანი უკლუბოდაა და არც ერთ გუნდში არ ვარჯიშობს. შესაბამისად, გვირჩევნია 9 თებერვლის მატჩში, ასათიანის ნაცვლად სხვა ფეხბურთელებს მივცეთ თავის წარმოჩენის შანსი. იმედს ვიტოვებთ, რომ მალხაზი მალე ახალ გუნდში იქნება და ნაკრებსაც დაუბრუნდება. 

ნაკრების განვლილ მატჩებში ასათიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ის კვლავაც გუნდის წამყვან ფიგურად მიგვაჩნია. ჩვენ მას დაველოდებით და იმედია ის მალე უკლუბოდ აღარ იქნება.

- ლევან ყენიაზე რას გვეტყვით?
- თურქეთში ვიყავი ჩასული, გელზენკირხენის "შალკეს" სწორედ იქ ჰქონდა მოსამხზადებელი შეკრება და ყენიაც ვნახე. სამწუხაროდ, მან ანთალიაში ტრავმა მიიღო და ახლაც არ არის მწყობრში.

- ხორვატიასთან და ისრაელთან მარტის მატჩებისთვის თუ იქნება ყენია ნაკრებში?
- ღმერთმა ქნას, გამოჯანმრთელდეს, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლოს, თამაში შეეძლოს და ნაკრებშიც გამოვიძახებთ, რატომაც არა?

- ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი იყავით და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდში გაყვანით ამ კლუბს ახალი ისტორია შეუქმენით. 30 იანვარს ამ კლუბს იუბილე აქვს, რომელზეც თქვენც ხართ მიპატიჟებული...
- დიახ, ასეა. 30 იანვარს "ანორთოსისი" 100 წლის ხდება. მოხარული ვარ, რომ ამ კლუბის საუკუნოვან იუბილეში მივიღებთ მონაწილეობას. მით უმეტეს, ამ გუნდში ფეხბურთელიც ვიყავი და მწვრთნელიც და "ანორთოსისში" გატარებულ პერიოდს ახლაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ. იუბილეში სხვა ცნობილი ფიგურებიც მიიღებენ მონაწილეობას და მერე უფრო მეტის თქმა შემეძლება.

ნანახია: 333 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!