ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 22.11.2017, 19:24


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 4 » თემურ ქეცბაია: `ამჟამად 3 ქულის მეტი არაფერი მაკმაყოფილებს!`
17:31
თემურ ქეცბაია: `ამჟამად 3 ქულის მეტი არაფერი მაკმაყოფილებს!`

  საქართველოს ნაკრები 8 და 12 ოქტომბერს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს მალტისა და ლატვიის ნაკრებებთან გამართავს. მოახლოებული მატჩებისთვის თემურ ქეცბაიას სამწყო სასტუმრო `ბომონდ გარდენში` დაბანაკდა.



`თემურის რაზმში` კიდევ ერთი ცვლილებაა - მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი მისივე თანაამპლუელმა როინ კვასხვაძემ ჩაანაცვლა.

ქეცბაიამ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და იქვე აღნიშნა, რომ მალტის ნაკრებთან მატჩამდე მეტი კომენტარი არც მისგან და არც ფეხბურთელებისგან აღარ გაკეთდება. ეს იმიტომ, რომ გუნდი გაცილებით მშვიდ გარემოში მოემზადოს და მხოლოდ მომავალ მატჩზე იყოს კონცენტრირებული.



- რა შემადგენლობით არის გუნდი შეკრებილი სადღეისოდ?

- შაბათ-კვირას უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს თავიანთ ჩემპიონატებში მატჩები ჰქონდათ, ამიტომ ახლა გუნდი სრულად შეკრებილი არ არის. თუმცა, სამშაბათისთვის უკვე ყველა ფეხბურთელი ჩვენს განკარგულებაში იქნება.



- მალტის ნაკრების მატჩები ნანახი გაქვთ?

- წინა შეკრებაზე ვნახეთ მალტისა და ისრაელის ნაკრების თამაში, ახლა მათ ბოლო თამაშს ვნახავთ, რომელიც ლატვიელებთან გამართეს. ჩემთვის მალტის ნაკრებთან თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია თამაში არ მოუგია და უკვე დროა ეს მოხდეს. ამ მატჩის შემდეგ გავარკვევ თუ რა მომავალი აქვს ჩვენს ნაკრებს. ერთია, ამჟამად 3 ქულის მეტი არაფერი მაკმაყოფილებს. მართალია, მალტის ნაკრები მაღალი დონის გუნდი არ არის, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობა არ იქნება. ფეხბურთში ხშირია სიურპრიზები და არ გვინდა ამ ბადეში ჩვენც მოვყვეთ. თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ მოგების გარდა, ნებისმიერ შედეგს წარუმატებლად მივიჩნევ.



- თუ ჰყავს მალტის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ?

- სახელიანი ფეხბურთელი ნამდვილად არ ჰყავთ, მაგრამ დღეს ფეხბურთს სახელები კიარა, გუნდი თამაშობს. ამიტომაც უნდა მივუდგეთ სერიოზულად.



- გარდა იმ ცვლილებებისა რაც აქამდე მოხდა, კიდევ ხომ არ არის რაიმე ჩანაცვლება მოსალოდნელი?



- თუ საწვრთნელ პროცესში რაიმე ძალიან გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეტი ცვლილება არ იქნება.



- საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ხშირად ესწრებით. თუ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მალე შესაძლოა, ნაკრებში ვიხილოთ?



- ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე დავდივართ და შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებთ. თუ გამოჩნდა რომელიმე ფეხბურთელი, მისთვის ნაკრების კარი ღია იქნება. თუმცა, მირჩევნია ნაკრებში მყავდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ, უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ. სადღეისოდ, ჩვენი ჩემპიონატის დონე მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი არ არის.



- რას იტყვით ახალგაზრდა ნიკა კვეკვესკირზე, რომელიც პირველად მიიწვიეთ ნაკრებში?



- ვისაც ვხედავთ, რომ აქვს შანსი ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს, შანსს მივცემთ. ჩვენ არც წლოვანებას ვაქცევთ ყურადღებას. საქართველოდან 100-ზე მეტი ფეხბურთელია წასული და ცხადია, ყველას ერთდროულად გამოძახება არ მოხერხდება. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 10-15 კაცია ბირთვი, რომლის გარშემოც ვიტრიალებთ, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი შესაძლოა, კიდევ გავსინჯოთ. თუმცა, სასურველად არ მიმაჩნია, ეს ოფიციალურ მატჩებში მოხდეს. საამისოდ, არსებობს ამხანაგური თამაშები.



- მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლებაო ახსენეთ და შეცვლით თუ არა სათამაშო ტაქტიკას, მით უფრო, რომ მხოლოდ 3 ქულას გეგმავთ?



- მალტის ნაკრები მაღალი დონის არ არის, მაგრამ გახსოვთ, გასულ წელს 2:0 მოგვიგო. მას შემდეგ ხომ დიდი დრო არ არის გასული? აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ 10 თავდამსხმელით შევუტიოთ, არ მგონია ამან კარგი შედეგი მოგვიტანოს. რა თქმა უნდა, აქცენტს შეტევაზე გავაკეთებთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია თუ რა თამაშს შემოგვთავაზებს მეტოქე.



- როგორ მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის საფარი?



- ამის გასაგებად მე მელოდებით? მიდით, გადაიღეთ და თავად ნახავთ. ჩემი საქმეა გუნდი მოვამზადო და არა სტადიონი. ეს საქმე სხვას ავალია და მისი მისახედია. სტადიონის საფარის გაფუჭებასაც მე ნუ დამაბრალებენ. არ იფიქროთ, რომ ისრაელის ნაკრებთან ვერმოგებას მარტო სტადიონს ვაბრალებდე და ჩემი ნათქვამი სწორად გაიგეთ. გეტყვით იმას, რომ უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებდით, თუმცა შესაძლოა, წაგვეგო. კარგი მინდორი მჭირდება ისეთ გუნდებთან სათამაშოდ, როგორიც ისრაელი, ლატვია და მალტაა, ხოლო ისეთი სტადიონი, როგორ მდგომარეობაშიც ახლა არის, ხორვატებთან და ბერძნებთან. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ჩემს ნათქვამებს ნუ დაამახინჯებთ.



- ისრაელის ნაკრებთან ბოლო წუთებში საერთოდ აღარ ჩანდა ჯანო ანანიძე, რამდენად მზად არის ეს ფეხბურთელი 90 წუთის სათამაშოდ, რომელსაც ბოლო პერიოდში არც მოსკოვის `სპარტაკში` აქვს სათამაშო პრაქტიკა.



- სათამაშო პრაქტიკა თუ არ აქვს, უფრო ჯანზე ჩამოვა და გადაღლილი არ იქნება. რაც შეეხება მის ტალანტს, ამაში მგონი ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს და იმედი გვაქვს, რომ ნაკრებს ძალიან დაეხმარება. და არა მარტო ჯანო - ნაკრებს ყველა ფეხბურთელი დაეხმარება ვინც მოედანზე იქნება.



- ამბობენ გუნდის შენება დაცვიდან იწყებაო, ეს პრობლემა თითქმის მოგვარებულია, მაგრამ შეტევაში აშკარად გვიჭირს.

- ეს მეც ვიცი. ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რისი შესაძლებლობა გააჩნია გუნდს. მეც მინდა საქართველოს ნაკრები `ბარსელონასავით' თამაშობდეს, მაგრამ ამის რესურსი ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ 5 მატჩია, საქართველოს ნაკრებს არ წაუგია.


goli.ge

ნანახია: 228 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!