ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:08


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 2 » 'ტორპედოს' ამბიციები და სავსე ჯიბეც
19:49
'ტორპედოს' ამბიციები და სავსე ჯიბეც

  საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა და გუნდებში სატრანსფერო რია-რია დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ თბილისის "დინამო" ძმებმა გურამ და შოთა კაშიებმა, ალექსანდრ კრსტესკიმ და ჯორჯ აკირემიმ დატოვეს. შესაძლოა, მათ გზას გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი თენგიზ ჩიკვილაძეც დაადგეს. 26 წლის მცველი თბილისის "დინამოში" ამ ზამთარს გადავიდა და მოკლე პერიოდში გუნდს იოლად შეეჩვია, მეორე ეტაპზე კი, აკირემის შემდეგ, "დინამოს" ბომბარდირიც გახდა.
ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილი უცხოეთში გაქცევაზე ფიქრობს, მაგრამ უმრავლესობა მაინც აქ რჩება, რადგან ბევრი მათგანი საშუალო ევროპულ დონეს კი არა, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.
ჩიკვილაძე კი ბევრისთვის საოცნებო ამ აზერბაიჯან-ყაზახეთზე უარს ამბობს და საქართველოში რჩება...

- როგორც გავიგეთ, თბილისის "დინამოდან" წასვლას აპირებთ...


- ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ ახალ სეზონში. "დინამოსთან" 6-თვიანი კონტრაქტი დამისრულდა, ახალი არ გამიფორმებია და საბოლოო შეთავაზებას ველოდები. თუმცა დასამალი არ არის, რომ სხვა ვარიანტებიც მაქვს.


- ქუთაისის "ტორპედოში" მართლა გიწვევენ?


- "ტორპედოს" ახალი მეპატრონე "ვისოლის" ხელმძღვანელებსაც ველაპარაკე. საინტერესო და თანამედროვედ მოაზროვნე ხალხია. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა. 26 წლის ვარ და ბუნებრივია, უკვე ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებ კარიერის შემდეგ.


- საინტერესო პირობები რომელმა კლუბმა შემოგთავაზათ?


- "დინამომ" ახლანდელზე უკეთესი პირობები შემომთავაზა, თუმცა ქუთაისის "ტორპედოსი" კიდევ უფრო უკეთესია. სხვათა შორის, გამომკითხეს, სად დავიწყე ვარჯიში და როცა გაიგეს, რომ "ავაზას" გაზრდილი ვარ, გაუხარდათ. "ავაზას" სკოლას ხომ დღეს სწორედ "ვისოლი" პატრონობს...


- თურმე, უზბეკეთსა და აზერბაიჯანშიც გიწვევენ...


- უზბეკეთშიც მიწვევენ, აზერბაიჯანშიც და ყაზახეთშიც. ლაპარაკია სამდღიან სინჯებზე. თუმცა გამორიცხულია, ამას დავთანხმდე, რადგან თბილისის "დინამო" და "ტორპედო" კონტრაქტს მთავაზობენ. ნორმალური შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად საქართველოში დავრჩები. ისეთი წინადადების შემთხვევაში, როგორითაც "ტორპედომ" მომმართა, უცხოეთში გასინჯვასა და საეჭვო ტრანსფერს აქ დარჩენა მირჩევნია. და საერთოდაც, რაც უფრო მეტი გვეყოლება ასეთი ამბიციური გუნდი, ჩვენი ჩემპიონატის დონეც აიწევს, უცხოეთში წაყვანაზე ჩვენს ფეხბურთელებს იოლად ვერ დაითანხმებენ და საქართველოში ბევრად მეტი მაღალი კლასის მოთამაშე იქნება.


- სხვათა შორის, უმაღლესში "ტორპედოსა" და ფოთის "კოლხეთის" დაბრუნების გამო, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატის კონტურები იკვეთება...


- მეც ასე ვფიქრობ. თბილისის "დინამო" ყოველთვის ამბიციური გუნდი იყო და ასეთადვე დარჩება. ამას გარდა, წელს ამბიციები ექნებათ "ზესტაფონს", "ოლიმპსა" და "ტორპედოს". ზუგდიდის "ბაიაც" ძლიერდება, "ვიტ ჯორჯიამ" ბევრი ლიდერი გაუშვა, მაგრამ ნიჭიერი ბავშვები ჰყავს და იოლად ვერავინ მოუგებს. "სამტრედიაც" მებრძოლი გუნდია, ფოთში მოგება ყოვეთვის რთული იყო და გამოდის, რომ გუნდების უმრავლესობა იბრძოლებს. მეტი ამბიციური კლუბი მეტ მაღალი დონის ფეხბურთელს ნიშნავს და ამით ჩემპიონატის დონე აუცილებლად აიწევს. წლევანდელი პროცესები ძალიან მაიმედებს და იქნებ, უახლოეს პერიოდში მართლა ვიხილოთ ჩვენთვის სასურველი ჩემპიონატი.


- თბილისის "დინამო" თასის ფინალში მეტისმეტად უმოტივაციოდ ჩანდა. მოგება არ გინდოდათ თუ რა იყო მიზეზი?


- მოგება როგორ არ გვინდოდა, მაგრამ რატომღაც სათამაშოდ განწყობა ვერ მოვახერხეთ.


- "დინამოში" თავს კარგად გრძნობდი?


- რა თქმა უნდა. არ ვიცი, დავრჩები თუ არა, მაგრამ არ მინდა ისე წამოვიდე, რომ მის მთავარ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას მადლობა არ ვუთხრა. კახა კაჭარავას ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს - წაგებულ მატჩს ფეხბურთელებს არასდროს აბრალებდა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. სხვათა შორის, თასის ფინალის შემდეგ გვითხრა, შევცდიო. ასეთი მწვრთნელი რომ გყავს, ყველანაირად ცდილობ, შენც უკეთ დაინახო საკუთარი შეცდომა. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასეთი მწვრთნელი იშვიათია და ამიტომაც ვცემ კაჭარავას დიდ პატივს. ეს ფაქტორი ფეხბურთელებზე დადებითად მოქმედებს. ესეც რომ არა, ტყავაძისა და კაჭარავასგან ნდობას რომ ვგრძნობდი, მეტი სტიმულით ვთამაშობდი.

მერაბ მამულაშვილი

http://torpedo2008.ge/

ნანახია: 779 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!