ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 16:00


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 15 » სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის ოფიციალური წევრია
21:47
სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის ოფიციალური წევრია


დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფა-დან მოვიდა ოფიციალური სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ ამიერიდან, სფფ უეფა-ს სამსაჯო კონვენციის წევრია.

გაწევრიანების პროცესი საკმაო ხანს გრძელდებოდა და რამდენიმესაფეხურიანი შემოწმებისა და დაკვირვების შემდეგ, უეფა-მ წევრობის სტატუსი მოგვანიჭა.

სფფ-ს მსაჯთა განყოფილების უფროსი - ლევან ფანიაშვილი, კონვენციაში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა.

ლევან ფანიაშვილი: "უეფა-ს სამსაჯო კონვენცია, სამსაჯო საქმეში ორ სფეროს მოიცავს: მსაჯობის ორგანიზებას (ანუ როგორი უნდა იყოს სტრუქტურა) და სწავლებას. სწავლებაში იგულისხმება როგორც რეკრუტირება, ასევე, დამწყებ მსაჯებთან მუშაობა, დამკვირვებლების სწავლება; როგორი უნდა იყოს ინსტრუქტორების მუშაობა და როგორი უნდა იყოს ტოპ-მსაჯებისა და მათი ასისტენტების სწავლება; რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს მათი ფიზიკური მომზადება. ესაა კონვენციის ძირითადი არეალი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა მოთხოვნილი მინიმალური სტანდარტები, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია - გასაძლიერებელია რეკრუტირება, გაცილებით აქტიური მუშაობაა საჭირო დამწყებ მსაჯებთან.

კონვენციაში გაწევრიანების პროცესში, ჩვენზე მომაგრებული იყო უეფა-ს ინსტრუქტორი, რომელმაც ხანგრძლივი პროცედურების გავლის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, უეფა-ში დადო დადებითი დასკვნა ჩვენს შესახებ, რომელიც ჯერ სამსაჯო კომიტეტმა დაამტკიცა, შემდეგ კი, უკვე ამ წლის იანვრის ბოლოს - უეფა-ს აღმასკომმაც და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მივიღეთ. თუმცა, ჩვენი კონვენციაში გაწევრიანება, ძალაში აღმასკომზე დამტკიცების შემდეგვე შევიდა."

ლევან ფანიაშვილის თქმით, ეს ერთჯერადი აქტი არ არის. სფფ-ზე მომაგრებული უეფა-ს დანიელი ინსტრუქტორი - იორნუესტ ლარსენი მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს, რომ სტანდარტების მინიმალურ ზღვარს არ ჩამოვცდეთ და მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს.

"ჩვენ, ასევე, მუდმივი კონტაქტი გვაქვს უეფა-ს ფიზმომზადების ინსტრუქტორთანაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ხელახალი შემოწმება მოხდება და ამისთვის ჩამოვა უეფა-ს დელეგაცია. გარდა იმისა, რომ ამ კონვენციაში გაწევრიანება ჩვენთვის გარკვეულ ვალდებულებებს ნიშნავს, რომელიც უნდა შევასრულოთ, უეფა-საც აქვს თავისი პასუხისმგებლობები, რომლის ფარგლებშიც, ეს ორგანიზაცია ფინანსურ დახმარებასთან ერთად, ტექნიკური და ადამიანური რესურსებითაც გვეხმარება" - განაცხადა ლევან ფანიაშვილმა.



სფფ-ს პრესსამსახური

ნანახია: 297 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!