ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 10:08


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » სლოვენიაში 21 ფეხბურთელი გაემგზავრება
15:37
სლოვენიაში 21 ფეხბურთელი გაემგზავრება


საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 16 ნოემბერს სლოვენიაში გაემგზავრება.  გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, შეკრებაზე გამოძახებული 30 ფეხბურთელიდან სასლოვენიოდ 21 მათგანი გამოყო.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო”), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი”);
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა”, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი”, ინგლისი), დავით კვირკველია ("რუბინი”, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი (ორივე - "ზესტაფონი”), ლევან კაკუბავა ("დინამო”), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი”, რუმინეთი), გურამ კაშია ("ვიტესი”, ჰოლანდია);
ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე ("სპარტაკი”, რუსეთი), გოჩა ხოჯავა ("ვოლგა”, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო”), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი”), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია”), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი”, უკრაინა), ჯაბა კანკავა ("დნიპრო”, უკრაინა), სანდრო გურული ("კარპატი”, უკრაინა).
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("დინამო”), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი”), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი”).
თავდაპირველად ეროვნულ გუნდში მიწვეული ფეხბურთელებიდან, ტრავმების გამო გამოირიცხა ოთარ მარცვალაძის, უჩა ლობჟანიძისა და მურთაზ დაუშვილის სლოვენიაში წასვლა. თავად ქეცბაიამ კოპერში წამსვლელთა სიაში არ შეიყვანა – მეკარე გიორგი ძაძამია ("ვიტ ჯორჯია”), მცველები: ზაალ ელიავა ("ზესტაფონი”), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია’), გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი”), თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო”), ნახევარმცველი გურამ გურეშიძე ("ვიტ ჯორჯია”), თავდამსხმელი ჯაბა ლიპარტია ("ვიტ ჯორჯია”).

ჩვენი ნაკრები სლოვენიის  ქალაქ კოპერში დაბინავდება და "ბონიფიკას"  სტადიონზე გამართავს წინასამატჩო ვარჯიშს. ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდებიან კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი და გურამ კაშია.

სლოვენიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 17 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.


ნანახია: 815 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!