ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 09:38


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მაისი » 4 » სკანდალი ქართულ ფეხბურთში გრძელდება [+VIDEO]
00:51
სკანდალი ქართულ ფეხბურთში გრძელდება [+VIDEO]



სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრა, სადაც ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები განიხილება, მწვავე კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა [იხილეთ ვიდეო].

სასტუმროში შეკრებილები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

გაფართოებული შეხვედრის საბაბი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული ჩემპიონატის გაყალბებული შეხვედრების შესახებ. ამას დაემატა დღეს უეფა-დან გამოგზავნილი წერილი, რომელიც კიდევ დამატებით სამი მატჩის გაყალბებას ეხება.

აღნიშნული თემის განხილვა ფეხბურთის ფრედერაციის პრეზიდენტსა და რევაზ ძოძუაშვილს შორის რამდენიმე წუთში სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ამ კამათში ჩართული იყვნენ, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სხვადასხვა ვეტერანი სპორტსმენები.

საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე, დაახურულ კარს მიღმა გრძელდება.

რაც შეეხება უეფას წერილს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამი შეხვედრის გამოძიებას სთხოვს. ზვიად სიჭინავამ უეფა-ს მიერ დღეს გამოგზავნილი წერილი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე წარმოადგინა.

საუბარია სამ მატჩზე, კერძოდ "ვიტ-ჯორჯია"-"სპარტაკის" შეხვედრაზე, რომელიც 2010 წლის 21 ნოემბერს გაიმართა, ასევე ამავე გუნდების დაპირისპირებაზე, რომელიც განმეორებით 2010 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა და ფოთის "კოლხეთისა" და "სამტრედიის" შეხვედრაზე, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა.

როგორც ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, უეფა-ს მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ მატჩებში დაფიქსირდა საეჭვო შედეგები და საეჭვო გარემოებები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.

ამასთან, ეს მატჩები გუშინ გახმაურებელ ფაქტებს შორის არ არის.

interpressnews.ge


ნანახია: 1247 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!