ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:34


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » სირაძისა და კაშიას დათმობა გვთხოვეს
15:36
სირაძისა და კაშიას დათმობა გვთხოვეს


ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სლოვენიასთან 17 ნოემბრის გასვლითი ამხანაგური მატჩისთვის, ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობას მომდევნო კვირაში დაასახელებს. თავად ქეცბაია 9 ნოემბერს დაბრუნდება სამშობლოში და 11-ში ნაკრების მზადებას შეუდგება. ამ დღეს ქართული კლუბებიდან ეროვნულში გამოძახებულ ფეხბურთელებთან მწვრთნელი ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" მოსამზადებელი შეკრებას დაიწყებს. როგორც გავიგეთ, ჩვენი პირველობიდან გამოძახებულ მოთამაშეებს ლეგიონერები დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე და ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა და სავარაუდოდ, დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შუახაზელი ჯაბა კანკავა დაემატებიან.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ ნაკრებში ამჯერად 30 ფეხბურთელი გამოიძახა და სლოვენიაში 22 მოთამაშეს წაიყვანს. სანაკრებო სიაში არიან ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი დავით სირაძე და ჰოლანდიური "ვიტესის" მცველი გურამ კაშია. თუმცა შესაძლოა ეს ორი ფეხბურთელი ნაკრებს სლოვენიისთვის გამოაკლდეს. ისიც გავიგეთ, რომ ნალჩიკის "სპარტაკმა" და არნემის "ვიტესმა" შესაბამისად, სირაძისა და კაშიას დათმობა სთხოვა ჩვენს ფედერაციას. საქმე ის არის, რომ ნალჩიკისა და არნემის გუნდებს 14 და 20 ნოემბერს ჩემპიონატში კალენდარული მატჩები აქვთ...

"დიახ, მართალია, კლუბებმა დავით სირაძისა და გურამ კაშიას დათმობა გვთხოვეს. კლუბების მიერ გამოგზავნილ წერილებში ამ გუნდების ვითარებაა ახსნილი. რუსეთში სეზონის ბოლო ტურებია, "ვიტესი" ჰოლანდიურ ერედივიზიონში გასავარდნ ზონაშია და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მათი თხოვნაა, ეს მდგომარეობა გავითვალისწინოთ და ამ ეტაპზე დავთმოთ ეს ფეხბურთელები. ამ საკითხს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გადაწყვეტს", - "ლელოსთან საუბარში აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

ნაკრებთან დაკავშირებით კიდევ ერთს გამცნობთ. თებერვალში კვიპროსზე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ამ გათამაშებაში ჩვენი ეროვნული გუნდის მონაწილეობის საკითხიც განიხილებოდა. როგორც შევიტყვეთ, კუნძულზე "ჯვაროსნების" გამგზავრება საეჭვოა. თუმცა ქართულ მხარეს კვიპროსიდან საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ფედერაციამ თადარიგი დაიჭირა და თებერვალში ამხანაგური მატჩის ორგანიზებისთვის მოლაპარაკებები წამოიწყო. როგორც გავიგეთ, ერთერთი პოტენციური სპარინგპარტნიორი უნგრეთია.

"რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, მათ შორის არის უნგრეთიც. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ კვიპროსის ტურნირში მონაწილეობაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ მიგვიღია", - გვითხრა ნიკა ჩხეიძემ.

ვნახოთ, რა დონის გუნდია ჩვენი პოტენციური სპარინგი. უნგრეთის ნაკრებს ადგილობრივი სპეციალისტი შანდორ ეგერვარი წვრთნის. ფიფას მიერ ოქტომბრის თვის რეიტინგში უნგრეთი საქართველოზე 31 საფეხურით წინ, 44-ე ადგილზეა. ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრელებს 4 მატჩში 9 ქულა აქვთ და ჯგუფში ჰოლანდიის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. უნგრეთმა შესარჩევი შვედეთთან გასვლითი მარცხით (0:2) დაიწყო, მერე შინ მოლდოვა დაამარცხა (2:1). ოქტომბერში სან მარინო ბუდაპეშტში გააცამტვერა (8:0) და ფინეთი სტუმრად დაამარცხა (2:1).



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 751 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!