ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 16:27


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 24 » შოთა არველაძე: "ქარაბუქსფორთან საუკეთესო ამისულაშვილი იყო" ...
17:05
შოთა არველაძე: "ქარაბუქსფორთან საუკეთესო ამისულაშვილი იყო" ...


თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში ორი ტური გაიმართა, შოთა არველაძის გაწვრთნილმა ”ქაისერისფორმა” ორივე თამაში მოიგო და ”ბურსასფორთან” ერთად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. ”ქაისერმა” ჯერ ”ისტანბული” დაამარცხა სტუმრად 2:0, მერე კი შინ ”ქარაბუქსფორს” სძლია 1:0.
შოთას თურქეთში შევეხმიანეთ...

- სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი და ორი თამაში თურქეთის სუპერლიგაში - უკვე მოახერხე ”ქაისერის” ფეხბურთელებამდე შენი იდეების მიტანა?

- მხოლოდ იდეების მიტანა როდი განაპირობებს გუნდის წარმატებას. ისე კი,ფეხბურთელები ყველანაირად ცდილობენ გამიგონ, თუ რისი თქმა მსურს. მერწმუნეთ, ეს არ არის ადვილი.

- როგორ ფეხბურთს თამაშობს შოთა არველაძის გაწვრთნილი ”ქაისერი”?
- მინდა, რომ დალაგებულ ფეხბურთი ვითამაშოთ, როცა ბურთს ზედმეტად არ ”ათრევენ” და თამაშის გაშლას გუნდი კარგად ახერხებს.

- ”ქაისერის” გულშემატკივრები რა თვალით გიყურებენ? თურქეთში უცხო არ ხარ, მაგრამ მაინც უცხოელი მწვრთნელი ხარ...
- ”ქარაბუქსფორთან” თამაშის მერე ჩვენი გულშემატკივარი ძალიან კმაყოფილი დარჩა.  რაც შეეხება იმას, რომ უცხოელი მწვრთნელი ვარ, აქ ყველა სპეციალისტს ერთნაირად სთხოვენ შედეგს, ცუდი რეზულტატის შემთხვევაში არავის არ უხათრებენ, არ არის ისე, რადგან უცხოელი ხარ, ამიტომ თურქ მწვრთნელზე მეტი მოგეთხოვება.

- ორი თამაში, ორი მოგება - ამის შემდეგ ალბათ უფრო კარგად დაინახე, ევროსაგზურის მოპოვების რა შანსი აქვს ”ქაისერს”...
- ამ ორმა თამაშმა დამანახა, რომ სამუშაო ძალიან ბევრია. როცა ბრძოლაზე, დიდი მოცულობის სამუშაოზე მიდგება საქმე, ”ქაისერის” ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან, მაგრამ როცა შინაარსიანი თამაშია საჭირო, აქ უკვე პრობლემები გვექმნება.

- ამ ორმა მატჩმა აჩვენა, რომ არგენტინელი ფრანკო დარიო კანგელე ”ქაისერისთვის” ერთობ ფასეული ფეხბურთელია...

- მასეა, ის ტიპიურად შემქმნელი ფეხბურთელია, კლასიანი მოთამაშეა.

- ალექსანდრე ამისულაშვილმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა ”ისტანბულთან” და ”ქარაბუქსფორთან”?
- ”ქარაბუქსფორთან” ის საუკეთესო იყო, მეტოქის ყველაზე სახიფათო შემტევი ამოკეტა.

- ეს პირველი ორი ოფიციალური მატჩი იყო მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძისთვის...
- ამ ორმა მოგებამ რწმენა შემმატა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, თავდაჯერებულობა საქმეში გამოსადეგი რამეა, მთავარი კი საბოლოო შედეგია.

- ყველაზე უფრო რომელი პოზიციაა პრობლემატური ”ქაისერში”?
- ცენტრფორვარდი და მარჯვენ მცველი, არც კარგ ნახევარმცველზე ვიტყოდი უარს.





ნანახია: 828 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!