ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:29


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » შოთა არველაძე: "გუნდი ყველა მატჩში მოსაგებად გამყავს"
12:43
შოთა არველაძე: "გუნდი ყველა მატჩში მოსაგებად გამყავს"



გასულ პარასკევს "კონიასპორთან მატჩის მოგებით (1:0) "ქაისერისპორი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ცხრილის სათავეში მოექცა. თუმცა ქაისერელები თურქულ სუპერლიგაში მხოლოდ ერთი დღით გალიდერნდნენ, რადგან შაბათს "ტრაბზონმა" მოქმედი ჩემპიონი "ბურსა" სტუმრად დაამარცხა და პირველ ადგილზე აინაცვლა. შესაბამისად, შოთას გუნდი ახლა მეორე ადგილზეა. თურქულ ვებგვერდებზე არველაძისა და "ქაისერისფორის" თემამ კიდევ ერთხელ წინა პლანზე გადაინაცვლა.

"ქაისერისფორის" ახალგაზრდა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ორი რთული გამოცდა უკვე ჩააბარა - "ფენერბაჰჩე" და "ბეშიქთაში" დაამარცხა. მომდევნო კვირას შოთასა და მის გუნდს კიდევ ერთი რთული ამოცანა ელის. ქაისერს ამჯერად "გალათასარაი" ეწვევა. შეძლებს კი არველაძე კიდევ ერთი სიურპრიზის ავტორობას? "ქაისერისფორი" თუ ამჯერადაც მოიგებს, მაშინ ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტობაზე დიდ პრეტენზიას განაცხადებს", - წერს ვებგვერდი Ajanspor.com-ი.

ქართველი მწვრთნელი "გალათასარაისთან 21 ნოემბრის მატჩისთვის უკვე რომ ემზადება, ეს მისი კომენტარიდანაც ნათლად ჩანს. არველაძე ბოლოს მოგებული მატჩის მიუხედავად მაინც უკმაყოფილოა.

"შეიძლება ითქვას, რომ "კონიასფორთან" მატჩში გაგვიმართლა. 3 ქულა მოვიპოვეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ჩემს გუნდს უკეთ თამაში მართებდა. არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მომდევნო მატჩი "გალათასარაისთან" გვაქვს და ჩვენი თამაში თუ არ ვაჩვენეთ, დავისჯებით.

...ჩემპიონობა? გუნდი ყველა მატჩში მოსაგებად გამყავს. ყველა ტურში მაქსიმუმისთვის ვიბრძვით და ვნახოთ... მონაგარს სეზონის ბოლოს ითვლიან. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 22 მატჩია. ჯერ ადრეა პროგნოზების გაკეთება", - ჰაბერაკტუელ.ცომ-თან საუბარში აღნიშნა შოთა არველაძემ.



ნანახია: 724 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!