ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 01:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 10 » შოთა არველაძე: "დღეს ანანიძეს და კარგ ფეხბურთს ვუქომაგებ!"
15:43
შოთა არველაძე: "დღეს ანანიძეს და კარგ ფეხბურთს ვუქომაგებ!"


რუსმა ჟურნალისტებმა "აიაქსი"-"სპარტაკის" ევროპის ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების წინ აზრი, საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამული კლუბის ყოფილ თავდამსხმელს, შოთა არველაძეს ჰკითხეს. თურქული "ქაისერისფორის" თავკაცმა ინტერვიუში 1998 წელს, უეფას თასზე ამ გუნდების დაპირისპირებაც გაიხსენა, როდესაც წარმატება მოსკოველებს დარჩათ.

- მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღეს, "აიაქსიცა" და "სპარტაკიც" სრულიად სხვა გუნდები არიან, - აცხადებს შოთა და ხუმრობით დასძენს: მთავარი ცვლილება კი ისაა, რომ თუ 1998 წელს ერთი ქართველი "აიაქსის" ღირსებას იცავდა, დღეს მეორე ქართველი "სპარტაკის" რიგებშია.

- ვის უგულშემატკივრებთ - ჯანო ანანიძეს თუ კლუბს, რომელშიც არაერთი ბრწყინვალე სეზონი გაგიტარებიათ?
- რომ დავაზუსტოთ, ამსტერდამში ოთხი ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე. თანაც, ახლა "აიაქსში" ჩემი მეგობრები: ფრანკ დე ბური, ბლინდი, ვინტერი და სხვები მუშაობენ. მეორე მხრივ, გულითა და სულით ანანიძეს გვულშემატკივრობ. დღეს ის მთელი ქართული ფეხბურთის სახეა და ამიტომაც, მას ყველგან და ყველაფერში წარმატებას ვუსურვებ! რაც შეეხება "აიაქსი"-"სპარტაკის" მატჩს, ამ თამაშში კარგ ფეხბურთს ვუქომაგებ!

- პრესაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია, სადაც ჯანოსადმი ევროპული გუნდების დაინტერესებაზეა საუბარი. როგორც უფროსი მეგობარი - რას ურჩევდით ჯანოს, უკვე მოსინჯოს ძალები ძლიერ ევროპულ კლუბში თუ ჯობს, ჯერ კიდევ "სპარტაკში" დარჩეს?
- ჩემი აზრით, "სპარტაკი" სწორედაც რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. დიახ, ეს გახლავთ გამარჯვევების მქონე ტრადიციის გუნდი, სადაც მუდამ ცდილობდნენ, ლამაზი კომბინაციური ფეხბურთი ეთამაშათ. საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ბევრი ბიჭუნა ოცნებობდა "სპარტაკში" თამაშს.

მართალია, დრო იცვლება და დღეს პატარა ფეხბურთელების ოცნების ობიექტი "რეალი" და "ბარსაა". იმედი მაქვს, მომავალში ჯანო ამ დონის კლუბებშიც იტყვის თავის სათქმელს, მაგრამ დღეს მას გული არაფერზე უნდა წყდებოდეს.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე "სპარტაკი" ფილოსოფიურად და თამაშის სტილით ყველაზე უფრო მიესადაგება ქართველებს. თუმცა, რატომღაც, მიხეილ მესხი-უმცროსის შემდეგ, რომელიც ბესკოვის გუნდში კარგად ირჯებოდა, ჩემ თანამემამულეთაგან "სპარტაკში" არავინ გამოჩენილა. ეტყობა მოსკოვური კლუბის სკაუტები ქართველი ფეხბურთელებისკენ არც იყურებიან.

- დღევანდელი "აიაქსი" დიდად განსხვავდება თქვენი დროის გუნდისგან, რომელიც 1998 წელს "სპარტაკმა" დაამარცხა?
- ნურავის ეწყინება და, იმჟამინდელი "აიაქსი" პრაქტიკულად ყოველ წელს იგებდა ოქროს მედლებს და ქუხდა ევროპაში! მაშინდელი "სპარტაკიც" ბოლო 30 წლის საუკეთესო თაობით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ოლეგ რომანცევი ხელმძღვანელობდა. 90-იანების შემდეგ კი ეს გუნდები ისეთი ეფექტურები აღარ არიან.

- მაშინ "სპარტაკთან" გამოვარდნა "აიაქსისა" და მთელი ჰოლანდიისთვის შოკისმომგვრელი იყო?
- შოკი არაიმდენად "სპარტაკთან" მარცხმა გამოიწვია, რამდენადაც იმ ფაქტმა, რომ ჩვენ უეფას თასზე ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოვეთიშეთ. მანამდე ხომ "აიაქსი", ზედიზედ სამი წელი, როგორც მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადიოდა.

- მაინც რის ხარჯზე გაჯობათ მაშინ რომანცევის გუნდმა?
- მომენტების უკეთესად რეალიზაციით! ჩვენ არაერთი შანსი ვერ გამოვიყენეთ, სამაგიეროდ შირკოს ჰქონდა ბენეფისი.

მახსოვს, ამსტერდამულ მატჩში მეკარე მეუხეშა და მსაჯს თავისუფლად შეეძლო, გაეძევებინა და პენალტი დაენიშნა. ასე რომ მომხდარიყო, ანგარიში 1:2 იყო და ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა... მაგრამ მაინც, "სპარტაკმა" დამსახურებულად გააღწია შემდეგ ეტაპზე.

მახსოვს, მატჩის შემდეგ რომანცევმა თქვა - ისეთი ფორვარდები, როგორიც არველაძეა, რუსეთში არ არიანო. ძალიან სასიამოვნო იყო მისგან ამის გაგონება.

- როგორია თქვენი პროგნოზი "აიაქსი"-"სპარტაკის" ამჟამინდელ დუელში?
- პირველ მატჩში "სპარტაკს" სერიოზული გამოცდა ექნება - ამსტერდამში "აიაქსი" ძალიან ძლიერია. თანაც, დე ბურის გუნდი უკვე ორი თვეა თამაშობს, მაშინ როცა, რუსული კლუბებისთვის სეზონი ახლა იწყება. ვფიქრობ, პირველ მატჩში ფრე მოსკოველებისთვის დიდი წარმატება იქნება.


მომზადებულია sovsport.ru-ის მიხედვით
ნანახია: 968 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!