ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 08:15


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 17 » ინტერვიუ: შოთა არველაძე: 'არავის მიბაძვას არ ვაპირებ' ...
02:17
ინტერვიუ: შოთა არველაძე: 'არავის მიბაძვას არ ვაპირებ' ...


თურქული „ქაისერისფორის" ახალი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სამი დღით თბილისში იყო ჩამოსული და რამდენიმე კითხვით მივმართეთ

- თბილისამდე თურქეთში იყავი...

- ქაისერში გახლდით ერთი კვირით, საყოფაცხოვრებო საკითხებს ვაგვარებდი და რა თქმა უნდა, „ქაისერისფორის" ბაზაც მოვინახულე. ჩვენს განკარგულებაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა იქნება, „ქაისერისფორის" სადიონზეც კარგის მეტს ვერაფერს იტყვის კაცი.კლუბის ხელმძღვანელობასთან  სატრანსფერო საკითხებიც მიმოვიხილეთ. დავიმატეთ ერთი უცხოელი ფეხბურთელი - ბრაზილიელი მორაცი, შესაძლოა, კიდევ ერთი ლეგიონერიც ავიყვანოთ.

- ის ქართველი იქნება?

- არის ლაპარაკი ქართველი მცველის დამატებაზე, თუმცა სანამ ამ საქმეს წერტილი არ დაესმება, ამ ფეხბურთელის ვინაობას ვერ გაგიმხელთ.

- ახალი სეზონისთვის მზადებას როდის იწყებთ?

- 28 ივნისს ქაისერში შევიკრიბებით, სამი კვირის შემდეგ კი ავსტრიაში გვექნება ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი.

- გუნდის კონტინგენტზე გარკვეული წარმოდგენა უკვე გაქვს და ამის გათვალსწინებით, როგორ ფეხბურთს  ითამაშებს შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქაისერი"?

- აზრიანს, არაქაოსურს, „ქაისერს" თავისი სახე უნდა ჰქონდეს.

- ყოველივე ეს მაინც ზოგადია... შენი ერთ-ერთი მასწავლებლის, ლუის ვან გაალის ფილოსოფიის მიმდევარი იქნები?

- სამაგალითო ,შესაძლოა, ნებისმიერი დიდი მწვრთნელი იყო, მათ შორის ვან გაალიც, თუმცა მე ჩემი იდეები მაქვს და არავის მიბაძვას არ ვაპირებ.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ - რას ელი ჩვენი გუნდისგან დამდეგ შესარჩევში?

- არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მოკლე დროში ისე გამოასწორებს თამაშს, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ვამჩნევ ტენდენციას, რომ საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაია საქმეს საძირკვლიდან იწყებს, თუ საფუძველი არ არსებობს, არაფერი არ გამოვა. თუ მართლა ასეა ყველაფერი, ჩვენი ნაკრები მალე უწინდელზე უკეთესად ათამაშდება, დიდი დრო არ დასჭირდება ახალი ნიჭიერი ფეხბურთელების დაწინაურებას საქართველოს ნაკრებში და ასეთი მიზანმიმართული მუშაობა შედეგს აუცილებლად მოიტანს.

ნანახია: 819 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Müslüm  
0
Şota sen en iyisi. Biz inanıyoruz senin.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!