ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » სელექციის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია
14:15
სელექციის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია


ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ასაკობრივ ნაკრებთათვის მოთამაშეთა მოძიება-შერჩევის ისახავს, ახლახან გამცნეთ. გაცნობეთ ისიც, რომ სელექციის პროცესს ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები დაესწრებოდნენ, თავად სელექციას კი ეროვნული გუნდის მწვრთნელები უხელმძღვანელებდნენ. ამ პროცესში "დინამოს" ყოფილ თავკაც კახა კაჭარავას ჩართვა კი თემურ ქეცბაიასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

"კახა კაჭარავას მართლაც ვესაუბრე. მას თბილისის "დინამოში" არაერთი გამოცდილი უცხოელი მწვრთნელის გვერდით უმუშავია და გარკვეული გამოცდილებაც დაუგროვდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა დინამოელებთანაც მოუწია მუშაობამ და მათ გაზრდაში თავისი წვლილი შეიტანა. კახას გამოცდილება ამ საქმეშიც გამოგვადგება და მჯერა, მისი მუშაობა სასარგებლო იქნება", - გვითხრა ქეცბაიამ, სელექციის პროცესის შესახებ კი ეს დაამატა:

"გვინდა, ყველა ნაკრებს დავეხმაროთ და რაც შეიძლება, მაქსიმალურად დავიტვირთოთ მეც და ეროვნული გუნდის შტაბის წევრებიც. გვსურს დიდი სელექცია ჩავატაროთ, ტალანტები გამოვარჩიოთ და მათ ზრდა-განვითარებაზე ინფორმაცია გვქონდეს. ეს ცენტრალიზებული სისტემა იქნება, რომელიც ჩვენი ფეხბურთის განვითარებას წაადგება".

1997-98 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის სექლექცია ორი დღეს გაგრძელდა. აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, მცხეთა-მთიანედითან, შიდა და ქვემო ქართლიდან და კახეთიდან ამ პროცესში სამასზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. 1997 წელს დაბადებულთა შორის დასავლეთ საქართველოდან 28, აღმოსავლეთიდან კი 14 მოზარდი შეარჩიეს. 1998 წელს დაბადებულებშიც უფრო მეტი დასავლეთიდანაა - 27 მოზარდი, აღმოსავლეთიდან კი მხოლოდ 8. ამ მოთამაშეებმა შერჩევის პირველი ეტაპი გაიარეს.

სელექციიას ეროვნული ნაკრების თავკაცის თანაშემწე სოსო ჭედია, შტაბის წევრი მამუკა აბუსერიძე და კახა კაჭარავა ხელმძღვანელობდნენ. აი, რა გვითხრა კაჭარავამ:

"სულ სამასზე მეტი მოზარდი გვყავდა. ისინი რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციებმა, საფეხბურთო სკოლებმა და, რაც სიახლეა, დამოუკიდებელმა მწვრთნელებმა წარმოადგინეს. ამ ორ ასაკში სპარინგ-მატჩები ცალ-ცალკე ჩავატარეთ. სელექციის პროცესს ყველა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ესწრებოდნენ. შერჩევის პირველი ეტაპი 77-მა მოზარდმა გადალახა. ახლა მათში ჩავატარებთ სელექციას და საბოლოოდ 20-25 მოთამაშეს ავარჩევთ. ეს პროცესი მუდმივი იქნება. ამ ასაკში მოზარდი ეტაპობრივად იცვლება და შესაძლოა, დღეს იმდენად კარგად რომ ვერ გამოიყურებოდა, ხვალ ბევრად უკეთ წარმოჩნდეს.

შრომატევადი, მაგრამ საინტერესო სამუშაოა. სელექციის პირველ ეტაპზე ქუთაისის, ზუგდიდისა და აჭარის მოზარდები დამამახსოვრდნენ. არც სხვებმა დატოვეს ურიგო შთაბეჭდილება. 1997-98 წელში დაბადებულთა შერჩევისას ბევრი რეგიონი მოიცვა, მაგრამ სელექცია თბილისის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოზარდთა შორის ჩასატარებელი გვაქვს... თაობა მოდის, ტალანტები კვლავაც არიან, უბრალოდ, მათი მოძიება და სწორად აღზრდაა საჭირო, რათა პოტენციალი სათანადოდ გამოიყენონ".




ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 811 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!