ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:21


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 25 » "სამტრედიაში" ორი ახალწვეულია
18:51
"სამტრედიაში" ორი ახალწვეულია

http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/kakaladze_medium.jpg

"სამტრედიაში" ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ორი ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა – მიხეილ კაკალაძე და ლაშა ქებაძე. თავდამსხმელი კაკალაძე "სამტრედიაში" შარშანაც თამაშობდა – იგი იმერული კლუბის ღირსებას გასულ სეზონში იცავდა და გუნდი სეზონის მსვლელობისას დატოვა. ბოლოს კაკალაძე პირველი ლიგის ბინადარ "ბათუმში" ასპარეზობდა. შეგახსენებთ, ყველაზე წარმატებულად იგი თბილისის "დინამოში" თამაშობდა, როცა გია გეგუჩაძის გუნდის წამყვანი ფორვარდი იყო და 2004 წელს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დედაქალაქური კლუბის უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში.

რაც შეეხება საყრდენ ნახევარმცველ ქებაძეს, ბოლო წლებში იგი თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში სტაბილური თამაშით გამოირჩეოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. წესით, ორივე ახალწვეულმა "სამტრედიას" დიდი სამსახური უნდა გაუწიოს. ორივე მათგანი კლუბმა უკვე შეიყვანა განაცხადში, კაკალაძემ კი გუშინწინ საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალში "ჭიათურას" კარში გოლის გატანაც მოასწრო.

სავარაუდოდ, კაკალაძესაც და ქებაძესაც "სამტრედიას" შემადგენლობაში ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს ტურშივე ვიხილავთ. 29 აგვისტოს გელა სანაიას გუნდი რუსთავში "ვიტ ჯორჯიას" სტუმრობს.


ლევან ჯანეზაშვილი

ნანახია: 726 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!