ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 17.10.2017, 01:19


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მაისი » 2 » სამი გოლი და უფრო მნიშვნელოვანი ამბები
14:20
სამი გოლი და უფრო მნიშვნელოვანი ამბები


ამ უქმეებზე სამმა ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა: ისრაელში - ლადო დვალიშვილმა, კვიპროსში - ლევან მაღრაძემ და აზერბაიჯანში - გიორგი ადამიამ. თუმცა ამ სამ გოლზე მნიშვნელოვანი ამბებიც გვაქვს მოსაყოლი - მაგალითად, ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა" პრემიერლიგაში აღზევებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო დანიაში დავით დევდარიანის "ორჰუსმა" ქვეყნის ელიტაში თამაში უკვე დაიბევა. სამწუხაროდ, ვერც ტრავმებს გავექეცით, რომელთა შესახებაც მიმოხილვაში წაიკითხავთ.

ზურამ უემბლის გახედა

ზურაბ ხიზანიშვილს პრემიერლიგაში დაბრუნების კარგი შესაძლებლობა მიეცა - მისმა "რედინგმა" პლეი ოფი გაინაღდა. ჩემპიონშიპში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ადის ელიტაში, 4 კი პლეი ოფში არკვევს მესამე საგზურის მფლობელს, ჯერ ორმატჩიან ნახევარფინალებში, ბოლოს კი - ფინალში, რომელიც 30 მაისს "უემბლიზე" გაიმართება. "რედინგის" მეტოქე, სავარაუდოდ, "სუონსი" იქნება, თუმცა ეს ბოლო ტურში დაზუსტდება. მანამდე კი "როიალსმა" ძალზე მნიშვნელოვანი საგარეო ქულა მოიპოვა "ქოვენთრისთან" - 0:0. ამ შეხვედრაში ჩვენმა გამოცდილმა თანამემამულემ დაცვის ცენტრში კაპიტან მილსთან შექმნა დუეტი, რომელმაც კარის "მშრალად" შენახვაში დიდი წვლილი შეიტანა. "რედინგმა" კი ბოლო 15 მატჩი საოცრად ითამაშა, 12 თებერვალს გუნდი მე-12 ადგილზე იყო, მაგრამ მას მერე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და პლეი ოფში გავიდა.

იაშვილის ორები

ის, რისთვისაც ხიზანიშვილის "რედინგი" ჯერ კიდევ იბრძვის, ბერლინის "ჰერტას" უკვე მიღწეული აქვს - ლევან კობიაშვილი და კომპანია ახალ სეზონს ბუნდესლიგაში დაიწყებს. ამიტომაც ბერლინელებმა შინ (გულშემატკივრები ფეხბურთელებს ტრიუმფით დახვდნენ) თავს მოდუნების უფლება მისცეს და "მიუნხენთან" 1:2 წააგეს. "ჰერტა" 68 ქულით მაინც ერთპიროვნული ლიდერია. მარცხენა მცველად მოთამაშე კობიაშვილმა 26-ე წუთზე ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, თუმცა კობის ამ გმირობამ საბოლოოდ მაინც ვერ უშველა გუნდს. ქართველი 76-ჯერ შეეხო ბურთს და 42-დან 34 ზუსტი პასი მიითვალა, ერთხელ კი კარშიც დაარტყა. "შპორტალმა" ჩვენებურს 3 ბალი დაუწერა.
მე-2 ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" გავარდნის საფრთხის წინაშეა - გუნდს 30 ქულა აქვს და მხოლოდ 2-ით უსწრებს "ოსნაბრიუკს". ამ ტურში "კარლსრუემ" 2-ბურთიანი სხვაობა გაატანა ქარს და შინ "ფორტუნას" 2:2 ეთამაშა. "შპორტალმა" ქართველ კაპიტანს 2,5 ბალი დაუწერა. ამ თამაშში ჩვენი თანამემამულე ძველ, ჩვეულ პოზიციაზე ათამაშეს - წინ წასწიეს.

ნუკრის 10 დღე

რუსულ პრემიერლიგაში ყველაზე ქართულმა გუნდმა "ვოლგამ" უხეიროდ გროზნოში წააგო "ტერეკთან" - 0:1. ომარ თეთრაძემ ქართული სიქსტეტიდან სასტარტოში სამი ათამაშა (გრიგალავა, სალუქვაძე, გოგუა), ბოლო წუთებზე კი თავის გამოჩენის შანსი მათე ვაწაძესაც მისცა. ტრავმის გამო არ იყო გოჩა ხოჯავა, ხოლო ოთარ მარცვალაძის უთამაშებლობა მწვრთნელმა ვირუსით ახსნა. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებშიც გამოჩნდა ქართველი, თამაშში ლევან გვაზავა ჩაერთო. ბოლო წუთზე მას "ვოლგას" კარში მეორე გოლის გატანაც შეეძლო. "ჩემპიონმა" ჩვენებურთა შორის სწორედ გვაზავა გამოარჩია (6 ბალი), სხვებს კი 5,5-5,5 აკმარა (ვაწაძე შეფასების გარეშე დატოვეს). მეორე ტაიმის დასაწყისში გოგუა დაშავდა, ტრავმა სერიოზულს კი ჰგავდა, მაგრამ გოგიტამ შეძლო დაბრუნება.

ჯანო ანანიძე კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ვალერი კარპინმა ცსკა-სთან მისი დაყენება ვერ გარისკა. ქართველი სათადარიგო იყო. შეგახსენებთ, რომ მას თვენახევარია, არ უთამაშია. ტრავმების პრობლემა ისევ აქტუალურია ჩვენს ლეგიონერებში - "ანჟის" კარს სეზონში პირველად არ იცავდა ნუკრი რევიშვილი, მახაჩყალელთა ოფიციალური საიტის მტკიცებით, საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ტრავმის გამო კლუბს 10 დღით დააკლდება.

თორნიკე თუ მათე?

უკრაინის პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურიღა რჩება და უკვე ცხადია, რომ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" ერთად ერთი ისეთი გუნდი გავარდება, სადაც ქართველი თამაშობს - ყველაზე ცუდად საქმე თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩივეცს" (23 ქულა) და მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლს" (24) აქვთ. დალხენილად ვერც ჯაბა კანკავას "კრივბასი" (26) და ჯაბა ლიპარტიას "ზარია" (27) გრძნობენ თავს. ბოლო ტურში კანკავას "კრივბასმა" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მოუგო ღვინიანიძის "სევასტოპოლს" - 3:1. მე-15 წუთზე ჯაბას თავით გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეტოქის მცველმა დაასწრო მას.
ტურის მსხვერპლთა შორის მოხვდა ჯაბა ლიპარტია, მას "ვორსკლასთან" დაპირისპირებაში ფეხი გადაუტრიალდა და შესაცვლელი გახდა. გუშინ ქართველს ერთობ ხიფათიანი დღე ჰქონდა, ამ ტრავმამდე ის თავით შეეჯახა მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტურში სექტემბრის შემდეგ პირველად ვიხილეთ ოფიციალური მატჩის განაცხადში სანდრო კობახიძე (კიევის "არსენალი"), ჯერ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე.

ჩვენ დავბრუნდით

"ჩვენ დავბრუნდით", - იუწყებოდა წუხელ "ორჰუსის" ოფიციალური საიტი. დიახ, "სკივეს" დამარცხების შემდეგ დავით დევდარიანი და კომპანია დანიის უმაღლეს ეშელონს დაუბრუნდა.
კახა კალაძის თამაში ნეაპოლში საეჭვო იყო, თუმცა ქართველთა კაპიტანმა შეძლო გამოსვლა და ნორმალურადაც გაისარჯა. ოღონდ, ერთ ეპიზოდში (23-ე წუთზე) უნებლიეთ ხელით შეეხო ბურთს საჯარიმოში, რის შემდეგაც ბურთი "ჯენოას" კარში გავიდოდა, რომ არა მეკარე ედუარდო. "ჯენოა" 0:1 დამარცხდა "ნაპოლისთან". სერია ბ-ში თავი არაფრით გამოუჩენია ლევან მჭედლიძეს.

ლადომ გოლი გაიხსენა

თვენახევრიანი "შიმშილობის" შემდეგ გოლი გაიტანა ლადო დვალიშვილმა. მან თავი "მაქაბისა" და თელ ავივის "ჰაპოელის" დაპირისპირებაში გამოიჩინა. 66-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა დამატებაზე იყოჩაღა. ეს მისი მე-12 გოლია ჩემპიონატში. უშუალო კონკურენტის დამარცხების შემდეგ "მაქაბი" პირველ ადგილზე გადავიდა და 2 ქულით გაუსწრო "ჰაპოელს".
შესაძლოა, სწორედ ლევან მაღრაძის ფანტასტიკური გოლის წყალობით დარჩეს უმაღლესში "ერმისი" - კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად "პაფოსთან" ქართველის გუნდმა მაღრაძის შორეული დარტყმის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში და ქულა იხსნა - 1:1. ლევანის დარტყმული ჯერ ხარიხას მოხვდა და ისე შევარდა მასპინძელთა კარში. ახლა "ერმისი" პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 4 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე მაღრაძისთვის ეს მე-5 გოლია ჩემპიონატში. აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-14 გოლი გაიტანა გიორგი ადამიამ (ყარაბახი).

ნანახია: 321 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!