ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 29 » საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა
00:35 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა |
28 ოქტომბერს გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა,
რომელზეც განიხილეს 24 ოქტომბერს ფოთის სტადიონზე უმაღლესი ლიგის
გუნდების, ”კოლხეთის” და ბოლნისის ”სიონის” კალენდარული მატჩის
დამთავრების შემდეგ მომხდარი ინციდენტის დეტალები. ფოთის ’კოლხეთის”
ფეხბურთელი, რევაზ ჯიქია მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დაჯარიმდა
500 ლარით და ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით, გულშემატკივრების მიერ მატჩის
დასრულების შემდეგ მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური
შეურაცხყოფის მცდელობისთვის, აგრეთვე მედიის წარმომადგენლებისთვის
გულშემატკივრების მხრიდან მუშაობაში ხელის შეშლისა და შეურაცხყოფის
მიყენებისთვის საფეხბურთო კლუბი ფოთის ’კოლხეთი” დაჯარიმდა 5000 ლარით,
ხოლო სტადიონს მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია 2010-2011 წლების სეზონის
ბოლომდე.
საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესსამსახური
|
ნანახია: 811 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|