ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 04:21


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 25 » საქართველომ კამერუნთან ფრე გაჩარხა (ფოტოები)
23:47
საქართველომ კამერუნთან ფრე გაჩარხა (ფოტოები)


    0:0

 ლადო დვალიშვილი კამერუნელ მცველებთან ორთაბრძოლას არ გაურბოდა

თემურ ქეცბაის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა - ერთი მოგება, ერთი ფრე - ამ დროისთვის ასეთია ქეცბაის გუნდის მონაგარი.

კემერუნთან ჩვენი ნაკრების გარჯა დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს - ჩვენ ხომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეს ვეთამაშეთ და ტოლი არაფერში დავუდეთ. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ კამერუნსა და საქართველოს სხვადასხვა მიზნები აქვთ - აფრიკელები მუნდიალისთვის ემზადებიან, ჩვენ კი ხელახლა ვაწყობთ გუნდს, ოღონდაც თითქმის იგივე ფეხბურთელებით. ვფიქრობ, ასეთ დროს შეხვედრის შედეგი ჩვენთვის უფრო აქტუალური იყო.

ქეცბაიამ დაგვანახა, რომ არ უყვარს ექსპერიმენტები და მკვეთრი ნაბიჯები - ძირითადად ეყრდნობა ძველ კადრებს და არ გვატყუებს - საქართველოს ნაკრებს დიდი რესურსი არ გააჩნია და შესაბამისად, საკუთარ თავს ვერ გადაახტება იმის გულისთვის, რომ დაიყვიროს, არიქა, ახალმა მწვრთნელმა ახალი ფეხბურთელები აღმოგვიჩინა და დაძაბუნებულს ახალ სისხლს გადაგვისხამსო.

ქეცბაიამ ნაკრებში დააბრუნა ალექსანდრე ამისულაშვილი და კახა კალაძის პოზიციაზე გაამწესა. საინტერსოა ეროვნულ ნაკრებში რევაზ ბარაბაძის გამოჩენაც. ნაკრებში დაბრუნდა მალხაზ ასათიანიც, ვისგანაც გაცილებით მეტს ველით, ვიდრე კამერუნთან მატჩში ვიხილეთ.

 

კამერუნთან საქართველომ არწაგებისთვის ითამაშა და საქმეს თავი კარგად გაართვა. ისეთი თამაში იყო, მოგებაც შეგვეძლო. შეხვედრის ბოლოს კი აფრიკელებმა მოძრაობას და სისწრაფეს მოუმატეს და საქართველოს ნაკრებს თავის დაცვა გაუძნელდა. ჩვენ ვერ ვნახეთ, შეუძლია თუ არა მეტოქისთვის იგივეს გაკეთება ქეცბაის გუნდს, ვფიქრობ, ამის გარეშე  საქართველოს ნაკრებს ექნება მხოლოდ გამონათებები და შეგუებული  გაწბილება. ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია” - ეს მოდური, პოლიტიკური სლოგანი ალბათ ჩვენს ნაკრებს უფრო ესადაგება, ვიდრე რაგინდარა მოძრაობებს.

კამერუნთან საქართველოს ნაკრების თექვსმეტმა ფეხბურთელმა ითამაშა და მათი ნამოქმედარი ასე შევაფასეთ:

 

ნუკრი რევიშვილი

შეხვედრის ბოლომდე ბევრი საქმე არ ჰქონია, მერე კი გამოჩნდა, რომ გამოსვლაზე თამაში ერთობ უჭირს.

უჩა ლობჟანიძე

განაპირა მცველს თუ ნაკრებში თამაშზე აქვს პრეტენზია, შეტევაში ეფექტურად უნდა ერთვებოდეს.

ზურაბ ხიზანიშვილი

საიმედოდ ითამაშა, ცდილობდა, დაცვის ლიდერი ყოფილიყო და ასეთი ინიციატივა დასაფასებელია.

ალექსანდრე ამისულაშვილი

ურიგოდ როდი გაისარჯა, თუმცა ეტყობოდა, რომ ნაკრებში თამაშს გადაჩვეული იყო.

ილია კანდელაკი

მონდომებული გახლდათ, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. კანდელაკი ნაკრებისთვის საჭირო კაცია - ალბათ ზომიერი შეფასებაა.

ზურაბ მენთეშაშვილი

ერთხელაც დაგვანახა, რომ ნამდვილი მებრძოლია, თუმცა საკითხავია, ქეცბაიამ მხოლოდ ამის გამო უნდა გამოიძახოს ნაკრებში?

ლევან კობიაშვილი

ქეცბაიას ძალიან ჭირდება ასეთი გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელი. კობიაშვილს ვინძლო ძველებურად ვეღარ ერჩის ჯანი, მაგრამ იცის ის, რაც ბევრმა არ იცის საქართველოს ნაკრებში.

მლახაზ ასათიანი

შეუძლია თუ არა მას ძველებურად თამაშის გამწვავება  - ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სამაგიეროდ ვნახეთ, რომ ქეცბაიასთვის დოგმა არ არის ასათიანის დაცვაში თამაში და რომ მას ნახევარმცველადაც მოიაზრებს.

ალექსანდრე იაშვილი

წამყვანი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ველით

ჯანო ანანიძე

არის კი ჯერ მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?

ლადო დვალიშვილი

მცველებთან ყოველთვის რიცხობრივ უმცირესობაში იყო, ანუ თამაშის სიუჟეტიდან გამომდინარე თავის გამოჩენის მისხალი შანსი ჰქონდა.

გიორგი შაშიაშვილი

ბოლო წუთზე შევიდა მოედანზე და შეფასების გარეშე დარჩა.

ნიკა გელაშვილი

დაგვანახა, რომ მისი სისწრაფე შესაძლოა, ნაკრებსაც გამოადგეს.

თორნიკე აფციაური

ნაკრებთან გაშინაურება არ არის ადვილი, ამისთვის არაერთი სანაკრებო თამაშია საჭირო.

რევაზ ბარაბაძე

თავით კარგად მოიგო ბურთი და ჩინებული პასი გაუჭრა გიორგი მერებაშვილს - საგოლე მომენტი შექმნა, ანუ ეს ახმახი ცენტრფორვარდი ნაკრებისთვის საჭირო კაცი ჩანს.

გიორგი მერებაშვილი

თამაშის გამწვავება მართლაც შეუძლია და გოლი რომ გაეტანა...მერებაშვილს რაღაც აკლია, თორემ კარგი მონაცემები და დრიბლინგი აქვს.

 

დავით თავართქილაძე

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კამერუნი 0:0 საქართველო

საქართველო:  რევიშვილი, ლობჟანიძე, კანდელაკი (შაშიაშვილი 90`), ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, ასათიანი, ანანიძე (გელაშვილი 59`), კობიაშვილი, დვალიშვილი (ბარაბაძე 70`), მენთეშაშვილი (აფციაური 56`), იაშვილი (მერებაშვილი 77`)

კამერუნი:  ასემბე (ტინგიემი 46),ბაჰანაგ სონგი (ბასონგი 46), ნკულუ (მატიპი 46), ბუკარი, ნჯენგი (ჩეჟუ 46), ალექსანდერ სონგი (ჯერემი 46), მაკუნი, მავუნგუ (მანჯეკი 46), იდრისუ, ვებო (აბუნა 46), კუემახი.

 

   

  



 


ნანახია: 999 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
4 gio B.  
0
es 1 arxi ki araa, es aris anelia face tv.

3 Admin2  
0
ოთიკო, თხოვნას ახლავე აგისრულებ. biggrin

2 otiko  
0
admin ar sheidzleba asoebi cota ro gaadido? dametxara tvalebi. :-))))))

1 MATE  
0
DIDI SIRCXVILI 1 ARXS !!!!!!!!!! AM ARXS RATOM QVIA SAZOGADOEBRIVI VER GAVIGE.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!