ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 17:08


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მარტი » 3 » საქართველო U21 2-0 ესტონეთი U21
17:00
საქართველო U21 2-0 ესტონეთი U21



                        


საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რამდენიმე წუთის წინ ესტონელი თანატოლები 2–0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ გაბელიას შეგირდები ჯერჯერობით მე–4 ადგილზე იმყოფებიან, დაკარგული ქულებით მათ უკვე გადაასწრეს დღევანდელ მეტოქეს და ამას გარდა, დარჩენილი ოთხი მატჩიდან ორი სომხეთის ნაკრებთან აქვთ გასამართი, ერთი კი შვეიცარიასთან საკუთარ მოედანზე, სამივე ამ შეხვედრის მოგება კი შემდეგ ეტაპზე გასვლის უდიდეს შანსს იძლევა. პირველ ადგილზე 7 თამაშიდან 16 ქულით შვეიცარიელები არიან, მეორეზე კი თურქეთის ნაკრებია, რომელსაც 10 ქულა აქვს. ჩვენსა და ესტონეთს შორის დამოკიდებულებაზე უკვე მოგახსენეთ. საქართველოს ნაკრებს 6 ჩატარებული მატჩი და 8 ქულა აქვს.

დღევანდელ შეხვედრაში ჩენი ფეხბურთელების უპირატესობა აშკარა იყო. ყველაზე თვალშისაცემი კი უდიდესი ბრძოლის სურვილი და ტექნიკური არსენალის აშკარა სიმდიდრე გახლდათ. ერთადერთი, რაც ნაკრებს დაეწუნება, საგოლე მომენტების გამოუყენებლობაა, რაც უფრო ძლიერმა გუნდმა შეიძლება არ გვაპატიოს, მაგრამ ეს გამოსწორდება, საფუძველი კი, რაზეც გუნდი უნდა აშენდეს, უკვე სერიოზულია.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს ირაკლი კლიმიაშვილმა, რეზო ბარაბაძემ და რათქმაუნდა ჯანო ანანიძემ, რომლის შემართებაც ყველა მატჩის მშვენებად იქცევა ხოლმე. გოლები ბარაბაძის და ჯანოს ანგარიშზეა, მათ შორის კი იყო უამრავი გამოუყენებელი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, უნდა გამოსწორდეს.

აღსანიშნავია ირაკლი კლიმიაშვილის შესანიშნავი თამაში, რომელმაც დაუღალავად 90 წუთის განმავლობაში მოსვენება არ მისცა მეტოქე გუნდის მცველებს. დიდებულად ითამაშა ქართული ფეხბურთის აღმოჩენამ ჯანო ანანიძემაც, რომელმაც პირველ ტაიმში ორი სახიფათო ჯარიმა შეასრულა, თუმცა ბურთი ორივეჯერ მცირე მანძილით აცდა ესტონელთა კარს. პირველი გოლი ტაიმის მიწურულს მახაჭკალის ”ანჟის” ფორვარდის რევაზ ბარაბაძის ანგარიშზეა, რომელმაც კლიმიაშვილის ჩამოწოდებულ თავი ზუსტად დაუხვედრა და ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა. გატანილი გოლიდან 1 წუთში ესტონელთა მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ერთი-ერთზე ანანიძე და ბარაბაძე დარჩნენ, თუმცა ანანიძის გატანილი ბურთი მსაჯმა არ ჩათვალა, რადგან ჯანო თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კაკუბავა-ხიდეშელის დუეტი დღეს ძალიან დაბნეულად გამოიყურებოდა, რასაც არაერთი შეცდომა მოჰყვა. უჭირდათ საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა. კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა დაახლოებით 72-ე წუთზე როდესაც ჯანო ანანიძის შესრულებული ჯარიმა ძელს მოხვდა. ამ მომენტში მეკარე უძლური იყო და მხოლოდ სანტიმეტრები დააკლდა ჯანოს ანგარიშის გამყარებისათვის. 5 წუთიან მონაკვეთში ქართველებმა კიდევ 2 მომენტი შექმნეს, როდესაც ივანიშვილის პასით ანანიძემ მეკარე მოატყუა, თუმცა ბურთი წინ გაექცა და შემდგომ მისი დარტყმული ბურთი მცველმა კუთხურზე გადააგდო. ჩამოწოდებული კუთხურიდან განუგრავამ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, თუმცა კვლავ სტუმართა მცველმა ითამაშა ზუსტად და ბურთი თავით კარის ხაზიდან გამოიტანა. ამის შემდეგ სახიფათო მომენტი არც ერთი გუნდის კართან არ შექმნილა. სამაგიეროდ მატჩის 92-ე წუთზე შესანიშნავი შეტევა წამოიწყო კლიმიაშვილმა, რომლის მიერ გადმოწოდებული პასი ივანიშვილმა ეფექტურად ქუსლით დაუტოვა ანანიძეს. ამ უკანასკნელმა კი საკმაოდ გამოზომილი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ბურთი გადაგზავნა და ნაკრებს ქართველთათვის ასეთი ნანატრი გამარჯვება მოაპოვებინა.

კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი ყვითელი ბარათებია. ახალგაზრდული ნაკრები ბევრს იბრძვის, მაგრამ ამ ყველაფერს გაფრთხილებები სდევს თან, რაც მომავალში შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ვისურვებდით, რომ ბიჭებმა ბრძოლასთან ერთად ის საფეხბურთო ნიუანსიც ისწავლონ, რომლითაც არბიტრს ჯარიმის ყვითელი ბარათის ჩვენების გარეშე დანიშვნას უბიძგებენ.

მოკლედ, გამარჯვება მიღწეულია, თანაც ბრწყინვალე სტილში. წინ კიდევ ოთხი მატჩია, რომლებშიც ისევ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ!

სანდრო ცხვარაძე და ბექა ჯღარკავა           

 
http://www.fanebi.com



რევაზ ბარაბაძის გოლი



ჯანო ანანიძის გოლი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონი, 20 000 მაყურებელი

 

 

საქართველო–ესტონეთი 2:0(1:0)

 

 

U21 საქართველო: კვასხვაძე, თომაშვილი, კაკუბავა, სანაია (თოთაძე 79), დაუშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი (ივანიშვილი 74), კლიმიაშვილი, ბარაბაძე (ძალამიძე 90+3)

 

U21 ესტონეთი: პედოკი, ტენისტე, კალასტე (ჩეგოდაიევი 86), იაჰიმოვიჩი, მოროზოვი, სილასტე (ალიკუ75), მოსნიკოვი, ანიერი (ტაარი 61), ზენიოვი, პური, სააგი

 

გაფრთხილება: სანაია 16, კალასტე 22, ტენისტე 69, პური 72, ბარაბაძე 73, თომაშვილი 83

 

გოლები: ბარაბაძე 44, ანანიძე (90+3)

 

არბიტრი: მარიოს სტამატისი (კვიპროსი)

 

 

 

საქართველოს ახალგაზდულ ნაკრებს, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ესტონეთის ნაკრებთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეს შანსი გამოიყენა და ესტონეთის ნაკრებს სრულფასოვანი რევანში აგემა. ესტონეთში 2:0 წაგებული მატჩის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ზუსტად იმავე ანგარიშით სძლიეს მეტოქეს და  მიეცათ შანსი, რომ 4 ტურით ადრე, მოიპოვონ საგზური ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ამისთვის 30 მაისს მათ შვეიცარიის ნაკრებსაც უნდა სძლიონ. 

 

"ლოკომოტივის" სტადიონის მოედანი, ჭვავის ყანას უფრო ჰგავდა, ვიდრე სათამაშო მოედანს, მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია, ქართველ ფეხბურთელებს წარმატებისთვის მიეღწიათ და თამაში მოეგოთ.

 

თამაშის დაწყებიდან 3-ე წუთზევე, თორნიკე ოქრიაშვილის წაქცევის გამო, ჯარიმა დაინიშნა, ჯანო ანანიძეს მიზანმა ოდნავ უმტყუნა და ბურთი კარს მცირედით აცდა.

გატანის შანსი ქართველებს არაერთი ჰქონდათ, მაგრამ ტაიმის ბოლომდე მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს. 11–ე წუთზე კაკუბავამ ფლანგზე გრძელი პასი გადააწოდა ანანიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი განუგრავას დაუტოვა. განუგრავას შორი და ძლიერი დარტყმული კარს გადასცდა.

ამ უკანასკნელს 8 თვის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა და მოედანს სულ ცოტა ხანია რაც დაუბრუნდა, მიუხედავად ამისა, ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა მოედანზე.

16-ე წუთზე სანაიამ ზენიოვი წააქცია, რის გამოც გაფრთხილება მიიღო კიდეც, მოსნიკოვის საჯარიმო დარტყმული კი დიდი მანძილიც ასცდა ჩვენს კარს.

 

 

ირაკლი კლიმიაშვილი, რომელიც მატჩის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელად უნდა ჩაითვალოს, თანაგუნდელებს უხვად ამარაგებდა ფლანგიდან პასებით, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჩაწოდებას ბარაბაძის თავური მოჰყვა - 1:0. ზუსტად ერთ წუთში, ბარაბაძე-ანანიძე ესტონელთა მეკარის პირისპირ აღმოჩნდნენ, ანანიძემ კიდეც გაიტანა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა, თამაშგარე დააფიქსირა.

 

მეორე ტაიმი უფრო დაძაბული გამოდგა. 52–ე წუთზე, განუგრავამ ანანიძისგან კარგი პასი მიიღო, თუმცა, მისი კიდევ ერთი შორიდან დარტყმული ამჯერადაც არაზუსტი აღმოჩნდა.  ამ ეპიზოდიდან ორ წუთში, კუთხურიდან ესტონელმა ანიერიმ კინაღამ გოლი გაგვიტანა, აქაც კლიმიაშვილმა ივარგა და ბურთი კარიდან გამოიტანა.

65-ე წუთზე, კაკუბავას შეცდომის შედეგად, სილასტე დაემუქრა საქართველოს ნაკრების კარს, თუმცა კვასხვაძე ადგილზე დახვდა მის დარტყმულს.

 

70-ე წუთზე კლიმიაშვილის კონტრშეტევა პურიმ წესების დარღვევით შეაჩერა, საჯარიმო ანანიძემ დაარტყა, ესტონელები კიდევ ერთი გატანილი გოლისგან ძელმა იხსნა.

რამდენიმე წუთში კლიმიაშვილმა ანანიძეს კარგი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ანანიძე მახვილი კუთხიდან შეეცადა ესტონელების კარის აღებას, მაგრამ ესტონელმა მცველმა ჩაჭრა მისი დარტყმული და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

 

მეორე ტაიმის ბოლოს განუგრავამ კიდევ ერთხელ დაარტყა შორიდან ძლიერად, მაგრამ ამჯერადაც არაზუსტად.

 

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კლიმიაშვილმა ივანიშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ამ უკანასკნელმა ქუსლით ჩინებული პასი გაუკეთა ანანიძეს. ანანიძის პირველი გოლი საქართველოს ნაკრების რიგებში _ 2:0.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და მეორე ადგილზე მყოფ თურქეთის ნაკრებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

 

 

 

 

მატჩისშემდეგ:

 

ირაკლიკლიმიაშვილი: "გადამწყვეტი თამაში იყო და აუცილებლად უნდა მოგვეგო, რომ შანსი შეგვენარჩუნებინა გასვლის. დიდი მადლობა გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის.”

 

ოთარგაბელია: "ყველამ კარგად ითამაშა, იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს მინდვრის ბრალი იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ბიჭები იყვნენ შემართებით, რა ანგარიშიც არ უნდა ყოფილიყო, ისინი ბოლო წუთებამდე იბრძოლებდნენ”.

 

რევაზბარაბაძე: "მოედანი იყო ძალიან ცუდი. ერთ-ერთი ჩვენი ტაქტიკური მონახაზი იყო, რომ თუ გაგორება არ გამოვიდოდა, მაღალ ბურთებზე გვებრძოლა, მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა”.

 


ნანახია: 1369 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!