ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 01:13


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 9 » საქართველო 1-0 მალტა (ფოტომასალა, ვიდეომასალა)
20:09
საქართველო 1-0 მალტა (ფოტომასალა, ვიდეომასალა)
http://s43.radikal.ru/i099/1010/bb/66475d1c7ef0.jpg

8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ევრო-2012 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა და 2007 წლის შემდეგ პირველი ოფიციალური თამაში მოიგო. თემურ ქეცბაის ფეხბურთელებმა მალტა დავით სირაძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლამდე საქმე ვერ მივიდა.

ეროვნულ სტადიონზე მისული გულშემატკივარი ლამის უკვე შეგუებული იყო, რომ ნაკრები მორიგ ფრეს ითამაშებდა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა - კახა კალაძემ ფლანგზე ორთაბრძოლაში იმარჯვა და სირაძეს კარგი გადაცემა გაუკეთა, ვინც მორიგი სანაკრებო გოლი მიითვალა და ქეცბაის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს უკვე სტუმრად ლატვიასთან ითამაშებს. გუშინვე ჩვენ ჯგუფში ჩატარებულ კიდევ ერთ შეხვედრაში საბერძნეთმა ლატვიას 1:0 მოუგო.

პრესკონფერენცია:


ჯონ ბუტიგეგი: "ძალიან რთული იყო ამ მოედანზე თამაში. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მაყურებელმა კარგი მატჩი ნახა. ჩემი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა და სამწუხაროა, რომ ბოლო წუთებზე გოლი გაუშვით. ქეცბაიას და მის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მოვიგებდით. საერთოდ, ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და წარმატებას ვუსურვებ.”

თემურ ქეცბაია: "ყველას მოგილოცავთ გამარჯვებას. სამი წელი ვერ ვიმარჯვებდით და ეს მოგება მომავალი თამაშისთვის ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. კარგია, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. შეცდომები ბევრი იყო. თამაშის მერე გასახდელში შესულმა ბიჭებს რომ შევხედე, ეტყობოდათ, რომ მოედანზე ყველაფერი დადეს.

როდესაც ბოლომდე იბრძოლებ და არ დანებდები, წარმატებასაც მიაღწევ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს გამარჯვებას. ვფიქრობ, დღეს ფავორიტები ვიყავით, რადგან საქართველოსა და მალტას შორის ფეხბურთში დიდი განსხვავებაა. მეტი შემქმნელი ფეხბურთელი და მოძრაობა გვჭირდება. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმების გამო გვაკლია და იმედია მალე დაგვემატებიან.

ამდენი ხალხი იყო მოსული წვიმაში და მინდა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა ჩემი და ბიჭების სახელით მადლობა გადავუხადო. ახლა მთლიანად ლატვიასთან თამაშზე გადავერთვებით, ასევე გადაწყვეტილია, რომ 19 ნოემბერს სტუმრად სლოვენიასთან ვითამაშებთ”


ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

საქართველო - მალტა 1:0 (0:0)
თბილისი. 8 ოქტომბერი, 2010 წელი. "ბორის პაიჭაძე”, 40000 მაყურებელი.

საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, გოგუა, ანანიძე (დაუშვილი, 73), მერებაშვილი (იაშვილი, 46), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

მალტა: ჰაბერი, კარუანა, მამო, სიბერასი (რაიენ ფენეჩი, 69), ანდრე აგიუსი, ბრიფა, მიფსუდი, კოენი (გრიმა, 90), ბაჯადა, შემბრი (პოლ ფენეჩი, 80), პეისი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ბუტიგეგი.

გაფრთხილებები: ხიზანიშვილი (32), კოენი (56), შემბრი (59), აგიუსი (65).
გოლი: 1:0 სირაძე (90+1).

მსაჯები: ალან ბლეკი; გარეტ ეაკინი,პოლ მანი; დევიდ მალკოლმი (ჩრდილოეთ ირლანდია).

http://s005.radikal.ru/i210/1010/b2/5ae3604f6ee8.jpg

http://s52.radikal.ru/i136/1010/00/9c8e7a2ef6e6.jpg


http://s40.radikal.ru/i089/1010/45/8ba78187c71a.jpg

http://s46.radikal.ru/i111/1010/24/47a221f1d196.jpg
 

http://s48.radikal.ru/i120/1010/98/bff68eaa441f.jpg

http://s58.radikal.ru/i159/1010/e9/cf29e8aae08c.jpg
 
http://a.pix.ge/a/fuh43.png

http://b.pix.ge/s/i7gw6.png

http://a.pix.ge/o/u42xh.png

http://a.pix.ge/w/kgt8u.png

http://b.pix.ge/i/vt7s3.png

http://b.pix.ge/q/9ad9k.png

http://a.pix.ge/r/lljt9.png

http://a.pix.ge/f/sb0pt.png

http://b.pix.ge/e/boslh.png

http://b.pix.ge/z/832uz.png

http://a.pix.ge/b/7qmwr.png

http://a.pix.ge/f/q1e0x.png

http://b.pix.ge/d/9ra27.png

http://b.pix.ge/r/dcar8.png

http://a.pix.ge/j/q5joc.png

http://b.pix.ge/h/r9suj.png

http://b.pix.ge/u/6tqzn.png

http://b.pix.ge/i/ntiwy.png

http://b.pix.ge/p/ehzs3.png

http://b.pix.ge/j/kua6d.png

http://a.pix.ge/m/e2rto.png

http://a.pix.ge/j/2ubns.png

http://a.pix.ge/y/606mr.png

http://a.pix.ge/i/xxni5.png

http://b.pix.ge/k/92882.png

 
 
 
ნანახია: 963 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!