ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 11:38


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 28 » საბერძნეთი-საქართველო (ბექგრაუნდი)
19:10
საბერძნეთი-საქართველო (ბექგრაუნდი)

 http://www.uefa.com/MultimediaFiles/Photo/competitions/General/01/51/65/58/1516558_w2.jpg

Greece

3 სექტემბერი 22:45

საბერძნეთი  vs  საქართველო

Georgia


  როგორც მოგეხსენებათ, 3 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები იწყებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ასპარეზობას. ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთის ნაკრებს ეთამაშება. თემურ ქეცბაიას, როგორც  საქართველოს ნაკრების თავკაცს და საბერძნეთის ნაკრების ახალ მწვრთნელს პორტუგალიელ -ფერნანდო სანტუშს ოფიციალურ ტურნირში დებიუტი ექნებათ. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის მზადებას საქართველოს ეროვნული ნაკრები 30 აგვისტოს კვიპროსზე, ქალაქ ნიქოზიაში დაიწყებს. 2 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენში გაემგზავრება. წარმოგიდგენთ მოახლოებული შეხვედრის ბექგრაუნდს.


  საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა: 

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო” თბილისი), გრიგოლ ბედიაშვილი ("ოლიმპი”);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი ("კაისერისპორი”, თურქეთი), კახა კალაძე ("მილანი”, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი”, ინგლისი), ლაშა სალუქვაძე ("რუბინი”, რუსეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი” მოსკოვი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო”, უკრაინა), მათე ღვინიანიძე ("მიუნხენ 1860”, გერმანია), დავით კვირკველია ("სიბირი”, რუსეთი); 
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა”, გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა”, სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი” მოსკოვი, რუსეთი), გოგიტა გოგუა (”სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო” თბილისი), თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი”), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე”, გერმანია);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("მაკაბი” ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე ("სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი”).


  საბერძნეთის ნაკრების სრული შემადგენლობა: 

მეკარეები: ალექსანდროს ცორვაზი ("პანათინაიკოსი"),  მიხელის სიფაკისი ("არისი"); 
მცველები: ლუკას ვინტრა ("პანათინაიკოსი")  გეორგიოს სეიტარიდისი ("პანათინაიკოსი"), სოკრატის პაპასტატოპულოსი ("მილანი"),  ავრაამ პაპადოპულოსი ("ოლიმპიაკოსი"), სტელიოს მალეზასი ("პაოკ"),  ნიკოს სპიროპულოსი ("პანათინაიკოსი"), გეორგიოს ცაველასი ("აინტრახტი"), გიანის მანიატისი ("პანიონიოსი");
ნახევარმცველები: კოსტას კაცურანისი ("პანათინაიკოსი"), სოტრის ნინისი ("პანათინაიკოსი"), ალექსანდროს ციოლისი ("რასინგი"), ვასილის ტოროსიდისი ("ოლიმპიაკოსი"),  გიორგიოს კარაგუნისი ("პანათინაიკოსი"), პანტელის კაფესი ("აეკ"), პანაგიოტის კონე ("ბრეშა");
თავდამსხმელები: ანტონის პეტროპულოსი ("პანათინაიკოსი"), დიმიტრის სალპინგიდისი ("პაოკ"), გიორგიოს სამარასი ("სელტიკი"), კოსტას მიტროღლუ ("ოლიმპიაკოსი"), თეოფანის გეკასი ("აინტრახტი"). 


საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები სულ 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთივე შეხვედრაში გამარჯვება ბერძნებს დარჩათ:

1996 წელი: საბერძნეთი საქართველო 2:1
1998 წელი: საბერძნეთი-საქართველო 3:0
1999 წელი: საქართველო-საბერძნეთი 1:2
2005 წელი: საქართველო-საბერძნეთი 1-3
2005 წელი: საბერძნეთი-საქართველო 1-0

   

  როგორც მოგეხსენებათ, ორივე მწვრთნელს ერთმანეთთან ბერძნულ გუნდებში მუშაობა აკავშირებს.


http://internet.ge/v2/news_images/200909171250.jpg

  თემურ ქეცბაია 1994–1997 წლებში "აეკის" ღირსებას იცავდა, როგორც ფეხბურთელი. გუნდთან ერთად ორჯერ გახდა საბერძნეთის თასის მფლობელი. 2009 წელს ქეცბაიას სულ რამდენიმე კვირით მოუწია "ოლიმიაკოსის" მწვრთნელად მუშაობა. 2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.


http://3.bp.blogspot.com/_F2MX4kMULdU/TBSlwCZI80I/AAAAAAAAqMo/QMBtXQTlyIE/s1600/fernando_santos.jpg

  ფერნანდო სანტუში "აეკს" 2001–2002 წლებში წვრთნიდა. შემდეგ 2002–2003 წლებში იყო "პანათინაიკოსი", 2004–2006 წლებში კვლავ "აეკს" ხელმძღვანელობდა, ხოლო 2007–2010 წლებში "პაოკს" თავკაცობდა. 2010 წლის 1 ივლისს სანტოსი გახდა საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი.


http://www.athletic-club.net/web/fotos/arbitros/arbitrogrande24.jpg

  შეხვედრა პირეოსში "გეორგიოს კარაისკაკისის" სტადიონზე 3 სექტემბერს თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს განსჯის 38 წლის ესპანელი რეფერი კარლოს კლოს გომესი. 


http://www.ogol.com.br/img/estadios/683/3683_ori_georgios_karaiskakis.jpg



ბექა დოგრაშვილი



  

ნანახია: 1799 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!