ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:42


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » რომან ფიფია დიდი რეფორმების გატარებას გეგმავს
14:26
რომან ფიფია დიდი რეფორმების გატარებას გეგმავს


თბილისის "დინამო" დიდი ცვლილებების მოლოდინშია. თუმცა კლუბის ჯერაც არაოფიციალური ახალი მეპატრონე რომან ფიფია და ხელმძღვანელები, მურთაზ შელია და მიხეილ ჯიშკარიანი მნიშვნელოვან საკადრო ნაბიჯებზე არაფერს ამბობენ. ფიფია კლუბის გადაფორმების შემდეგ გეგმავს დიდ საკადრო ცვლილებებს.

ჯერ კლუბში ოფიციალურად არც რამაზ მუმლაძის მისვლა დასტურდება. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ კახა კაჭარავამ "დინამოს" დუბლებში მუშაობა შესთავაზა.

სიახლეა მხოლოდ სამედიცინო პერსონალში - ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილმა ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა გია მაზავრიშვილი შეცვალა. იგი ბოლო წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექიმი გახლდათ.

ჯერ არ გადაწყვეტილა, დარჩება თუ არა კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. დეკემბრიდან მოყოლებული გვესმის, რომ 24 წლის პერსპექტიულ მეკარეს უცხოეთში იწვევენ. დაგვისახელეს გერმანული და იტალიური კლუბები, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი გარკვეულა. ისევე, როგორც ალეკო კოშკაძეზე, რომლის ტრანსფერიც დეკემბერში ლამის განხორციელებულად გამოაცხადეს.

თუმცა სიახლეები აუცილებლად იქნება და თან მეტად სერიოზული - რაც მთავარია, არის დიდი და რეალური იმედები. რომან ფიფია კლუბში დიდი რეფორმების გატარებას გეგმავს. ფეხბურთელებიც ამის იმედად არ ჩქარობენ წასვლას. არადა, ბოლო წლებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



ნანახია: 772 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!