ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 06:59


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » რის გამო იძიეს შური წარმატებულ ფეხბურთელზე
21:20
რის გამო იძიეს შური წარმატებულ ფეხბურთელზე


ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი საბედისწერო მხოლოდ ჰოლანდიისათვის არ აღმოჩნდა. ჩემპიონატმა სერიოზული პრობლემები ქართველ ე.წ. მაზავშჩიკებსაც შეუქმნა. ამ საქმესთან დაკავშირებით, სკანდალური დაკავება ივლისის თვეში მოხდა... მოკლედ, მსოფლიო ჩემპიონატის ”მაზებმა” წარმატებული ქართველი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის კარიერაც შეიწირეს.

ტანმორჩილი ფორვარდის კარიერა
დღეს, გიორგი დემეტრაძე, ანუ უბრალოდ, დემე, როგორც მას ქართველი გულშემატკივარი იცნობს, დაკავებულია. მისი საფეხბურთო ბიოგრაფია კი საკმაოდ წარმატებული გახლდათ. დემეტრაძის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 56 მატჩი, 12 გოლი და უამრავი სიხარულია, რომელიც 169 სანტიმეტრის ტანმორჩილმა ფორვარდმა გულშემატკივარს აჩუქა. 2007 წლის მარტში გლაზგოში დემემ ბოლოჯერ მოირგო საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური.

გიორგი დემეტრაძემ კარიერა თელავის ”კახეთში” დაიწყო. მერე იყო ”დინამო”, სადაც 67 გამართულ მატჩში 51 გოლი გაიტანა. სწორედ ”დინამოდან” მიიწვიეს ის "ფეინოორდში", თუმცა იქ დემეს საქმეები კარგად ვერ აეწყო და როტერდამელთა რიგებში მხოლოდ 8 მატჩის გამართვა მოასწრო. მერე კი დაიწყო საუკეთესო წლები ქართველი ფორვარდის კარიერაში. ვლადიკავკაზის ”ალანიაში” დემეტრაძემ 1998-1999 წლის სეზონში 43 მატჩი გამართა და 35 გოლი გაიტანა. მაშინ დემე მთელი ვლადიკავკაზის კერპი იყო...

დაჭერის ოფიციალური ვერსია
დემეტრაძესთან ერთად, ე.წ. ხელზე გამაზვის საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და მათ ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა წაუყენეს. საქმეში ორი ცნობილი პიროვნება ფიგურირებს - კრიმინალი ვატო ყიფიანი, რომელიც რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და როგორც ამბობენ, თავად ხელისუფლებამ უზრუნველყო მისი უკრაინაში გამგზავრება.

მეორე ცნობილი პირი კი ამ საქმეში ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე აღმოჩნდა. საქმე ეხება მოგებული ”თავანის” ამოღებას, რომელსაც ვატო ყიფიანი ხელმძღვანელობდა უკრაინიდან, თბილისში კი ამ საქმეს, სხვა პირებთან ერთად, გიორგი დემეტრაძე ასრულებდა. დაკავებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. დემეტრაძე დღემდე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის თქმით, დემეტრაძე არ ცნობს თავს ქურდული სამყაროს წევრად.

რა მოხდა სინამდვილეში
იმის შესახებ, თუ რა გახდა გიორგი დემეტრაძის დაჭერის ნამდვილი მიზეზი, ”ქართულმა სიტყვამ” რამდენიმე ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა, თუმცა წყარომ, რომელიც ასევე, ყოფილ ფეხბურთელი და გიორგი დემეტრაძის მეგობარია, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მოკლედ, როგორც დემეტრაძის მეგობრის მონათხრობიდან ირკვევა, ფეხბურთელი სინამდვილეში სხვა მიზეზითაა დაკავებული და ქურდული სამყაროს წევრობა არაფერ შუაშია.

-”მე და გიო ბავშვობიდან ერთად ვართ, ძალიან კარგად ვიცნობ და თავს დავდებ, რომ ის არანაირ ქურდულ სამყაროსთან კავშირში არ არის. ეს საქმე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. არჩევნებზე ”ნაციონალებმა” გიოს დაურეკეს და სთხოვეს, რომ მათი სახე გამხდარიყო - რეკლამაში მიეღო მონაწილეობა. გიორგის პოლიტიკა არ აინტერესებს, თან ესენი არ მოსწონს. ამიტომ შემოთავაზებაზე უარი თქვა.

ერთ საღამოს ჩემთან იყო სახლში და მითხრა, - ”ნაცები” ტვინს მიჭამენ, მირეკავენ, არ მინდა მაგათი პოლიტიკა, შემეშვან… გუშინ ისე მომიშალეს ნერვები, რომ ვაგინე მაგათაც, მაგათ პრეზიდენტსა და მერსაცო.

აი, ასე მითხრა დემემ. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ ამის გამო დაიჭირეს და არა იმიტომ, რასაც აბრალებენ. დღეს ყველა ჩუმადაა და არავინ იღებს ხმას, პრინციპში, არც ვამტყუნებ, ესენი მაგარი საშიში ხალხია. ხომ ხედავ, მეც ვერ ვბედავ, რომ ხმამაღლა ვთქვა ეს ყველაფერი, არადა ის ბიჭი სულ ტყუილად ზის.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს. ვიცოდი, რომ გიო მას იცნობდა, მაგრამ არანაირი მეგობრობა არ აკავშირებდა, ან რა საერთო უნდა ჰქონოდა? ის კრიმინალია, გიორგი კი - სპორტსმენი, რა ქურდულ მენტალიტეტზეა ლაპარაკი, ბიჭი მთელი ცხოვრება ვარჯიშობს”, - ამბობს წყარო, რომლის თქმითაც, დემეტრაძის ოჯახი დღემდე შოკშია და მომხდარის დაჯერება უჭირს.

დემეტრაძის მეგობარი ფეხბურთელის დაკავების მეორე ვერსიასაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შესაძლებელია, მისი დაკავება ფეხბურთს უკავშირდებოდეს.

”დემეს საკმაოდ დიდი და წარმატებული კარიერა ჰქონდა, ბოლო პერიოდი კი, ტრავმების გამო, უგუნდოდ იყო დარჩენილი. ყველა ფიქრობდა, რომ ის ნაკრებში დაბრუნდებოდა, მაგრამ რატომღაც არ გადაწყდა ეგ საკითხი, მერე ცხინვალის ”სპარტაკში” თამაში შესთავაზეს, გიორგიმ უთხრა, დავფიქრდებიო. არ უნდოდა ”სპარტაკში” თამაში, ”სპარტაკი” დემეს დონის გუნდი არაა.

რამდენიმე ხნის წინ, როგორც ვიცი, სანაკოევმაც დაურეკა, მაგრამ გიორგიმ უარი უთხრა. რამდენადაც ვიცი, სანაკოევი განაწყენებულა და გიორგისთვის უთქვამს, თუ ”ალანიაში” თამაშობდი, ”სპარტაკი” რითია ნაკლებიო? მაშინ, როცა გიორგი ”ალანიაში” თამაშობდა, სულ სხვა მდგომარეობა ჰქონდა და მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფატქიც უკავშირდებოდეს მის დაჭერას”, - ეჭვობს ფეხბურთელის მეგობარი.

”ქართული სიტყვა” გიორგი დემეტრაძის ოჯახის წევრებთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ოჯახის წევრები მედიასთან ურთიერთობისაგან ჯერ თავს იკავებენ. პირად საუბარში კი ფეხბურთელის მეუღლემ განაცხადა, რომ გიორგის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

-”დარწმუნებული ვარ გიორგის უდანაშაულობაში, საქმეს ადვოკატი სწავლობს და მჯერა, რომ სიმართლე სულ მალე გაირკვევა. ერთი, რაც მინდა, ვთქვა, ისაა, რომ ყველა იმ ადამიანს მადლობას ვუხდი, ვისაც გიორგი უყვარს და მისი სჯერა. ბევრი მირეკავს და თანადგომას მიცხადებს. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია”, - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ფეხბურთელის მეუღლე.


გაზეთი - "ქართული სიტყვა"


ნანახია: 1331 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 guga  
0
demeee chen shentan vart misha sheni dedas me ____ eg qurdebi _______ dedas sul prezidnenti xoar iqnebi she kurdgelo

1 ben10  
0
me mjera am statiis. shuri idzies demeze, sul tyuilad daichires. sad qurduli samyaro da sad deme.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!