ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 14.12.2017, 07:26


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 6 » რეზო არველაძე: "ახლა ჩვენ ფეხბურთს უპირველეს ყოვლისა ოცი კვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება"
12:51
რეზო არველაძე: "ახლა ჩვენ ფეხბურთს უპირველეს ყოვლისა ოცი კვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება"


ხორვატიასთან გამარჯვება და ისრაელთან დამარცხება ჩვენი ნაკრებისათვის, რასაკვირველია, განვლილი ეტაპია. თუმცა რა დასამალია - გადაჭარბება მაინც გვიყვარს! და ყოველთვის გვიყვარდა...

რევაზ არველაძე - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: ვერ ვიტყვი, რომ მოგების შემდეგ იყო ეიფორია, რადგან ის შემთხვევა არაა, როცა ერთ კონკრეტულ მატჩში ფავორიტს დაამარცხებ. ეს იყო წაუგებელი სერიის ბოლო, მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომლის შემდეგაც, ბუნებრივია გაჩნდა იმედი, რომ ისრაელთან შეხვედრაში ჩვენი ნაკრების შანსი გაიზარდა...

რამდენადაც მე ვიცი, ნაკრების ხელმძღვანელობა სამ მატჩში: ხორვატიასთან - შინ და სტუმრად ისრაელთან შეხვედრებში მინიმუმ სამ ქულას ვარაუდობდა. ორ მატჩში ეს სამი ქულა უკვე მოვიპოვეთ და თუ ჩვენი ნაკრები დაამარცხებს ლატვიასა და მალტას, საბერძნეთს 15 ქულით დავხვდებით და სწორედ თბილისში გაირკვევა, ვითამაშებთ თუ არა დამატებით მატჩებს ფინალური ტურნირის საგზურისათვის.

- თითქოს მეორე პლანზე გადავიდა 17 და 21 წლამდე ნაკრები გუნდების წარუმატებელი ტურნირები საფრანგეთსა და ავსტრიაში...
- ავსტრიაში გამართული 21 წლამდე ასაკის ნაკრებების საერთაშორისო ტურნირი ალბათ ჩვენი გუნდის წევრების რეალური შესაძლებლობების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შემოწმება იყო ევროპის ჩემპიონატის რთული საკვალიფიკაციო მატჩების წინ. ახლა, ოთარ გაბელიას სრული წარმოდგენა აქვს, თუ ვინ - რას წარმოადგენს.

მოგეხსენებათ, რომ ამ ნაკრებში თამაშის უფლება უფრო დაბალი ასაკობრივი კატეგორიის გამორჩეულ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ და სწორედ აქედან, 2 - 3 წელიწადში ველით ეროვნული ნაკრების ღირსეულ კანდიდატებს.

რაც შეეხება საფრანგეთში გამართულ 17 წლამდე ასაკის ნაკრების ელიტ-რაუნდს. სამ მატჩში - სამი წაგება, განსაკუთრებით ყველაზე მტკივნეული - ნორვეგიასთან 0 - 5... ვიყოთ რეალისტები: საფრანგეთში, როცა მასპინძელთა ნაკრებთან ერთად თამაშობ, რასაკვირველია, ურთულესია ფინალური ტურნირის ერთადერთი საგზურის მოპოვება. თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებლობას თავიდანვე შეგუებულნი ვიყავით.

დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ნაკრებს მეტი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ვფიქრობ, რომ მწვრთნელები შემადგენლობებში კორექტივს შეიტანენ. საერთოდ კი, მოგეხსენებათ, რომ ამ ასაკის მწვრთნელების ამოცანაა შეარჩიონ ყველაზე ნიჭიერი, პერსპექტიული კონტიგენტი და საერთაშორისო ტურნირებში მისცენ მათ თავის გამოჩენის შანსი. ხოლო როცა ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა სხვადასხვა ასაკის ნაკრებების ჩამოყალიბება, მიზანი ყველასათვის ცხადი გახდა: მწვრთნელმა ბავშვების დაოსტატებაზე უნდა იფიქროს, იმუშაოს და თუ მისი აღზრდილი ზედა ასაკის ნაკრებში გადაინაცვლებს, ახალ მწვრთნელს პრობლემები არ უნდა შეექმნას, ე.ი. გზა პროგრესისაკენ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს. ესაა ერთგვარი საფეხბურთო ესტაფეტა, რომლის ფინიში - ეროვნული ნაკრებია.

ხომ გახსოვთ, სხვადასხვა ასაკის ნაკრებისათვის კანდიდატების შერჩევის მიზნით, ფედერაციამ თბილისში საქართველოს რეგიონებიდან ჩამოიყვანა ყველაზე გამორჩეული ბავშვები და ჩვენს მწვრთნელებს მშვენიერი საშუალება მიეცათ, რომ კიდევ ერთხელ შეემოწმებინათ მათი მონაცემები და პერსპექტივები...

- და მაინც, ალბათ დამეთანხმებით, რომ ბავშვების და ჭაბუკი ფეხბურთელების შერჩევის ასეთი მეთოდი, რასაკვირველია, მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ, ალბათ არასაკმარისია, რადგან ახალ თაობას ხომ პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში მუდმივი ყურადღება და დაკვირვება სჭირდება...
- ვხვდები რასაც გულისხმობთ, მაგრამ სკაუტების პრაქტიკის დამკვიდრება მე მაინც შემდგომ ეტაპად მიმაჩნია. ახლა ჩვენ ფეხბურთს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ოცი კვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაფერი მწვრთნელი, რომლებიც იმუშავებენ კლუბებში, სხვადასხვა ასაკის ნაკრებ გუნდებში. ნიჭიერი, მაღალი კვალიფიკაციის რამდენიმე მწვრთნელი გვყავს, მაგრამ მათი რიცხვი სამწუხაროდ, არ აღემატება ჩვენი ხელების თითების რაოდენობას.

ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად უწყობს ხელს მწვრთნელებს, ისინი ესწრებიან უეფას ყველა სემინარს. ვფიქრობ, რომ აგრეთვე აუცილებელია ევროპის ცნობილ კლუბებში ჩვენი პერსპექტიული მწვრთნელების სტაჟირებაც, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. მაგრამ, პრობლემების დაძლევა შესაძლებელია, მითუმეტეს ახლა, დღევანდელ სიტუაციაში, როცა ქართული ფეხბურთის მომავლით ხელისუფლების დაინტერესება გამოიკვეთა. რაც შეეხება ქომაგებს - მათ ხომ არასოდეს განელებიათ ფეხბურთის სიყვარული და ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია...


დავით ქლიბაძე
ნანახია: 343 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!