ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:48


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მაისი » 12 » ყველაფერი ფინანსური Fair Play-ს შესახებ
00:19
ყველაფერი ფინანსური Fair Play-ს შესახებ



უეფა განაგრძობს ევროპული საფეხბურთო კლუბებისთვის ახალი, უმკაცრესი სისტემის შემუშავებას და ის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნით ფაზაშია. მიუხედავად უდიდესი გამოხმაურებისა, ბევრმა ფეხბურთის მოყვარულმა მთელ მსოფლიოში და ალბათ საქართველოშიც, ზუსტად არ იცის, თუ რა პრინციპებზეა საუბარი და რას გულისხმობენ უეფას მაღალჩინოსნები, როცა ფინანსურ Fair Play-ზე და ამ კანონების უკვე მომდევნო, 2011/12 წლების საფეხბურთო სეზონიდან ამოქმედებაზე გვესაუბრებიან.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ძალიან საინტერესო მასალას, რომელიც ჩვენი აზრით სრულ წარმოდგენას შეგიქმნით ამ ყველაფრის შესახებ.


უეფას გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ახალი წესები ძალაში მომავალი თვიდან (ივნისი) შევა და მისი დარღვევა კლუბის ევროპის ან ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნას, ასეთზე არ ასპარეზობის შემთხვევაში კი მისთვის სატრანსფერო სანქციების დაწესებას გამოიწვევს.

მანვე ცალსახად გაუსვა ხაზი საფეხბურთო საზოგადოების ინტერესის მთავარ საგანს, რომ ეს კანონები ერთნაირად, ყოველგვარი ქვეპუნქტებისა და დამატებების გარეშე გავრცელდება ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კალიბრის კლუბზე, იქნება ეს, ჩელსი, ბარსელონა, მადრიდის რეალი თუ ლუქსემბურგის ჩემპიონატის რომელიმე წარმომადგენელი.

"ახალი წესები უკვე ყველამ იცის და მათი დაცვაც მოუწევთ. ახლა ერთადერთი კითხვა, რომელიც ყველა კუთხიდან მესმის ესაა, "კი მაგრამ, გამოიღებს ეს შეზღუდვები შედეგს?” ჩემი პასუხია – დიახ, თანაც აუცილებლად. მატარებელი უკვე დაიძრა და ვინც მას ჩამორჩება საფეხბურთო სამყაროდან მოიკვეთება!”,- ამბობს ინფანტინო.

ზემოთ წარმოდგენილი გახლდათ ნაწყვეტები უეფას ამ ფუნქციონერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტერვიუდან, საბოლოოდ, კი ევროპული ფეხბურთის მმართველო ორგანიზაციის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • უეფა ამ ნაბიჯით საკლუბო ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანას გეგმავს, რის არსებობაზეც უკვე ფაქტები მეტყველებენ
  • "ფულიანი მფლობელების” ერა ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, რომან აბრამოვიჩს და მის მსგავს მმართველებს ფულის სხვა საქმეში დაბანდება, ან მაქსიმალურად გამართულად მუშაობა მოუწევთ.
  • ფინანსური Fair Play-ის ამ დროისთვის არსებული დოკუმენტი საბოლოო არ გახლავთ და დროთა განმავლობაში მას გამოცდილებით მიღებული შენიშვნები ჩაემატება.
  • ევროპულ ფეხბურთში ახლანდელ გრანდებსა და "მაჩანჩალებს” შორის არსებული სხვაობა არ გაქრება, ეს მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს ჰგონიათ.
  • წესების დამრღვევი კლუბები ტურნირებიდან მოკვეთით, სატრანსფერო საქმიანობასთან დაკავშირებული და ფინანსური სანქციების გატარებით დაისჯებიან.

უეფაში ამბობენ, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა ევროპის 55 ქვეყნის 660 კლუბის წარმომადგენელთან ერთად მიმდინარეობდა და თითოეული პუნქტი ხანგრძლივი სხდომების, განხილვების და დასაბუთებული მსჯელობის შემდეგ არის დამტკიცებული.

მოვუსმინოთ ისევ ინფანტინოს: "ყველა მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ კატასტროფა გარდაუვალია. 2009 წელს, ტოპ ევროპულ ჩემპიონატებში მოასპარეზე გუნდების მიერ განცდილმა საერთო ზარალმა 1.2 მლრდ ევროს გადააჭარბა, სწორედ ამ სტატისტიკის გაცნობის შემდეგ დაიწყო უეფამ აღნიშნულ საყოველთაო შეზღუდვებზე მუშაობა”.

"საფეხბურთო ბიზნესმა უფრო რაციონალურად უნდა იმუშაოს. ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, როდესაც რესტორანში შესვლა სურს. თუ ჯიბეში 100 ევრო გიდევთ, 100 ევროზე მეტს ვერ დახარჯავთ, ეს სრულიად ჯანსაღი ლოგიკაა”.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტზე მუშაობისას, სწორედ ზემოთხსენებული მოლაპარაკებების შედეგად უეფას გარკვეულ კომპრიმისზე წასვლა მაინც მოუწია. მომავალი სამი წლის მანძილზე კლუბებს ჯამურად 45 მლნ ევროს ზარალის ჩვენების უფლება აქვთ, 2014-დან 2017 წლამდე ეს რიცხვი კიდევ 15 მილიონით შემცირდება.

"ხალხი ფიქრობს, რომ დიდი ქვეყნის დიდ კლუბებს ეს შეზღუდვები არ შეეხება. მინდა გითხრათ, რომ არა! გამონაკლისები არ დაიშვება!"

- ჯანი ინფანტინო, უეფას გენერალური მდივანი

"კლუბებს ახალ წესებთან შეგუება მოუწევთ და ურჩები მკაცრად დაისჯებიან,” -ამბობს ინფანტინო. "რამდენიმე კლუბი უკვე, ახალი კანონების ოფიციალურად ამოქმედებამდე მოხვდა შავ სიაში, მათ უბრალოდ ვერ გაიარეს ლიცენზირების ჩვენს მიერ წაყენებული მოთხოვნები. მაგალითად, ესპანური მალიორკა. ბოლო წლებში მსგავსი პრობლემა ჩვენ, ან თავად ეროვნულმა ფედერაციებმა 27 კლუბს შევუქმენით და გვჯერა, რომ ისინი ამ შეცდომებს აღარასდროს გაიმეორებენ”.

"ხალხი ფიქრობს, რომ თუ საქმე დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნის სახელოვან წარმომადგენელს შეეხება, ყველაფერი არცისე მკაცრად იქნება, როგორც ქაღალდზე წერია. გვინდა, ამ ილუზიებისგან ფეხბურთის თითოეული რიგითი გულშემატკივარი განთავისუფლდეს. წესები ყველასთვის საერთოა და სწორედ ეს არის მისი მთავარი შინაარსი!”

"მეტიც, არ იქნება ზედმეტი თუ ვიტყვი, რომ ამ სტანდარტების დაცვა, რომლებიც ფაქტობრივად კლუბების მიერვეა შემუშავებული, მათსავე ინტერესებშია, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე ისინი უბრალოდ გაკოტრდებიან.”

"აქამდე თუნდაც ნულოვანი მოგების შენარჩუნების ვალდებულებაც არავის ეკისრებოდა. კლუბებს ჰყავდათ მფლობელები, რომლებიც საჭიროებისას დამატებით სახსრებს აინვესტირებდნენ. დღეს ეს ქმედება შეზღუდულია, თუმცა დასაშვები, მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, ზოგადად კი კლუბი საკუთარ თავს თავად უნდა ინახავდეს, სწორედ ეს გახლავთ ამ ინიციატივის მთავარი პრინციპი”.

"შედეგად მიიღწევა ის, რომ 10 წელიწადში აღარ იარსებებს კლუბი, რომელიც ღრმა ფინანსურ კრიზისშია, ანაც საბანკო ვალდებულებებით საზრდოობს. ვიმედოვნებთ, რომ მინიმუმ ის 660 კლუბი მაინც, რომელმაც ჩვენთან სტანდარტების შემუშავების საქმეში ითანამშრომლა, ახალი წესების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს”.

კითხვას, როგორ უნდა მოახერხონ უახლოეს სამ წელიწადში ჯამური ზარალის ზემოთ მითითებულ მაჩვენებლებამდე შემცირება მაგალითად ჩელსიმ, ან მანჩესტერ სიტიმ, რომლებსაც 120 მილიონზე მეტით არიან ჩამორჩენილი ამ ნიშნულს, უეფა ასე პასუხობს:

"მოუწევთ, ყოველ შემთხვევაში მოუწევთ იმის გაკეთება მაინც, რომ მომდევნო სამ სეზონში მითითებულ თანხაზე მეტი აღარ იზარალონ, ხოლო თუ ჯამური მაჩვენებელსაც ნორმამდე დაიყვანენ, ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს წლებში მოგებაზე გავლენ, რაც პირველ რიგში მათთვისვე იქნება სასარგებლო. ხვდებით ალბათ, რომ მუშაობის პრინციპების ძირეულად შეცვლის გარეშე ეს და მათი მსგავსი კიდევ ბევრი კლუბი ამას ვერ მოახერხებს, პრინციპის შეცვლა კი თავისთავად ჩვენს სტანდარტებში ჩაჯდომას და ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობას უზრუნველყოფს”.

"წესების შესახებ კლუბებმა უკვე წელიწადზე მეტია იციან და ვიმედოვნებთ, გარკვეული სტრატეგიაც აქვთ შემუშავებული. როცა ფულს აინვესტირებ, ამონაგების მიღებაზეც უნდა იზრუნო, სხვაგვარად ბიზნესი დასაღუპადაა განწირული”.

"ზუსტად ისე, როგორც ამას საგადასახადო ინსპექციები აკეთებენ, უეფაც პერიოდულად კლუბების ფინანსურ საქმიანობას შეამოწმებს და მათ ხარჯებისა და შემოსავლების წარმომავლობის დასაბუთება მოუწევთ".

- ანდრეა ტრავესკო, უეფას ლიცენზირების დირექტორი

"პერიოდულად კლუბებს უეფასთვის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა მოუწევთ, რომელსაც სპეციალური აუდიტორთა პალატა გააკონტროლებს და გარკვეულ ინდიკატორებზე რეაგირებასაც მოახდენს. გუნდები, რომლებიც ინფორმაციის ნებისმიერი მეთოდით გაყალბებაში იქნებიან ეჭვმიტანილნი, დამატებით შემოწმებას გაივლიან, თუმცა არც რეკომენდაციების სისტემის უგულებელყოფას ვაპირებთ, მითუმეტეს, პროექტის საწყის ეტაპზე”.

"ახალი ფინანსური სტანდარტები უეფასა და ეროვნულ ფედერაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მუდმივი დიალოგის რეჟიმში ორივე მხარე მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ კლუბებს რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნათ, შესაბამისად, ფედერაციებს დამატებითი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც შიდა ბაზრების ლოიალურობის მაქსიმალურად გაზრდისთვის ღონისძიებების გატარების აუცილებლობაში გამოიხატება”.

დავუბრუნდეთ კვლავ ინფანტინოს და ვნახოთ, რას ფიქრობს ის მდიდარ და ღარიბ კლუბებს შორის არსებული ისტორიული ზღვარის შემცირების შესახებ.

"გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, მაგრამ ვთვლი, რომ უახლოესი 10 წლის მანძილზე მდიდარი კლუბები მდიდრებად, ღარიბები კი ღარიბებად დარჩებიან. რა იქნება შემდეგ, ეს მხოლოდ თითოეული კლუბის მენეჯმენტის გამართულ და გააზრებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ დღეისთვის დაბალ პოზიციებზე მყოფ გუნდებს ელიტაში მოხვედრის შანსი უჩნდებათ, თუმცა მხოლოდ ახალი კანონის ძალაში შესვლით ეს არ მოხდება, ყველაფერი მაინც მათ ბიზნეს გათვლებზეა დამოკიდებული”.

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც ფინანსური Fair Play-ს შემოღების იდეის ავტორად ითვლება, თვლის, რომ პროექტი აუცილებლად გაამართლებს: "ის იმუშავებს, რადგან ეს ყველას ინტერესებში შედის. თვეების მანძილზე უამრავი კლუბისგან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, რამაც იდეის გამართლებულობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. სულელი უნდა იყო, ამ რეგულაციებს რომ არ დაეთანხმო, სულელების ადგილი კი ევროპულ ფეხბურთში არ არის!”

"ვერ ვიტყვი, რომ რომან აბრამოვიჩის და შეიხ მანსურის ერა დასრულა, მაგრამ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ეს ადამიანები ძველებურად ასეულობით მილიონს ვეღარ დახარჯავენ, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ – ამონაგების არარსებობის პირობებში. არ შეიძლება ფეხბურთი ერთეული მდიდარი ადამიანების სათამაშო იყოს. დაფიქრდით, რა იქნება ხვალ რომან აბრამოვიჩმა ცუდ ხასიათზე რომ გაიღვიძოს და "ჩელსიზე” უარი თქვას? კლუბი უკეთეს შემთხვევაში ნაკლებად შეძლებული, ან გამოუცდელი მფლობელის, სავარაუდოდ კი დირექტორთა საბჭოს ხელში აღმოჩნდება, რომელსაც ერთ მხარეს ვალდებულებების ზღვა ექნება, მეორე მხარეს კი არაფერი. ასე მოკვდება მსოფლიოს ასიათასობით ადამიანის ოცნება და ეს კიდევ უამრავ კლუბს ემუქრება”.

უეფაში უჭირთ იმის გამორიცხვა, რომ შესაძლოა გუნდებმა, რომლებიც უბრალოდ უარს იტყვიან ახალი პრინციპების დაცვაზე, ალტერნატიული ევროპული თასი ჩამოაყალიბონ, თუმცა აქვე ამატებენ, რომ ეს პერსპექტივა წესით კლუბების ხელმძღვანელებს ყველაზე ნაკლებად უნდა ხიბლავდეთ.

"პირველი, რითაც ამ დოკუმენტზე მუშაობა დავიწყეთ, რამდენიმე ტოპ კლუბისგან მყარი გარანტიის მიღება იყო იმის შესახებ, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა. მათ სახელებს არ გავახმაურებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვის ჭირდება ჩემპიონთა ლიგა, რომელშიც თამაშობს ბარსელონა, მაგრამ არ არის მადრიდის "რეალი”? ან არჩევანს აკეთებს "მანჩესტერ იუნაიტედი”, "ჩელსი” კი სულ სხვა ტურნირში გამოდის? ეს აბსურდია, ამას გარდა, მსგავსი ქმედება ამ გუნდების შიდა ასოციაციებიდან გარიცხვას გამოიწვევს, რაც ფინანსურ კოლაფსს ნიშნავს, ასე რომ, ეს არგუმენტები უსაფუძვლოა, წესების დამორჩილება ყველას მოუწევს და რაც მთავარია, ეს მათ სასარგებლოდ კეთდება!”, – ამბობს პლატინი.


fanebi.com
ნანახია: 1589 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!