ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 26.07.2017, 11:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » ყენიამ ვარჯიში საყინულეში დაიწყო
16:37
ყენიამ ვარჯიში საყინულეში დაიწყო


შემოკლებული შვებულება, ვარჯიშის უფრო ადრე დაწყება, არანაირი ხელთათმანები და გრძელი შარვლები თოვლსა და ყინვაში (გელზენკირხენში უკვე მოთოვა) და მეორე გუნდში გადაყვანილი სამი ძირითადი ფეხბურთელი - აი, ასეთია „შალკეს" მთავარი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის სანქციები „კაიზერსლაუტერნთან" ნაჩვენები სამარცხვინო ფეხბურთისა და შედეგის (0:5) შემდეგ. გელზენკირხენულ კლუბში ხასიათი ყველას გაყინული აქვს.

პირველი, რაც გუშინ მაგათმა გააკეთა, სამი ფეხბურთელის განაცხადიდან ამოშლა და მათი მეორე გუნდში გადაყვანა იყო. ეს უმკაცრესი სანქცია პირველ რიგში საყრდენ ნახევარმცველ ჯერმეინ ჯონსს შეეხო - ფეხბურთელს, რომელსაც „შალკესთან" საკმაოდ ხანგრძლივი, კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მაინც შეგახსენებთ, რომ ჯონსი გელზენკირხენული კლუბის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფიგურად მოიაზრება. უფრო სწორად, მოიაზრებოდა. ჯონსის გარდა, ზარმაცობისა და გაზულუქებისთვის განელი მარცხენა მცველი ჰანს შარპეი და ახალგაზრდა ნახევარმცველი ალექსანდერ ბაუმიოჰანი დაისაჯნენ. იმასაც გაგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი მაგათის ნაყიდია. ჯონსი, შარპეი და ბაუმიოჰანი ვარჯიშს „შალკეს" მოყვარულთა გუნდში გააგრძელებენ.

შესაბამისად, „შალკეში" სამივე მათგანის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, პირველ რიგში კი ჯონსის, რომლისთვისაც მაგათის ხელში ეს ნამდვილად არაა პირველი სასჯელი. ფელიქსმა ამერიკის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ, „ზანკტ პაულისთან" მატჩამდეც ზუსტად ასე დასაჯა. მაგათი მაშინ ამბობდა, ჯონსმა „ვოლფსბურგთან" შეხვედრაში (2:2) ჩემი არცერთი დავალება არ შეასრულაო.

გარდა ამისა, მაგათი ფეხბურთელებს ვარჯიშს ათის ნაცვლად, ახლა ცხრა საათზე აწყებინებს და უკვე შუადღის სამ საათზე მეორე ვარჯიშია ხოლმე დაგეგმილი. ამასთან, მიუხედავად ყინვისა (მინუს სამი გრადუსი), გელზენკირხენელ ფეხბურთელებს გუშინდელ ვარჯიშზე არც ხელთათმანები ეკეთათ და არც გრძელი სპორტული შარვლები ეცვათ.

აქვე კარგი ამბებიც: გუშინ 19-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა „შალკეს" მარცხენა მცველმა კრისტიან პანდერმა, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული და ეს იმიტომ აღვნიშნეთ, რომ პანდერის მნიშვნელობა გაგახსენოთ. 

ახლა კი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი მკითხველებისთვის ყველაზე საინტერესო იქნება: როგორც იქნა, ვარჯიში დაიწყო ლევან ყენიამაც. ჩვენებურმა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა და როგორც „კიკერის" კორესპონდენტი წერს, ლევანს უდიდესი მონდომება ეტყობოდა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი - ლაზარეთში მან ხომ წელიწადზე მეტი გაატარა. შეგახსენებთ, რომ ლევანს ოპერაცია ზუსტად ერთი წლის წინ გაუკეთეს, ბუნდესლიგაში კი 2009 წლის სექტემბრის მერე აღარ უთამაშია.

„პანდერისა და ყენიას დაბრუნება ძალიან სასიხარულო ამბავია. კრისტიანს და ლევანს ძალიან დიდი ხანი გაუცდათ და პირველივე ვარჯიშზე შეეტყოთ, რომ მონდომებულები არიან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია," - თქვა მაგათმა ვარჯიშის შემდეგ.

დღეს ფელიქსს კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა ელის. მან ბოსებს ბევრი რამ უნდა აუხსნას და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა გააცნოს. შაბათს კი, „შალკე" მიუნხენის „ბაიერნს" მასპინძლობს.




ნანახია: 144 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!