ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 20.09.2017, 15:54


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 2 » ყენია-ანანიძე-მჭედლიძე - ამ ტრიომ კარგი სამკუთხედი უნდა შექმნას!
12:26
ყენია-ანანიძე-მჭედლიძე - ამ ტრიომ კარგი სამკუთხედი უნდა შექმნას!


ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს ეროვნული გუნდის ყოფილი მცველი ლევან სილაგაძე, რომელიც 1998-2001 წლებში თამაშობდა ნაკრებში და 21 მატჩი ჩაატარა. საინტერესოა ეროვნულის ყოფილი წევრის აზრი ამჟამინდელ ნაკრებზე.

- ნაკრები პროგრესის გზაზეა და ამის დასტურად არაერთი არგუმენტის დასახელება შეიძლება. ისევ საფეხბურთო სამყაროში ვტრიალებ და აშკარად იგრძნობა, რომ ხალხი კმაყოფილია თემურ ქეცბაიას მუშაობით. თითო-ოროლასგან განსხვავებული აზრიც მსმენია, სხვაგვარ თამაშს ელოდნენ ქეცბაიას გუნდისგან, მაგრამ ამ აზრს ვერ დავეთანხმები.

- მაინც როგორ თამაშს ელოდნენ?
- მავანნი ქეცბაიას გუნდისგან უფრო შემტევ ფეხბურთს ელოდნენ. ჯერ ერთი, ჩვენი ნაკრები ეგრეთ წოდებული. ყრუ დაცვით არ თამაშობს. მეორეც, ქეცბაიას რა რესურსიც აქვს, ტაქტიკა-სტრატეგიას იმის მიხედვით არჩევს. განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწვრთნელმა არჩეულ კურსს უნდა გადაუხვიოს. კი ბატონო, 10-15 წლის წინ ჩვენი ნაკრები უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ სხვა რესურსი გვქონდა. ბევრად მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავდა. მთავარია, რა რესურსიც გაქვს, ის გამოიყენო მაქსიმალურად. აბა, ჰყავდეს ქეცბაიას არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ნემსაძე, დემეტრაძე, თავად ქეცბაია და ყველა ნახავდა, როგორ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებდა ნაკრები. ჩვენი ნაკრები 60 პროცენტით დაცვაზეა ორიენტირებული. თანამედროვე ფეხბურთში დაცვაზე აქცენტით ბევრი გუნდი თამაშობს. რაღა შორს წავიდეთ, შესარჩევ ციკლებში ჩვენი ხშირი მეტოქე იტალიის ნაკრები სწორედ დაცვაზე ორიენტირებული სტილით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

- ნაკრები პროგრესს განიცდის და ამის დასტურად არაერთი არგუმენტის მოხმობა შეიძლებაო, თქვით. თქვენი არგუმენტები.
- მას მერე, რაც ნაკრები ქეცბაიამ ჩაიბარა, წელიწადი გავიდა და გუნდს უკვე აქვს თავისი სტილი და ხელწერა. ბოლო წლებში ეროვნულს თითქმის არ ჰყავდა ძირითადი ბირთვი, რომლის გარშემოც ძლიერი გუნდი უნდა აშენდეს. ამჟამად ნაკრების ბურთვი გამოკვეთილია. განვლილ მატჩებშიც კარგად ჩანდა, რომ მთავარი მწვრთნელი გუნდს კომბინაციებსა და სტანდარტულებზე ამუშავებს. ქეცბაიას ბოლო ნაბიჯიც მომეწონა და ვფიქრობ, ეს თავის შედეგს გამოიღებს.

ვგულისხმობ სლოვენიაში ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშს. ეროვნულში თამაშის პრეტენზია ბევრ ფეხბურთელს აქვს. ქეცბაიამ სლოვენიაში ისინი წაიყვანა, ვინც კლასით ნაკრებთან მიახლოებულად მიიჩნია. ამ ამხანაგური მატჩისთვის 30 ფეხბურთელი გამოიძახა და ვინც სლოვენიაში არ წაიყვანა, ისინი ვარჯიშებზე ნახა და მათზე წარმოდგენა შეიქმნა.

- თქვენი აზრი სლოვენიასთან მატჩზე...
- ჩინებული იყო. ჩვენმა გუნდმა ექსპერიმენტული შემადგენლობითაც კი ღირსეულად ითამაშა. ვაგებდით და მოვიგეთ. მიჭირს გახსენება, ქეცბაიამდე ეროვნულმა როდის შემოაბრუნა თამაში. კოპერში ყველა კარგად წარმოჩნდა, ეროვნულის სტაჟიანი წევრებიც, დებიუტანტებიც და ნაკრებში დაბრუნებული ფეხბურთელებიც.

- ვინ უფრო დაგამახსოვრდათ?
- უპირველესად, მეკარე გიორგი ლორიას გამოვყოფდი. სლოვენიელებს ის პენალტი რომ გაეტანათ, ღმერთმა იცის, რა შედეგით დასრულდებოდა მატჩი. აშკარად იგრძნობოდა, რომ კარში საიმედო მეკარე იდგა და გუნდმაც მშვიდად, თავდაჯერებულად ითამაშა. რევიშვილთან ერთად ლორიაც საიმედოა, ანუ ორი სრულფასოვანი მეკარე გვყავს და ერთ-ერთმა ტრავმა რომ მიიღოს, წესით, სანერვიულო აღარ უნდა გვქონდეს. ჩინებული იყო ანანიძე. ჯანოს უდავოდ დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი ფეხბურთის იმედია. მთავარია, ზრდა არ შეწყვიტოს და ვარსკვლავად ჩამოყალიბდება. მცველ გურამ კაშიასაც გამოვარჩევდი, კარგად ითამაშა... საერთოდ კი, ყველამ იბრძოლა, ნაკრებს გუნდური თამაში და სულისკვეთება ეტყობოდა.

- მცველი იყავით და ჩვენი ნაკრების უკანახაზელებზე რას იტყვით?
- უთამაშებლობის შემდეგ ნაკრების კაპიტანი კალაძე ისევ ფორმაშია. ქეცბაია მას დაცვაში ცენტრშიც ათამაშებს და მარცხენა ფრთაზეც, კახა ორივეგან გამორჩეულია. ლატვიაში სწორედ მისი პასით გაიტანა დათო სირაძემ. მალხაზ ასათიანი კვლავაც საიმედოა. ქეცბაიამ ალექსანდრე ამისულაშვილი დააბრუნა ეროვნულში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია. იგივეს ვიტყოდი ლაშა სალუქვაძეზე. ნაკრების თავკაცი ხიზანიშვილს საყრდენ ნახევარმცველადაც ათამაშებს და ზურა ამ პოზიციაზეც კარგია. სლოვენიაში ხიზანიშვილისა და კანკავას ტანდემი კარგი იყო. დაცვაში დებიუტანტმა აკაკი ხუბუტიამ ითამაშა. დებიუტის კვალობაზე ნორმალურად წარმოჩნდა, ეტყობა, რომ შეუძლია მოუმატოს.

- ნაკრების დებიუტანტებიდან და შედარებით ახალი წევრებიდან ვის გამოარჩევდით?
- ვაწაძემ ჩინებული საგოლე პასი მისცა ანანიძეს და საერთოდაც კარგად ითამაშა. კანკავა კიდევ მოუმატებს, ძალიან საჭირო ფეხბურთელია. კაშიაზე უკვე ვთქვი, კარგები იყვნენ ოქრიაშვილი და გურული.

- ვისაც სლოვენიაში არ უთამაშია, მათგან თუ გეგულებათ ისეთი, ვინც ნაკრებში უნდა გამოიცადოს?
- ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, პირველ რიგში ყენიასა და მჭედლიძეს დავასახელებდი. ყენია-ანანიძე-მჭედლიძე, ამ ტრიომ კარგი სამკუთხედი უნდა შექმნას... მარცვალაძეც საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის.

ზოგადად კი ამას ვიტყოდი: განვლილ შესარჩევ ციკლში ნაკრებს ყოველ შეკრებაზე ტრავმის გამო მინიმუმ 4-5 ფეხბურთელი აკლდა, ნაკრები კი კლუბი არ არის, ფეხბურთელი სხვა გუნდიდან იყიდო. ვფიქრობ, ქეცბაიას ეს გათვლაც აქვს, მან კოპერის მატჩით გუნდში კონკურენცია გაზარდა. ამასთან, ფეხბურთელებიც შეიგულა, ვინმე თუ დაშავდება, შემცვლელი ხომ უნდა ჰყავდეს. ქართული კლუბებიდან ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებით კი ეროვნული ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მეტი სტიმული მისცა....

- ჩვენს ჩემპიონატზეც ვთქვათ. როგორ ფიქრობთ, იკლო თუ იმატა ხარისხმა?
- ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა უფულობა და უხარისხო მოედნებია. ვფიქრობ, ბოლო წლებში პირველობის დონე არც უკეთესია და არც უარესი. 10-გუნდიან პირველობაში დაძაბულობა ასე თუ ისე შენარჩუნებულია. გარიგებული მატჩები თითქმის აღარ არის, მაგრამ საკითხავია, რას გვიქადის ფინანსური კრიზისი. სამი კლუბი, "ბაია", "კოლხეთი" და "სამტრედია" მძიმე დღეშია და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, საეჭვოა, შეძლებენ სეზონის ჩამთავრებას.

- ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებს სისტემატურად ესწრებით. თქვენი აზრით, კიდევ ვის შეუძლია, გაუშინაურდეს ნაკრებს?
- რუსთავის "ოლიმპის" თავდამსხმელ ირაკლი მოდებაძეს ნაკრებში უკეთ შეუძლია თამაში. რიგაში ვიყავი და ძალიან მომეწონა "ზესტაფონის" ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი. ვიტჯორჯიელი შუახაზელი ირაკლი კლიმიაშვილიც გამოსარჩევია. არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და იმედია, მოუმატებენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 197 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!