ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 09:00


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » ფრანკო ფოდა: “აქცენტს შეტევაზე გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი კოზირია”
21:39
ფრანკო ფოდა: “აქცენტს შეტევაზე გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი კოზირია”
http://worldsport.ge/GetPic.aspx?Image=ff330762-75d7-4f54-9878-011c7781b1c1.JPG&size=350

ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს” მეტოქე გრაცის "შტურმი” დღეს, 14:00 საათზე ჩამოფრინდა თბილისში და სასტუმრო "რედისონში” დაბინავდა, 19:00 საათზე კი ფრანკო ფოდას გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ვარჯიში ჩაატარა, რომელიც საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა. A”მსოფლიო სპორტმა” ავსტრიელების 18-კაციანი შემადგენლობა გუშინ გაგაცნოთ და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა – "შტურმი” ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვიდა და თანაც კარგ ხასიათზეა: გარდა იმისა, რომ თბილისის "დინამოსთან” პირველი მატჩი 2:0 მოიგო, ავსტრიის ბუნდესლიგაშიც ყოჩაღად თამაშობს და 3 მატჩში 7 ქულა აქვს.
ვარჯიშის დაწყებამდე 40 წუთით ადრე, ფოდამ "ეროვნულზე” პრესკონფერენცია გამართა. მწვრთნელს "შტურმის” ნახევარმცველი ჰარის ბუკვაც ახლდა:
ფრანკო ფოდა: თბილისელებს ვაწაძე ემატებათ, რომელიც გუნდისთვის დიდი ძალაა.  დარწმუნებული ვარ, "დინამო” შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ჩვენ კი სივრცე მოგვეცემა და გოლის გატანას ვეცდებით.
-    ანგარიშიდან გამომდინარე, ალბათ, დაცვას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ.
-    მთლად ასეც არ იქნება. აქცენტს შეტევაზე გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი კოზირია.
-    რამდენად კარგად ხართ მომზადებული ამ მატჩისთვის?
-    ხასიათსა და საბრძოლო განწყობას არ ვუჩივით. ჩემი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.
-    ამინდზე რას იტყვით?
-    პრობლემა არ არის. ერთი კი არის, ჩემი გუნდი უპირატესობას ფლობს იმ მხრივ, რომ ავსტრიაში ჩემპიონატი დაიწყო, საქართველოში კი – არა.

ჰარის ბუკვა: "ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ორი გოლი გავიტანე და იმედი მაქვს, თბილისშიც არ დავრჩები უგოლოდ. "დინამო” კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკვე უპირატესობა გვაქვს პირველი მატჩის შემდეგ”.

აშკარად ეტყობოდა, რომ ფოდა, ბუკვა და ავსტრიელი ჟურნალისტებიც კარგ ხასიათზე იყვნენ. საბაბი არ აქვთო, ვერ ვიტყვით.
"დინამოსა” და "შტურმის” დაპირისპირება 5 აგვისტოს, ეროვნულ სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება.



"მსოფლიო სპორტი"
ნანახია: 874 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!