ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 02:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 24 » ფოფხაძე "ვიბორგს" სენტიმენტალურად დაშორდა
11:13
ფოფხაძე "ვიბორგს" სენტიმენტალურად დაშორდა


გიორგობა დღეს გიორგი ფოფხაძემ "ვიბორგთან" სამწლიანი დავა გამარჯვებით დაასრულა. დანიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ "ვიბორგის" თავკაცები და ფეხბურთელი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ - მიზეზად ფოფხაძემ ოჯახის და სამშობლოს მონატრება დაასახელა.

”გიორგი ფოფხაძემ, რომელიც გუნდში 2006 წელს ჩაირიცხა და ”ვიბორგში" 4 სეზონზე მეტი გაატარა, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მან მიზეზად სამშობლოში დაბრუნების სურვილი, მეუღლე ნინას და შვილის, ნიტას მონატრება დაასახელა.

”გიორგი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო დროს სამშობლოსა და ოჯახში დაბრუნების სურვილი მოეძალა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და კონტრაქტი გავწყვიტეთ. გიორგი არა მხოლოდ კარგი და მებრძოლი ფეხბურთელი, არამედ კარგი პიროვნებაცაა. თავისი იუმორით ”ვიბორგში" სახალისო ატმოსფეროს ქმნიდა. ამიტომ ფოფხაძეს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ”, - ამბობს ”ვიბორგის" გენერალური დირექტორი მორტენ იენსენი.

ფოფხაძემ საპასუხო ჟესტი გააკეთა: "კლუბში გატარებულმა ოთხმა წელმა ძალიან ბევრი რამ შემძინა და წასვლა მიმძიმს. აქაური მეგობრები, ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები დამაკლდებიან. მათ წარმატებას ვუსურვებ. განსაკუთრებით გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, მათ ხომ ”ვიბორგის" საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

მადლიერი ვარ კლუბის ხელმძღვანელების, რომლებმაც გამიგეს და ჩემს წინადადებას დათანხმდნენ. დანიაში ცხოვრება ძალიან მომწონდა, ეს ზღაპრული ქვეყანაა, ვიბორგი კი მშვენიერი ქალაქი, მაგრამ სამშობლოსა და ოჯახში დაბრუნება მსურს, რადგან ორივე ძალიან მენატრება".

ეს ყველაფერი ლამაზი და სენტიმენტალური ფასადია, რეალურად საქმე ასეა: გიორგის უკვე სამი წელია, კლუბის დატოვება სურს, რაშიც ”ვიბორგის" თავკაცები ხელს უშლიდნენ. რამდენჯერმე ტრანსფერი მათი მომეტებული მადის გამო ჩაეშალა. ერთი თვის წინ ”ლელოსთან" გიორგიმ თქვა კიდეც, რომ ფინანსური კრიზისში ჩავარდნილ ”ვიბორგში" დარჩენას აღარ აპირებდა.

ამჟამად თექვსმეტგუნდიან პირველ დივიზიონში ”ვიბორგი" მეცამეტე ადგილზეა და სუპერლიგაში გადასვლის არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია - ცხადია, გიორგი ფოფხაძის გადაწყვეტილება ამანაც განაპირობა.

მაგრამ ეს ყველაფერი კონტრაქტის გასაწყვეტ მიზეზად ვერ გამოდგებოდა - რეალურად როგორ გახდა ფოფხაძე თავისუფალი აგენტი, ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, მას ახალ კლუბში იწვევენ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



ნანახია: 779 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!