ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 24.11.2017, 08:21


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » აპრილი » 20 » ფეხბურთის ფედერაცია ლაგოდეხის ბაზას არემონტებს
12:17
ფეხბურთის ფედერაცია ლაგოდეხის ბაზას არემონტებს


სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.

საუბარია კახეთში, ლაგოდეხში მდებარე სპორტულ ბაზაზე, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, ვინაიდან ბაზა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და საფუძვლიან სამუშაოებს საჭიროებს.

ლაგოდეხის სპორტული ბაზა 1973 წელს აშენდა და ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა, რაც, უპირველესად, მისი უნიკალური ადგილმდებარეობის დამსახურებაა. თუმცა, აშენების შემდეგ, შენობას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, რასაც მისი დღევანდელი იერსახეც ცხადყოფს.

შენობა ოთხ სართულიანია, მთლიანად ბაზა კი, საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. ბაზაზე მდებარეობს სტანდარტული, ბუნებრივსაფარიანი სტადიონიც. არაჩვეულებრივი ბუნება და კლიმატური პირობები კი, ყველა პირობას ქმნის სრულყოფილი მოსამზადებელი და საწვრთნელი პროცესების ჩასატარებლად.

როგორც უკვე გითხარით, რეაბილიტაციის წინა, მოსამზადებელი სამუშაოები სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. სამუშაოზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მზადების პროცესშია ბაზის რეაბილიტაციის პროექტი. მისი მომზადების შემდეგ კი, იგეგმება საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური რემონტი, მთლიანად განახლდება ოთახები, კვების ბლოკი და სხვა დამხმარე შენობები. ასევე, განახლდება სტადიონის საფარი და არსებულ ტრიბუნებზე დამონტაჟდება ინდივიდუალური სკამები.

არსებული რესურსიდან გამომდინარე, გეგმაშია კიდევ ერთი დიდი და ორი მცირე ზომის მოედნის გაკეთებაც.

დღეს, სფფ – ს პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხში იმყოფებოდა და კიდევ ერთხელ შეამოწმა მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები.



ნანახია: 280 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!