ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:56


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 4 » ფეხბურთი ბიზნესის ჭრილში: კოლხეთში წილებს ინაწილებენ
01:09
ფეხბურთი ბიზნესის ჭრილში: კოლხეთში წილებს ინაწილებენ
http://s50.radikal.ru/i130/0912/04/32e16591f5c8.jpg

უმაღლესი ლიგის კლუბების განსახელმწიფოებრიობის პროგრამა, ბევრისათვის მოულოდნელად, ძალიან საინტერესოდ და სწრაფად წარიმართა. პროფლიგის კონფერენციის დასრულების შემდეგ, ლიგის პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ გადაწყვეტილი ამბები გაამხილა - ამიერიდან კერძო მესაკუთრის ხელში კიდევ სამი კლუბი გადავიდა: ბოლნისის "სიონს" "მადნეული" მიხედავს, ზუგდიდის "ბაიას" "სოკარი" და "ჯი-ემ-სი ჯგუფი", ფოთის "კოლხეთს" კი ფოთის პორტი და კიდევ ექვსი ბიზნესჯგუფი.
კლუბში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ფოთის "კოლხეთის" პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვთხოვეთ. ის აკონკრეტებს, პორტის გარდა, რომელი კომპანიები დაეხმარებიან ახალი სეზონიდან.

"ფოთის პორტმა კლუბის აქციების 40 პროცენტი გადაიფორმა. ამას გარდა, "კოლხეთზე" პატრონობა კიდევ ექვსმა კომპანიამ აიღო. მათი უმრავლესობა ფოთში საქმიანობს. ახლა ტექნიკური დეტალები ზუსტდება და გვეცოდინება, რომელი მათგანი კლუბის აქციათა რამდენი პროცენტის მფლობელი გახდება და თითოეული მათგანი თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს. ჩემი კომპანია "კოლხეთში" 10-პროცენტიან წილს იტოვებს და პრეზიდენტი კვლავ მე ვიქნები", - გვითხრა ბარქაიამ.
საქართველოს ჩემპიონატში ქართული ბრენდების შემოსვლის სეზონი ივნისის დასაწყისში კომპანია "ვისოლმა" გახსნა, რომელმაც ქუთაისის "ტორპედო" აიყვანა.

მანამდე უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ხუთი კერძო კლუბი გახლდათ: თბილისის "დინამო", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და თბილისის "ლოკომოტივი". ეს ორი უკანასკნელი უმაღლესიდან გავარდა და მათ ნაცვლად შემოსულ კლუბებიც კერძო ბიზნესმა აიყვანა - "ტორპედო" და "კოლხეთი". დანარჩენი ხუთი კი ("ოლიმპი",

ცხინვალის "სპარტაკი", ბოლნისის "სიონი", "სამტრედია" და ზუგდიდის "ბაია") ან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე გახლდათ, ან ნაწილობრივ მაინც იყო მასზე დამოკიდებული.

მაგალითად, ზუგდიდის "ბაია" ავიღოთ: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ზვიად სიჭინავა კლუბიდან წამოვიდა. მას შემდეგ ცნობილი არ იყო, ვის ეკუთვნოდა "ბაია". როგორც ჩანს, კლუბი რაიონმა და ქალაქმა აიყვანეს, რადგან ახალი სპონსორი მოუძებნეს.

რუსთავის "ოლიმპი" კერძო კლუბად დაფუძნდა, მაგრამ ეკონომიკური გაჭირვების დროს ქვემო ქართლის ადმინისტრაციის თავკაცი დავით კირკიტაძე რომ არ დახმარებოდა, კლუბი სერიოზულად დასუსტდებოდა. ის ბოლნისის "სიონსაც" დაეხმარა, რომელიც მთლიანად ბოლნისის და ამ რაიონის ბიუჯეტს "ჩამოეკიდა" მსოფლიო ბაზარზე ფასების რადიკალური დაცემის შემდეგ კი, "მადნეულს" გაუჭირდა და არ ეფეხბურთებოდა.

საბედნიეროდ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ნელ-ნელა ჩაცხრა, ქართულმა წარმოებებმაც სული მოითქვეს და ფეხბურთისკენაც გაიხედეს: ახლა ორივე კლუბი ძველმა მეპატრონემ დაიბრუნა: "ოლიმპი" - "ქართულმა ფოლადმა", "სიონი" კი - "მადნეულმა".
ცხინვალის "სპარტაკის" არსებობა მთლიანად სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევის კეთილი ნების დამსახურებაა. ინფორმაცია "სპარტაკის" კერძო ჯგუფის ხელში გადასვლის შესახებ არ დადასტურდა, იმერლების მოლაპარაკებამ ინვესტორთან კი ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

ამრიგად, ახლა უმაღლეს ლიგაში რვა კერძო კლუბია - "ოლიმპი", "დინამო", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "სიონი", ზუგდიდის "ბაია", "ტორპედო" და "კოლხეთი", სახელმწიფოს კი მხოლოდ ორი კლუბი რჩება - "სპარტაკი" და "სამტრედია".
ბევრისთვის, შესაძლოა, ბოლომდე გაუგებრია, რა სარგებლობა მოაქვს კერძო კლუბს და რატომაა ის სახელმწიფო კუთვნილებაში მყოფზე სასარგებლო. ამის თვალსაჩინო მაგალითად 30 მაისს თბილისში გამართული საქართველო-შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობა გამოდგება: საქართველოს ნაკრებში ეროვნული პირველობიდან (ძირითადში და შეცვლაზე)  კერძო კლუბების 9 ფეხბურთელმა ითამაშა (როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, ბუბა დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი (ყველა "ზესტაფონი") ლევან კაკუბავა, მათე ვაწაძე (ორივე თბილისის "დინამო"), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია"), თორნიკე ოქრიაშვილი ("გაგრა"),  მხოლოდ ნიკა კვეკვესკირი იყო ზუგდიდის "ბაიადან" რომელსაც სახელმწიფომ მხოლოდ მეორე წრეში მიხედა.

ლეგიონერების უმრავლესობაც კერძო კლუბების გაზრდილი გახლდათ: ლაშა თოთაძე უცხოეთში "გაგრადან" წავიდა, გიორგი განუგრავა და ბექა გოცირიძე "ზესტაფონიდან", რეზო ბარაბაძე "თბილისიდან", ნიკა ძალამიძე ზვიად სიჭინავას კუთვნილ კერძო კლუბ "ბაიაში" გაიზარდა. მეკარე გიორგი ბახტაძე, მცველი ბაქარ მირცხულავა, ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი კი უცხოეთში მცირეწლოვნები წავიდნენ და კლუბში არ უთამაშიათ.

იმავე პერიოდში თემურ ქეცბაიამ კამერუნთან მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ კერძო კლუბების ფეხბურთელები მიიწვია: მაქსიმე ქვალითაია (თბილისის "ლოკომოტივი"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გურამ კაშიას კი "დინამოში" თასის ფინალი ელოდა და ეროვნულს ამიტომ ვერ შეუერთდა.

ამას გარდა, საყურადღებოა მედიაკომპანია "კოლხიდას" პრეზიდენტ ლექსო თოფურიას განცხადება, რომელიც სახელმწიფო კლუბებს საფეხბურთო ტელეპროექტის დამაბრკოლებელ ფაქტორად ასახელებს, რადგან სახელმწიფო კლუბი წამგებიანია და სარისკო პარტნიორად განიხილება, მენეჯმენტიც გაცილებით მოუქნელი აქვთ.

თუნდაც "ლოკომოტივისა" და "გაგრას" მაგალითი გაიხსენეთ: ბოლო წლებში სახელმწიფო კლუბმა გაზარდა და ძლიერ კლუბში გაუშვა ნიჭიერი ფეხბურთელი, როგორც "გაგრამ" (თორნიკე ოქრიაშვილი "შახტარში"), "ლოკომოტივმა" (ლევან ყენია "შალკეში"), "ბაიამ" (ნიკა ძალამიძე მოსკოვის ცსკა-ში) და საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" (გიორგი ჭანტურია "ბარსელონაში"). ეს არ არის მშრალი სტატისტიკა, ძალიანაც მეტყველი ფაქტებია, რომელსაც დაფიქრება სჭირდება.

როდესაც ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი კლუბებიდან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს იწვევენ, ასეთი კლუბების მუშაობის "ეფექტურობაზე" ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ გვჭირდება ჩვენ კერძო კლუბები, სადაც მეპატრონე საკუთარ ფულს უფრთხილდება და მისი ყადრი იცის. იცის ისიც, რისთვის მუშაობს და რა მიზანი აქვს - არა გვგონია ეს პატარა განსხვავება იყოს.


მერაბ მამულაშვილი
"ლელო"
ნანახია: 783 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!