ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 14:44


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 22 » პერტია არველაძეს სტუმრობდა
18:21
პერტია არველაძეს სტუმრობდა


ლატვიის "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია კვირაზე მეტ ხანს თურქეთში სტაჟირებაზე იმყოფებოდა. პერტია თავის მეგობარს, "კაისერის" თავკაცს, შოთა არველაძეს სტუმრობდა. ლატვიაში დაბრუნებული ქართველი სპეციალისტი თურქულ შთაბეჭდილებებზე "დაუგავას" ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.

- თამაზ, გვიამბეთ თქვენს შთაბეჭდილებებზე. თქვენთვის რამე ახალი აღმოაჩინეთ?
- რა თქმა უნდა, აღმოვაჩინე. მწვრთნელად სულ სამი წელია ვმუშაობ და ჩემთვის ბევრი რამ იყო ახალი. შოთას კითხვებს ვუსვამდი და დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვიღებდი. ფეხბურთი უზარმაზარ წიგნს ჰგავს, მისი ბოლომდე შესწავლა შეუძლებელია, ამიტომ ეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. სტაჟირებით ძალიან კმაყოფილი ვარ. შესაძლებლობა მქონდა ორ თეორიულ მეცადინეობას დავსწრებოდი.

ჩემი მეგობრის, შოთა არველაძის ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მან იქაური ატმოსფეროს შეგრძნების საშუალება მომცა. მინდა გითხრათ, რომ ამ თურქული გუნდის ვარჯიშები იმდენად ორგანიზებულია, რომ მეჩვენებოდა თითქოს ისინი სულ 20 წუთი გრძელდებოდა. ვარჯიშები ყურადღება შეტევით მოქმედებებზე იყო გამახვილებული. ეს იმიტომ რომ გუნდს უახლოესი შეხვედრა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ელოდა.

შოთა საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო. მან ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატებში ("აიაქსი", "ალკმაარი", "რეინჯერსი" და სხვები) 400 გოლი გაიტანა. თავისი ამპლუის გამო , ის შეტევით მოქმედებებში თავს ისე გრძნობს,როგორც თევზი წყალში და ცდილობს, თავისი ცოდნა გუნდს გადასცეს. არ დავმალავ, რომ ხანდახან ვდაობდით. იქ მიღებული გამოცდილება "დაუგავაში" მუშაობაში დამეხმარება.

- ცნობილია, რომ "კაისერისფორი" თურქეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი გუნდია. რას იტყოდით ამის შესახებ?
- საშიანო მატჩში 2:0 ანგარიშისასაც კი ლომებივით იბრძოდნენ. მივხვდი, რომ სწორი სამწვრთნელო პროცესი და კარგი ინფრასტრუქტურა ძვირფას ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანია. თურქულ გრანდებთან შედარებით ასეთი მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობებითაც კი "კაისერისფორი" 4-ე ადგილზე იმყოფება და საჩემპიონო მედლებისთვის ბრძოლა შეუძლია.

პერტაიამ თურქი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომაზეც ისაუბრა:

"ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მოდიოდნენ. ვარჯიშის დროს ახალგაზრდა და გამოცდილ ფეხბურთელებს შორის განსხვავებას ვერ ვამჩნევდი. ახალგაზრდებში უზარმაზარი სურვილი და მონდომება იგრძნობა. ვარჯიშის შემდეგ თითოეული მათგანი შეცდომების გამოსასწორებლად ინდივიდუალურად მუშაობს. ასევე შევამჩნიე, რომ არცერთი ფეხბურთელი თეორიულადაც კი არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ფეხბურთის გარდა სხვა საქმით დაკავდეს".

ნანახია: 736 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!