ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 14:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » აპრილი » 22 » პელე ბრაზილიის ნაკრებით ჩამოვა?
19:04
პელე ბრაზილიის ნაკრებით ჩამოვა?


საერთაშორისო კომპანია "ინტერ ამერიკა სპორტმა" საქართველოში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებისთვის მუშაობა დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამაში გვარწმუნებს კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ნიკო პატარქალიშვილი, რომელმაც 2008 წლის ოქტომბერში თბილისში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა. 

"ინტერ ამერიკა სპორტის" მხარდაჭერით, პატარქალიშვილი ამჯერად ოთხთა ტურნირის ჩატარებასა და თვით ფეხბურთის მეფე პელეს ჩამობრძანებას გვპირდება. საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც საქართველოს გარდა, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის 20-წლამდელთა მონაწილეობაც იგეგმება, სწორედ პელე უნდა დაესწროს. პროექტის მიხედვით, ოთხთა ტურნირი თბილისში 2-6 ოქტომბერს (ფიფას კალენდარული დღეები) უნდა ჩატარდეს. ამასთან დაკავშირებით, პატარქალიშვილი ფეხბურთის ფედერაციაში ზვიად სიჭინავას, რევაზ არველაძესა და ალექსანდრე ჩივაძეს შეხვდა. აი, რა გვითხრა ამ შეხვედრის თაობაზე "ინტერ ამერიკა სპორტის" წარმომადგენელმა:

"სიჭინავასაც, არველაძესაც და ჩივაძესაც ძალიან მოეწონათ ეს პროექტი. ამ ტურნირისთვის ფედერაცია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მოამზადებს. ფეხბურთის მეფე პელეს სტუმრობა კი დიდი მნიშვნელობის სპორტული და პოლიტიკური მოვლენა იქნება. ამ პროექტში ქართული კომპანიების ჩართვაც აუცილებელია. ეს დიდი ვიზიტი იქნება და მაღალ დონეზე უნდა მომზადდეს. ოქტომბრამდე გვარიანი დროა, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ ზრუნვა, რათა ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ამ ჩანაფიქრის განხორციელებაზე უკვე მუშაობს "ინტერ ამერიკა სპორტი" და მისი პრეზიდენტი ალბერტო პისანი. პელეს გავუგზავნეთ წერილი და პასუხიც მივიღეთ - გვატყობინებენ, რომ ის მოხარულია ამ მოპატიჟებით და მზადაა, ვიზიტის დეტალებზე უკვე კონკრეტული მოლაპარაკებაც დაიწყოს. პარალელურად, "ინტერ ამერიკა სპორტი" და ჩემი პარტნიორები მუშაობენ ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებების ჩამოყვანის კონკრეტულ დეტალებზე. რამდენიმე დღეში ამ საკითხზე უფრო მეტი გვეცოდინება".

ბუნებრივია, ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის პოზიციითაც დავინტერესდით: "დიახ, შევხვდით ნიკო პატარქალიშვილს. ჩვენ მივესალმებით ამ პროექტს. ფედერაციის თანადგომა იმაში გამოიხატება, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ამ ტურნირისთვის სათანადოდ მოვამზადებთ", - გვითხრა ზვიად სიჭინავამ.

ნიკო პატარქალიშვილმა ფედერაციის თავკაცებს სხვა პროექტებიც შესთავაზა. მოგეხსენებათ, საუდის არაბეთთან შეთანხმება არ შედგა და საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულამდე მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 25 მაისს ავსტრიის ქალაქ ლინცში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კამერუნის მთავარ გუნდთან.

პატარქალიშვილი ფედერაციას კიდევ ერთი ამხანაგური თამაშის ორგანიზებას სთავაზობს, თანაც - 6 ვარიანტით. მისი თქმით, შესაძლებელია მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვებში ვენესუელას, პერუს, ბოლივიის, კანადის, კოსტა რიკის ან მუნდიალის მონაწილე ჰონდურასის ნაკრების თბილისში სტუმრობა და ამხანაგური შეხვედრის ჩატარება. ცნობისთვის, 2006 წლის ნოემბერში საქართველო-ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთა თბილისურ მატჩს ორგანიზება სწორედ ნიკო პატარქალიშვილმა გაუკეთა. კვლავ სიჭინავას კომენტარი:

"პატარქალიშვილმა ეროვნული გუნდისთვის თბილისური მატჩის ორგანიზებაც შემოგვთავაზა, მაგრამ ეს საკითხი ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას გადასაწყვეტია. სწორედ ის ადგენს მზადების გეგმას და თუ მიზანშეწონილად ჩათვლის, ავსტრიული შეკრებისა და იქ გასამართი ამხანაგური მატჩის შემდეგ თბილისში კიდევ ერთ თამაშს ჩავატარებთ. მაგრამ ჯერ უნდა გავეცნოთ, კონკრეტულად რომელი ქვეყნის ნაკრები რა პირობების შესრულებას ითხოვს ჩვენგან".

...და კიდევ ერთი - პატარქალიშვილმა ფედერაციას ჭაბუკთა ნაკრებების სამხრეთამერიკული ტურნეს ორგანიზებაც შესთავაზა. ლაპარაკია 13, 15 და 17-წლამდელთა (კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი, რომელიც შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იასპარეზებს) ნაკრებებზე და ივნის-ივლის-აგვისტოში მათთვის ამხანაგური მატჩების ორგანიზებაზე. პატარქალიშვილმა ამ საკითხზეც დაიწყო მუშაობა და ვნახოთ, რა გამოვა.



გაზეთი "ლელო"
ნანახია: 980 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!