ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 19.10.2017, 21:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 29 » ოთარ მარცვალაძე: "მე არ გამიტანია, მაგრამ ამ გოლს ჩემს ყველა გოლზე წინ დავაყენებ"
00:30
ოთარ მარცვალაძე: "მე არ გამიტანია, მაგრამ ამ გოლს ჩემს ყველა გოლზე წინ დავაყენებ"
http://sportall.ambebi.ge/pictures/image5/26e6b06a2fd5e2c12b5eb30894ec2fef.jpg

ოთარ მარცვალაძის მოედანზე შესვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაში აშკარად გამოცოცხლდა. ალბათ, სლავენ ბილიჩისთვის თემურ ქეცბაიას ეს ცვლილება მოულოდნელი იყო, რადგან მარცვალაძეს ჩვენი მეტოქეები თითქმის არ იცნობენ. სავიზო პრობლემების გამო ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფეხბურთელი ხომ ნაკრებს კარგა ხანი ვერ ეხმარებოდა.

თითქოს მასზეა ნათქვამი, ობლის კვერი გვიან გამოცხვაო - დიდი წვალებისა და ცხოვრებისეული სირთულეების გადატანის შემდეგ ოთარი რუსეთშიც დააფასეს და, როგორც იქნა, ნაკრებშიც თავისი სიტყვა თქვა - სწრაფმა და აგრესიულმა თავდამსხმელმა ხორვატების თითქოსდა შეუვალ დაცვაში ბზარი გააჩინა, გოლი კი სწორედ მისი ინდივიდუალური გარღვევის შედეგად გავიდა: სტუმართა კაპიტანი დარიო სრნა საჯარიმოშო ეფექტურად მოატყუა და ლევან კობიაშვილს საგოლედ გადააწოდა.

- გულახდილად ვთქვათ, ამ გამარჯვებას არავინ ელოდა.
- კარგად მესმის მათი, ვისაც არ სჯეროდა, რადგან ხორვატია ძლიერი ნაკრებია და ასეთ მეტოქესთან გამარჯვების დაგეგმვა შეუძლებელია. თუმცა ნაკრების წევრები დარწმუნებულნი ვიყავით, რომ არ წავაგებდით და მადლობა უფალს, ასეც მოხდა.

- შენი აზრით, საქართველოს გამარჯვება რამ განაპირობა?
- მონდომებამ, რადგან ყველას უზომოდ გვინდოდა გამარჯვება და, საბედნიეროდ, ხალხი გავახარეთ.

- გოლის ეპიზოდი გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს! მართალია, მე არ გამიტანია, მაგრამ ამ გოლს ჩემს ყველა გოლზე წინ დავაყენებ - ამით მთელმა საქართველომ უზომოდ გაიხარა.

- მეორე ტაიმში ჩვენი თამაში მოულოდნელად სასიკეთოდ შეიცვალა. ასეთი რა მოხდა?
- ხორვატია ძალიან მაღალი დონის ნაკრებია და თავიდანვე აგრესიულად ვერც ვითამაშებდით, რადგან ძალიან გაგვიძნელდებოდა. მეორე ტაიმში კი ყველაფერი კარგად აეწყო და მიზანს მივაღწიეთ. ვერ გამოვხატავ იმ დიდ სიხარულსა და გრძნობას, რაც მატჩის დროს სტადიონზე განვიცადე. ამდენი მაყურებლის მხარდაჭერა უდიდესი ბედნიერებაა და ყველა მათგანს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ნაკრებს ყოველთვის ასეთ თანადგომას ვუსურვებდი.

- ნაკრებში ასე კარგად არ გითამაშია, რადგან ხან ნახევარდაცვის ფლანგზე გაყენებდნენ, ხანაც საყრდენად.
- ნაკრებში ჩემი თამაში მეც არასდროს მომწონებია. ხორვატიასთან მოგება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მთლიანად ნაკრების წარმატების გამო, არამედ იმიტომაც, რომ თითოეულ ჩვენგანზე დადებითად აისახება. იმედია, ჩემზეც, რადგან ადრე ცენტრალურ თავდამსხმელად არასდროს მითამაშია.

- ამ ყველაფერს "ვოლგაში" ვიცე-კაპიტნად არჩევა უძღვოდა, რაც რუსეთში ქართველისთვის დიდი პატივია.
- გუნდში ბევრად უფრო გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს და ჩემთვის ეს მოულოდნელი ნდობა იყო. ისიც გამიხარდა, რუსეთის პრემიერლიგის საწყის ტურებში კაპიტნის სამკლავურით ქართველებმა ორი გუნდი რომ გავიყვანეთ, ამისულაშვილმა - "კრასნოდარი", მე კი - "ვოლგა".

- რუსეთის პრემიერლიგის პირველივე ტურში გაიტანე, ფეხბურთში კი კარგი დასაწყისი კარგი გაგრძელების საწინდარია.
- ცხოვრებაშიც ასეა, საქმეს კარგად რომ იწყებ, იმედი და ხალისი გიჩნდება. ახლა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ განვაგრძობ. იმედია, თავს მეც და კლუბიც კარგად წარმოვაჩენთ.
ომარ თეთრაძე ყოველი მატჩის წინ გვეუბნება, მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლოთო.

"სპარტაკთან" კი წავაგეთ, მაგრამ არ გვითქვამს, მერე რა მოხდაო. კლასში არც ისე ჩამოვრჩებოდით, თავიდან რომ გვეგონა, მოგებაც შეგვეძლო. როდესაც ბოლომდე იბრძვი, ფავორიტის დამარცხებასაც შეძლებ, რაც ხორვატიასთანაც დადასტურდა.

რუსეთის პრემიერლიგაში ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება. მეც გაცილებით მეტს ვთხოვ თავს, რადგან მაღალი დონის პირველობაზე ვთამაშობ. თანაც, "ვოლგას" უკვე გავუშინაურდი და უფრო თავისუფლად ვთამაშობ. გუნდში ექვსი ქართველი ვართ, მაგრამ ცუდად ნაღდად არ გვიყურებენ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ჩვენი პრეზიდენტის და მწვრთნელის დამსახურებაა, რომელთაც ფეხბურთელების კარგად ესმით.


მერაბ მამულაშვილი
ნანახია: 315 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!