ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 10:38


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 11 » ოთარ მარცვალაძე ქეცბაიას ნაკრებს შეუერთდა
10:41
ოთარ მარცვალაძე ქეცბაიას ნაკრებს შეუერთდა


დღეს ეროვნული ნაკრები შეკრება იწყება. თემურ ქეცბაია შიდა ჩემპიონატსა და უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს დააკვირდება და რჩეულებს 17 ნოემბერს სლოვენიაში გამოცდის.

ესტონეთთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვლავ ივარჯიშებს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე.

"სპორტ-ექსპრესმა" ოთარი პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 26 წლის თავდამსხმელის აღიარება შემთხვევითი არ ყოფილა. "ვოლგამ" პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, რაშიც მარცვალაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა და 21 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. თუმცა, პირველი ლიგის ვებ-გვერდის, "ვანდივიზიონის" გამოკითხვით (რომელშიც გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ), მარცვალაძე მეორე ადგილზე გავიდა, პირველზე კი - მერვეადგილოსანი "ხიმკის" კაპიტანი, რუსების სიყვარული ანდრეი ტიხონოვი.

ოთარს თბილისში ჩამოსვალმდე დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ოთარ, უპირველესად პრემიერლიგაში გადასვლას, ბომბარდირობასა და "სპორტ-ექსპრესის" აღიარებას გილოცავ.
- დიდი მადლობა. საქართველოდან წასვლის შემდეგ, ეს ჩემთვის ყველაზე იღბლიანი და წარმატებული სეზონი იყო. 32 მატჩში 21 გოლი ურიგო მაჩვენებელი არ უნდა იყოს. მიხარია, რუსეთში საქართველო კარგად რომ წარმოვაჩინე.

- "სპორტ-ექსპრესმა", საუკეთესო ფეხბურთელად გამოგაცხადა, "ვანდივიზიონმა" კი მხოლოდ მეორეზე გაგიყვანა.
- "სპორტ-ექსპრესი" ყველა მატჩის შემდეგ ნიშნებს გვიწერდა და შედეგები მარტივად შეაჯამა, `ვანდივიზიონმა" კი მწვრთნელები და კაპიტნები გამოკითხა და საუკეთესოდ ტიხონოვი აღიარა. სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა მიზეზების გამო, არც მეგონა ინტერნეტ-გაზეთი საუკეთესოდ თუ დამასახელებდა და ასეც მოხდა. თუმცა, არ ვიცი, პირველზე მოსახვედრად რა იყო საჭირო, 100 გოლს ვერ გავიტანდი. ვფიქრობ, ასეთ რთულ და უხეშ ლიგაში, თავდამსხმელისთვის 21 გოლი კარგი მაჩვენებელია.

- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე გეკითხები: კვლავ სატრანსფერო ციებ-ცხელება და ახალი გუნდის ძიებას ხომ არ დაიწყებ?
- სამწუხაროდ, ეს ჯერ თავად არ ვიცი და თქვენ რა გითხრათ? დღემდე მახაჩკალის "ანჟის" საკუთრებაში ვარ, ნიჟნი ნოვგოროდში კი არენდით ვთამაშობდი. წარმოდგენა არ მაქვს, `ვოლგაში" დამტოვებენ თუ ისევ მახაჩკალაში დამაბრუნებენ. რა დასამალია და უკან გაბრუნება არც მინდა.

- `ანჟი" არ მოგწონს თუ მის ხელმძღვანელობაზე ხარ ნაწყენი?
- დაბრუნების სურვილი როგორ უნდა მქონდეს? და რატომ ვარ ნაწყენი, არა მგონია ამის ახსნა საჭირო იყოს. არ გახსოვთ, "ვოლგაში" როგორ აღმოვჩნდი? პრემიერლიგაში გადასულ "ანჟიში" ქართველების ნაწილს აგრძნობინეს, რომ ზედმეტები იყვნენ და მეც წამოვედი. იმედია, ახლა მაინც მოიქცევიან ადამიანურად და "ვოლგაში" დამტოვებენ.

- პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი კარგად ჟღერს - ალბათ, ამ პრიზებით ბევრ ძლიერ გუნდს დააინტერესებდი.
-
ჯერ არავინ დამკავშირებია და ვერაფერს გეტყვით. "ვოლგა" მეგობრული, ძლიერი და საკმაოდ კარგად უზრუნველყოფილი კლუბია. აქედან გამომდინარე, წამოსვლა არ მსურს.

- მოკლედ, რუსეთს უპრობლემოდ შეეწყვე.
- უკმაყოფილო ნაღდად არ ვარ. თანაც, პრემიერლიგაში გადავედით, სადაც თამაში საპატიოა და თავის გამოჩენის მეტი შანსი მექნება.

- დღევანდელი შემადგენლობით პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შესძლებთ?
- ახალი ფეხბურთელების გარეშე, ძალიან გავიჭირდება. გაძლიერება ჩვენ კი არა, პრემიერლიგაში გადასულ ნებისმიერ გუნდს სჭირდება, რადგან პირველ ლიგაზე ბევრად მეტი მოთხოვნებია.

- დაბოლოს სანაკრებო თემაზეც ვილაპარაკოთ: როგორც ვიცით, კამერუნთან სავიზო პრობლემის გამო ვერ ითამაშე.
- დიახ, სავიზო პრობლემის გამო და არა იმიტომ, რაც ზოგიერთმა დამაბრალა, თითქოს, ჩამოსვლა არ მინდოდა. გეგულებათ ნორმალური ადამიანი, რომელსაც ნაკრებში თამაში არ სურს? სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს არეული ურთიერთობების გამო, ფეხბურთელები ძალიან ვიჩაგრებით. მე საქართველოს პასპორტი მაქვს და რუსეთიდან რომ გავიდე, ვიზის ასაღებად რიგში ხანგრძლივი დგომა ხელახლა დამჭირდება. ამის გამო, რუსეთის მოქალაქეობა ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო. მობეზრდათ ვიზის მოლოდინში დროის კარგვა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასე ფორმიდან ვარდებოდნენ. მე კი პასპორტი არ შემიცვლია და ეს ხელს მიშლიდა და მიშლის.

მაშინაც სავიზო პრობლემის გამო ვერ ჩამოვედი, რაც მწვრთნელებს ვუთხარი. არადა, ნაკრებში თამაში ძალიან მინდოდა. ახლა რუსეთში სეზონი დასრულდა, ხელს ვერაფერი შემიშლის, იმედია, სლოვენიასთან ვითამაშებ და ქეცბაიას ნდობას გავუმართლებ.

- ნაკრებში შენი თანაგუნდელი გოჩა ხოჯავაც გამოიძახეს, რომლის ფეხბურთიც დიდი ხანია საქართველოში არ გვინახავს.
- არ მინდა, ჩემი სიტყვები მეგობრობას მიაწეროთ. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ გოჩა საუკეთესო ფორმაშია და ძალიან გამიხარდა, ქეცბაიამ რომ გამოიძახა. მწვრთნელმა სხვაზე უკეთ იცის, ვინ სჭირდება და რადგან გამოიძახეს, ამიტომ თამამად ვიტყვი - დარწმუნებული ვარ, ნაკრებს სწორედ ხოჯავასნაირი ფეხბურთელი აკლია, პასის მიმცემი, თავდამსხმელს უსიტყვოდ რომ უგებს, ერთი მოძრაობითა და გადაცემით თამაშს და მეტოქის დაცვას რომ ხსნის.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 793 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!