ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 01:28


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 7 » ომარ თეთრაძე: `პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ`
17:46
ომარ თეთრაძე: `პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ`


ომარ თეთრაძემ წინა სეზონში მახაჩკალას "ანჟი" რუსეთის პირველი დივიზიონიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა და პირველ ტურში მან უთავკაცა კიდეც გუნდს. თუმცა ამის შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო დაღესტანული კლუბი დატოვა და ისევ პირველ დივიზიონში უწევს მუშაობა.

ამჯერად, მისი ამოცანა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ელიტურ ლიგაში გადაყვანაა. ამ და სხვა საკითხებზე ქართველ მწვრთნელს რუსული გამოცემა onedivision.ru გაესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან :

 

- ბატონო ომარ, ეს სეზონი თქვენ მთავარი მწვრთნელის როლში დაიწყეთ "ანჟიში", თუმცა მარტის შუა რიცხვებში მიიღეთ გადაწყვეტილება დაგეტოვებინათ გუნდი. თქვენი გადადგომის შესახებ ბევრი ჭორი დადის, ამიტომ მინდოდა თქვენგან მომესმინა კომენტარი.

 

- მე არ მინდა დავუბრუნდე იმას, რაც უკვე მოხდა. ვთვლი, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. ვფიქრობ, როცა ნებისმიერი ჩვენთაგანი, არ ააქვს მნიშვნელობა მისი მუშაობის სფეროს, არ ღებულობს სიამოვნებას მუშაობისგან, მან უარი უნდა თქვას მასზე. მე ამ სიამოვნებას უკვე ვერ ვღებულობდი "ანჟიში".

 

- მაისის დასაწყისში თქვენ დაგიკავშირდნენ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან". გახსოვსთ, თუ როგორ მოხდა ეს?

 

- სიმართლე გითხრათ, მე გადაწყვეტილი მქონდა საქართველოში გამგზავრება ერთი კვირით. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მეორე დღეს ალექსანდრე პობეგალოვის გადადგომის შემდეგ, დილით ადრე დამირეკა "ვოლგას" პრეზიდენტმა, ალექსეი გიოხმანმა და მთხოვა, რომ ჩავსულიყავი მოსალაპარაკებლად, როცა ჩავედი ნიჟნი ნოვგოროდში, ჩვენ შევხდით, განვიხილეთ ყველა პირობა და მაშინ მივიღე გადაწყვეტილება კონტრაქტზე მომეწერა ხელი.

 

- ძნელი იყო ისევ პირველ დივიზიონში დაბრუნება? მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ ხომ ეს წელი დაიწყეთ პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში...

 

- მანამდე მე პირველ დივიზიონში ვმუშაობდი კლუბ "ანჟიში", რომლის პრემიერ ლიგაში გადაყვანა ჩვენ მოვახერხეთ. ამ სეზონის პირველი ტურის შემდეგ მე მომიხდა გადადგომა, რის შემდეგადაც მივიღე შემოთავაზება "ვოლგადან", რომლის წინაშეც დგას ამოცანა ელიტურ დივიზიონში გადასვლის შესახებ. ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მიზანს, რომელიც გუნდის წინაშე დგას, რამდენადაც უნდა იყოს ინტერესი კლუბში მუშაობის. როცა ჩამოვედი ნიჟნი ნოვგოროდში "ვოლგას" პრეზიდენტთან მოსლაპარაკებლად, მთელი დღე მქონდა მოსაფიქრებლად. ისეთ დასკვნამდეც მივედი, რომ გარკვეულწილად საფრთხეში ვაგდებდი საკუთარ თავს, როგორც მწვრთნელს. მიუხდავად ყველაფრისა, არც ისე ადვილია აიყვანო გუნდი, რომელიც 9 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-14 ადგილზეა სატურნირო ცხრილში. ეს მაშინ, როდესაც გუნდის მიზანი პრემიერ ლიგაში გადასვლაა. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა მწვრთნელი იყვანს ფეხბურთელებს საკუთარი სათამაშო სქემის, თავისი ტაქტიკის მიხედვით და არჩევს ბიჭებს, რომელთაც ის ეყრდნობა. ამ კუთხით მე არ მქონდა არჩევანი. მიწევს იმ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებიც იმყოფებიან ს.კ. "ვოლგას" განკარგულებაში. თუმცა მე არაერთხელ ვთქვი, რომ მთლიან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, იმის მიუხედავად თუ რა შედეგი იქნება. ამიტომ მოვინდომებთ შევასრულოთ ჩვენს წინაშე დასახული ამოცანა.

 

- თქვენ სამი წელი მუშაობდით "ანჟის" მთავარ მწვრთნელად. როგორი მოგონებები დაგრჩათ თქვენი კარიერის ამ ეტაპისგან? რამდენად მოახერხეთ თქვენი, როგორც მწვრთნელის რეალიზაცია მახაჩკალას კლუბში? სამი წელი ხომ საკმაოდ დიდი დროა.

 

- სამი წლის წინ მე მივიღე წინადადება "ანჟის" პრეზიდენტისაგან, მუჰამედ-სულთან მაგომედოვისგან, მეთავკაცა მახაჩკალელთა გუნდისითვის. მე მადლობელი ვარ მისი ამ სამ წლიანი ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენ ეტაპობრივად მივიწევდით პრემიერ ლიგაში გადასვლისკენ და მესამე წელს მოვახერხეთ აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, მე დამრჩა საკმაოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებები დაღესტანზე, მახაჩკალაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე. არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია კლუბის ხელმძღვანელობასთან და გულშემატკივრებთან. პირიქით, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ძნელი იყო გუნდის დატოვება, მაგრამ მე მივხდი, რომ სამწლიანი მუშაობის შემდეგ უნდა წავსულიყავი. დღემდე მე შევინარჩუნე თბილი ურთიერთობები "ანჟის" ხელმძღვანელობასთან.

 

"ანჟისთან" ერთად თქვენ მოახერხეთ პრემიერლიგაში გადასვლა. როგორ თვლით, რა არის საჭირო ისეთი ამოცანის გადასაჭრელად, როგორიცაა I-II ადგილები პირველ დივიზიონში, სუფთა სპორტულის გარდა?

 

- ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ყველა პირობაა იმისათვის, რომ გუნდმა ითამაშოს პრემიერლიგაში. ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა ხდება თავის დროზე, ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა. რამდენადაც ვიცი, ნიჟნი ნოვგოროდში იგეგმება საფეხბურთო ბაზისა და თანამედროვე სტადონის აშენება. დამიჯერეთ, დღევანდელი პირობები, რომელშიც "ვოლგას" მწვრთნელები და ფეხბურთელები მუშაობენ, ბევრ პრემიერლიგის გუნდს არ აქვს. ნიჟნი ნოვგორიდის კლუბში ის საკითხები, რომლებიც ფეხბურთელებს აწუხებთ, სრულდება თავის დროზე. მოთამაშეები ფიქრობენ მხოლოდ სამწვრთნელ პროცესზე და თამაშებზე. ასეთ პირობებში ძალიან სასიამოვნოა მუშაობა. პრემიერ ლიგაში გადასასვლელად რჩება მხოლოდ მუშაობა და შედეგის ჩვენება. ხელმძღვანელობა თავის მხრივ აკეთებს ყველაფერ აუცილებელს, ახლა კი სიტყვა ჩვენზეა. 

 

- "ურალთან" შეხვედრაში ჩვენ "ვოლგაში" სულ სხვა გუნდი ვნახეთ - გახსნილი, შემტევი სტილით მოთამაშე. ზუსტად ასეთი ფეხბურთის დანერგვა გინდათ გუნდში?

 

- მე პრიორიტეტს შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკანმოუხედავად უნდა შევუტიოთ. ფეხბურთი შედგება დაცვისგან და თავდასხმისგან, დაცვიდან თავდასხმაში გადასვლიგან და პირიქით, თავდასხმიდან დაცვაში. ყველაფერი უნდა მოხდეს სინქრონულად. ფეხბურთში უნდა იმოქმედო სიტუაციის მიხედვით, თუ ჩვენ დაცვაში გავუშვებთ ხუთ გოლს, მაშინ მხოლოდ ერთ-ორ შეხვედრაში თუ გაგვიმართლებს და გავიტანთ უფრო მეტს... შეხედეთ, როგორი სიტუაციაა ეხლა, გუნდს გააქვს გოლი და მთლიანი შემადგენლობით მიდის დაცვაში. ასეთ შემთხვევაში ძალიანი ძნელია მოგება. ამიტომ, როცა ვუტევთ მუდამ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ არ გაგვეპაროს კონტრშეტევა და გოლი საკუთარ კარებში. მთლიანობაში კი - მე შემტევი ფეხბურთის მომხრე ვარ. საუკეთესო დაცვა - თავდასხმაა. 

 

- მალე გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა პირველ დივიზიონში. თქვენ უკვე ხედავთ იმ პრობლემატურ პოზიციებს, რომელთაც გაძლიერება სჭირდება?

 

- ჯერ პრობლემატურ პოზიციებზე ლაპარაკი ადრეა. რა თქმა უნდა, ყოველი თამაშის შემდეგ ჩვენ თანაშემწეებთან ერთად ვატარებთ ანალიზს. შემადგენლობის გაძლიერება აუცილებელია, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვიფიქროთ ამაზე. ეხლა ჩვენს გუნდში 28 ფეხბურთელია, მაგრამ მე მინდა დავიტოვო 20 მინდვრის მოთამაშე და სამი-ოთხი მეკარე. პლუს სამი-ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც ივარჯიშებენ დუბლებთან, მაგრამ ამასთანავე იქნებიან ძირითადი გუნდის განაცხადში. ჩემი აზრით, ორი ათეული მინდვრის მოთამაშე საკმარისია სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად და იმისათვის, რომ სეზონი იქნას ბოლომდე მიყვანილი. 

 

- არ გეშინიათ, რომ ფეხბურთელების შემცირება ნეგატიურად იმოქმედებს კონკურენციაზე?

 

- არ ვფიქრობ, რომ კონკურენცია იქნება ნაკლები. ყოველ პოზიციაზე პრეტენზია ორ მოთამაშეს ექნება. ყველაფრის მიუხედავად, 20 მინდვრის ფეხბურთელი ხომ 2 სრულყოფილი შემადგენლობაა.

 

 - როგორ ფიქრობთ, რა ვადაა მწვრთენლისთვის საჭირო, რათა მან კლუბში საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს?

 

- ყველაფერი დამოკიდებულია დასახულ ამოცანაზე. საერთოდ კი , საკუთარი თავის რეალიზება რომ მოახერხო, როგორც იტყვიან : "век живи – век учись". ყოვედღე, ყოველწამს ფეხბურთი წინ მიდის, ამიტომ მწვრთნელი მუდამ უნდა სწავლობდეს. მაგალითად მოვიყავნოთ პრემიერლიგაში გადასვლა. თუ კლუბში თავმოყრილია გუნდი, არსებობს ინფრასტრუქტურა, არის ყველაფერი იმისათვის, რომ ითამაშო პრემიერლიგაში, მაშინ მწვრთნელს სჭირდება მინიმუმ სამი წელი, რომ შექმნა ის კოლექტივი, რომლის ხილვაც მას სურს. რაც არ უნდა აკეთო, როგორც არ უნდა ეცადო, სამ წელზე ადრე ვერანაირად მოხერხდება ... რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობისთვის სასურველი იქნებოდა ვადა ორი სეზონი მაინც ყოფილიყო ... მაგრამ სამი წელი - მინიმალური დროა, რომლის განმავლობაში მწვრთნელს შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება და იმის ჩვენება, თუ რა შეუძლია მას. ნათელი მაგალითი - "ანჟი". როგორც კი მე დავამთავრე საფეხბურთო კარიერა, მაშინვე მე მომიწვიეს გუნდის თავკაცად. თუმცა მე წინ დრო მქონდა - სამი წელი. ვთვლი, რომ ამ სეზონების განმავლობაში ჩვენ შევძელით იმ კოლექტივის შექმნა , რომელმაც შეძლო დასახული ამოცანის გადაჭრა."

 


 რატი ახალაია

goli.ge

ნანახია: 836 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!