ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 17.10.2017, 01:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » ნაცნობი ბლატერის უცნობი წინადადება
10:18
ნაცნობი ბლატერის უცნობი წინადადება



გაყოფილი ქვეყნა დიდი ხანია, ქართველის ტკივილად გვექცა. ამ სატკივარში ერთ-ერთი ფეხბურთიცაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი ძალით ჩამოგვაშორა, ამ მადლიანი მხარიდან ქართული ფეხბურთი აღარ მარაგდება იმ ნიჭიერი ფეხბურთელებით, რომლებითაც ძლიერდებოდა და თვითმყოფადობას ინარჩუნებდა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბევრჯერ სცადა სოხუმელთა გუნდის აღორძინება, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა - ზოგჯერ უსულგულო დამოკიდებულებას აწყდებოდნენ, ზოგჯერ - ცინიკურსაც. მაგალითად, ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის მხრიდან, რომელიც ფიფას კანონმდებლობაზე მაღლა რუსეთთან "მეგობრულ" ურთიერთობას აყენებს.

სხვათა შორის, თბილისში მყოფმა ფიფას პრეზიდენტმა წინადადებაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტთა კლუბებს რუსები საკუთარ პირველობაზე ათამაშებენ და რეაგირება მოახდინეთო - ვითომ დიპლომატიურად გვიპასუხა, ფიფა პოლიტიკაში არ ერევაო. ამ დროს საქმე ძალიან მარტივადაა: თუ შეთანხმება არ არსებობს, ერთი ქვეყნის კლუბი მეორის ჩემპიონატში არ დაიშვება. მაგრამ ბლატერი რაც არის და რუსებთან როგორც "მეგობრობს", მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შერჩევისას გამოჩნდა - მისმა აღმასკომმა დიდი ბრიტანეთის პრაგმატულ, მომგებიან და ეკონომიკურად დასაბუთებულ გეგმას რუსული ამჯობინა. ან ვის ახსოვს, ერთ აღმასკომს ორი მუნდიალის მასპინძლები დაესახელებინოს, მაგრამ 74 წლის პრეზიდენტმა უზარმაზარ ცდუნებას ვერ გაუძლო, ან უძლებდა კი ოდესმე?!

ახლა უშუალოდ საქმეზე: როგორც გაირკვა, ფიფა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას სოხუმის კლუბის აღდგენისა და რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის გრანტის გამოყოფას საკმაოდ უცნაური პირობებით ჰპირებოდა.

აფხაზეთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე "ლელოს" იმ უცნობ მოლაპარაკებებზე ესაუბრა, რომელიც წლების წინ ფიფა-უეფას ხელმძღვანელებთან და აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის წევრებთან გამართა:

- აფხაზეთიდან დევნილების რამდენიმე კლუბია, მაგრამ არც ერთია ისეთი ძლიერი, ევროთასებზე რომ გავიდეს და ქვეყანა ღირსეულად წარადგინოს. მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსებაზე ლაპარაკი უადგილო იყო. ამიტომ წლების წინ ნიადაგი მოვსინჯე და დავინტერესდი, ფიფა და უეფა სოხუმის კლუბის აღორძინებაში თუ ჩაერთვებოდნენ და ამ ორგანიზაციებთან შესაძლო დახმარებაზე მოლაპარაკება დავიწყე.

მაგრამ, რამდენჯერაც საკითხი დავაყენე, იმდენჯერ მითხრეს, რომ პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შუამავლობით წარმედგინა. ეს ის დრო იყო, როდესაც უეფას ლენარტ იუჰანსონი მართავდა. მაშინ გვქონდა იმედი, რომ აფხაზეთში დავბრუნდებოდით. შემდეგ უკვე ფიფას მივმართეთ და 2002 წლის მაისში მივიღეთ თანხმობა, აფხაზეთში ფეხბურთის განვითარებისთვის ხუთ მილიონ ევროს გამოვყოფთ, ოღონდ მხოლოდ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში და არა აფხაზეთის ფედერაციის სახელზე თბილისში მოედნებისა და ოფისის მოსაწყობადო. აფხაზეთის გაერთიანება ჩვენი ოცნებაა, მაგრამ კლუბის აღდგენა ახლა გვჭირდება, თორემ, სოხუმში რომ ჩავალთ, მერე ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად კლუბს ისედაც აღვადგენთ.

- ანუ ამ საკითხზე ფიფა-უეფასთან მოლაპარაკება შეწყდა?
- მოლაპარაკება პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მათ წარმომადგენელთან ვცადეთ, ერთი რუსი იყო, მეორე - შვეიცარიელი. მაგრამ, ბლატერით დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, ყველა გვპასუხობდა - თანხებს მხოლოდ საქართველოს გაერთიანების შემდეგ გამოვყოფთო.

სხვათა შორის, წლეუს "ფან ფუტბოლის" პროგრამაში გალელი და ოჩამჩირელი ბავშვები მონაწილეობდნენ. ესეც კარგი საქმეა, აფხაზეთის ფეხბურთში დასაბანდებელ თანხებს კი თბილისში არავინ ჩადებს. თავად მე სოხუმელი ვარ და აქ სტადიონის გაკეთება სისულელე მგონია. ისე, გლდან-მუხიანში სტადიონისთვის მიწის ნაკვეთს გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენი სტადიონები აფხაზეთში უნდა ავაშენოთ, ჩვენი ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხებით კი აფხაზეთში არაფერს ავაშენებთ.

სხვათა შორის, 2002 წელს აფხაზეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ვახლდი. მაისში უკრაინასთან ამხანაგური თამაში გვქონდა და აფხაზებს მათი ფეხბურთელების საქართველოს ნაკრებში თამაში შევთავაზე. დასახელდა აჯინჯალი, რადგან ძმებიდან ერთ-ერთი რუსეთის უმაღლეს ლიგაში იმ დროს კარგად თამაშობდა. ამ მოლაპარაკებას არძინბას თანაშემწე ესწრებოდა და მკითხა, ითამაშოს, მაგრამ ამის შემდეგ რუსეთის ნაკრებში გამოსვლის უფლება ექნებაო?

ამ კითხვის შემდეგ აჯინჯალის ჩამოყვანა ავტომატურად გამოირიცხა და მეორე საკითხი დავაყენე. გავახსენე ჩვენი მეგობრობა და შევთავაზე, თქვენს ჩემპიონს და ~ცხუმს" შორის ამხანაგური მატჩი გავმართოთ-მეთქი. მიპასუხეს, აფხაზეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ისე შევახვედროთ, როგორც ორი დამოუკიდებელი ქვეყნის გუნდებიო და მივხვდი, ლაპარაკის გაგრძელება არ ღირდა. თუმცა დღემდე იმ აზრისა ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში აფხაზების მოწვევა ძალიან კარგი იქნება.

- ცხინვალის რეგიონს უმაღლესში გუნდი ჰყავს, აფხაზეთიდან დევნილები კი საერთო კლუბის ჩამოყალიბებაში მოიკოჭლებთ.
- კლუბს შესანახად მინიმუმ 300-400 ათასი ლარია საჭირო, ამდენის საშუალება კი აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტს არ გააჩნია. სამწუხაროდ, სპონსორიც არ გამოჩნდა. სოხუმის ~დინამოს" დაფინასებისთვის ~სოკარს" და კიდევ ბევრ კომპანიას მივმართე, ბევრი პროგრამა დავწერე, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დევნილებს ჭირის დღესავით გვერიდებიან.

ისიც გვახარებს, "დინამო" გაგრელმა კაცმა რომ იყიდა და ~გაგრაც" კარგად ფინანსდება. იმედია, ესა კლუბი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება. ~გაგრა" კერძო საკუთრებაა და ბიუჯეტიდან მისთვის ფულის გამოყოფა არ შეიძლება. კლუბის პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე ღირსეული კაცია და დახმარება თავადაც არ უთხოვია, არც მეწილე სჭირდება.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 221 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2017
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!