ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 00:40


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 15 » ნაკრები ხორვატიასთან მატჩის წინ "ბასას" ახალ საფარზე ივარჯიშებს
19:11
ნაკრები ხორვატიასთან მატჩის წინ "ბასას" ახალ საფარზე ივარჯიშებს


საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან და ისრაელთან 26 და 29 მარტის მატჩებისთვის მზადებას ერთ კვირაში დაიწყებს. თემურ ქეცბაია გუნდს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" შეკრებს, სადაც მთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც კომპანია "ქართუს" დაფინანსებულია.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ბაზას და გაკეთებულსა და გასაკეთებელზე ტექნიკური ცენტრის კომენდანტ გიორგი კობრავას ვესაუბრეთ.

ბაზაზე დაწყებულია ბალახის საფარის დაგება, რომელიც 15 მარტისთვის დასრულდება. საბერძნეთიდან ჩამოიტანეს არა მიწის ბელტები, არამედ საგანგებოდ შერჩეული ბალახის საფარის რულონები, რომლებიც რბილი, რეზინივით დრეკადია და დიდ დატვირთვებს უძლებს. სხვათა შორის, ანალოგიური საფარია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" სტადიონზე.

"ახლა ბალახის დასაგებად საუკეთესო პერიოდია, ვეგეტაციის დრო იწყება და ახალდაგებული საფარი ნიადაგთან "ხორცდება". მართალია, ხორვატიასთან შეკრების დაწყებამდე დარჩენილ ხუთ დღეში საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ იქნება, მაგრამ დატვირთვას გაუძლებს და პრობლემას არ შექმნის, შემდეგი შეკრებისთვის კი ნაკრები იდეალურ მოედანზე ივარჯიშებს. თამამად ვიტყვი, რომ "ბასაზე" ამიერკავკასიაში საუკეთესო მინდორი გვექნება", - ამბობს კობრავა.

ხორვატიასთან მატჩის შემდეგ იგეგმება ძველი ტრიბუნების ადგილზე 2-დან 3 ათას მაყურებლამდე გათვლილი ტრიბუნების აშენება, ინდივიდუალური პლასტმასის სკამებისა და განათების სისტემის დამონტაჟება და საღამოს ვარჯიშების ჩატარებაც შესაძლებელი გახდება. თავდაპირველი ინფორმაცია, რომ "ბასას" ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებისთვისაც გამოიყენებდნენ, არ დაგვიდასტურეს, მთელი წლის განმავლობაში ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს იმდენი შეკრება აქვთ დაგეგმილი, ტექნიკური ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ მათ მოემსახურებაო. სტადიონი მთელ პერიმეტრზე დამცავი ბადეებითა და ბანერებით შემოიზღუდება.

დასრულდა ფეხბურთელთა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. პირველ სართულზე მდებარე სასადილოს ადგილას დამატებით 9 ოთახი მოეწყო, გარემონტდა პირველ და მეორე სართულებზე მდებარე 20 ნომერიც. სულ 25 ჩვეულებრივი ნომერია, 2 ნახევრადლუქსი და 2 ლუქსი. კვების ბლოკისა და ბარისთვის კი კორპუსს დამატებითი ფართი მიუშენეს.

ახალი სატრენაჟორო დარბაზები (სულ ორი დარბაზია) მთელი გუნდის ერთდროულად ვარჯიშისთვის საკმარისი იქნება. კობრავა ამბობს, საშვილიშვილო საქმე კეთდება, რადგან უნივერსალური სპორტული კომპლექსი შენდებაო.

იგეგმება ბაზის მიმდებარე ფერდობის კეთილმოწყობაც, სადაც გარემოს გასალამაზებლად ბანერები განთავსდება და ფეხბურთელთა დასასვენებელი ბუნგალოები მოეწყობა. შენობაში კი ძველი და ახალი თაობების ქართველ მოთამაშეთა სურათებს ჩამოკიდებენ.

რადგან ნაკრებისთვის უკვე მზად არის ორი სტანდარტული მოედანი (ხელოვნური და ბუნებრივი საფარით), ბაზის შესასვლელთან მდებარე მინი-მოედნს აიღებენ და ავტოფარეხს მოაწყობენ.

საქართველოს ნაკრებს აქამდე საკუთარ მოედანზე ვარჯიში არ ღირსებია და ფეხბურთელებს "ბასაზე" მიმდინარე სამუშაოები ძალიან ახარებთ. ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი ამბობს, რომ საკუთარ ბაზაზე მომზადება ბევრად უფრო კომფორტული და სასურველი იქნება.

ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება ეროვნული სტადიონიც. არენის დირექტორ სანდრო შახოვის თქმით, მარტში თბილისის "დინამომ" რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე ამის გამო ითამაშა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კი - "მიხეილ მესხზე".

"ხორვატიასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და სტადიონიც ამიტომ ჩაიკეტა, ზამთარგამოვლილი საფარის დატვირთვა არ გვსურდა. იმედია, ჩატარებული სამუშაოების შედეგად 26 მარტისთვის საფარი საუკეთესო მდგომარეობაში იქნება. მინდორს ახალი ტექნოლოგიებით ვუვლით, ხორვატიასთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება და ვფიქრობ, ნაკრებს დაბრკოლებებს არ შეუქმნის. მთლიანად შეიცვალა საჯარიმოს ის ნაწილი, რომელიც ყველაზე დაზიანებული იყო. თუ დროულად გამოიდარებს, სხვა მონაკვეთებსაც შევცვლით", – ამბობს შახოვი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ სტადიონზეც იმედოვნებენ, რომ მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში ახალ საფარს დააგებენ. შახოვმა გვითხრა, რომ ამჟამად ამ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა მიმდინარეობს, ფინანსური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება.

ბოლო ერთი წელია, სტადიონის დირექციას სამუშაო არ მოჰკლებია, რადგან გულშემატკივართა ვანდალიზმის შედეგად 5 ათასი ინდივიდუალური სკამი დაიმტვრა და თავიდან გახდა დასამონტაჟებელი. მოწესრიგდა პარკირების სისტემა, რასაც უეფა დიდ ყურადღებას აქცევს და ლიცენზირებისას ერთ-ერთ პუნქტადაც ითვალისწინებს, ჩატარდა სხვა წვრლიმანი სამუშაოებიც.

შახოვი ამბობს, რომ ახლა ორი მთავარი ამოცანა აქვთ:"პირველი საფარის დროულად შეცვლაა, მეორე კი - უსაფრთხოების სისტემის მოწესრიგება. დამატებით რამდენიმე ვიდეოთვალის დამონტაჟება ბევრ პრობლემას აგვარიდებდა. ამას გარდა, ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემის დანერგვაც გვსურს, მაგრამ ეს საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვს. რატომღაც ჩვენი გულშემატკივარი ბილეთის შეძენას შეხვედრის დაწყებამდე ნახევრი საათით ადრე ცდილობს, რაც სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. დამატებითი სალაროებს კი ავამუშავებთ, მაგრამ ჩვენი სათხოვარი იქნება, თადარიგი წინასწარ დაიჭირონ და ბილეთების შეძენას მაინცდამაინც მატჩის დღეს ნუ შეეცდებიან. ასე საქმეს თავადაც გაიიოლებენ და ჩვენც მრავალ საზრუნავს მოგვაკლებენ, რადგან ხორვატიასთან სტადიონის გავსებას ველით."



ნანახია: 1384 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!